ეს სტატია სამშენებლო მასალას ეხება. სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ხე (მრავალმნიშვნელოვანი).

მერქანი (ქსილემა; ბერძ. ξύλοხე) — მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების რთული ქსოვილი, რომელიც ატარებს წყალს და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს. მერქანი წარმოიქმნება პროკამბიუმისაგან (პირველადი მერქანი) ან კამბიუმისაგან (მეორეული მერქანი). იყენებენ განსხვავებული მიზნებისთვის. ხე არის მყარი მასალა და გამოიყენება საწვავად და ნაკეთობების შექმნისთვის. ხისგან კეთდება ფიცრები, რომელიც სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოიყენება. თანამედროვე დროში გადამეტებულად იჭრება ხე, რაც იწვევს ეკოსისტემების განადგურებას. ხის მოჭრა შესაძლებელია ნაჯახით, ხერხით ან ელექტროხერხით.

ფიცარი

მერქნის აგებულებასა და თვისებებს შეისწავლის მეცნიერების დარგი — მერქანმცოდნეობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება