ეკოსისტემა — ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსი. ტერმინი შემოიღო ა. ტენსლიმ 1935 წელს. ეკოსისტემის შესწავლის მიზანია აბიოტურ ფაქტორებთან ერთად ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფლობის პროცესში ნივთიერებათა წარმოქმნის, ცირკულაციის, დაგროვებისა და ტრანსფორმაციის გამოკვლევა. ეკოსისტემა თვითრეგულირებადი, ღია სისტემაა. განარჩევენ მიკრო, მეზო და მაკროეკოსისტემებს. ეკოსისტემათა ურთიერთკავშირი ქმნის ბიოსფეროს.

ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი, სოფელი და ა. შ.

ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს, ზოგი ეკოსისტემა კი მაგალითად, — ტყე რამდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.

სასოფლო–სამეუნრნეო კულტურებისაგან შემდგარ ეკოსისტემებს აგროეკოსისტემები (ბერძ. agros – მინდორი) ჰქვია.

ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი, რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.

მტკნარი წყლის ეკოსისტემა, კუნძული გრან-კანარია, კანარის კუნძულები

საქართველოს ეკოსისტემები

რედაქტირება

საქართველოში ტყის სხვადასხვაგვარი ეკოსისტემა გვხვდება: ფართოფოთლოვანი ტყე, წიწვოვანი ტყე, ჭალის ტყე, სუბტროპიკული ტყე. ტყის ეკოსისტემის სახელს იმ ხემცენარის სახელს უკავშირებენ, რომელიც მასში ჭარბობს. მაგალითად: ფიჭვის ტყე, მუხის ტყე, წიფლის ტყე. ტყის ეკოსისტემების ტიპობრივი ცხოველები არიან: დათვი, მგელი, ირემი, შველი, ციყვი, კოდალა, ბუ, სალამანდრა, ჭოტი, თხუნელა, მელა, ტურა კურდღელი და სხვა...

არიდული ეკოსისტემა

რედაქტირება

საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მშრალი ანუ არიდული ეკოსისტემა გვხვდება.ის უდაბნოს, ნახევარუდაბნოს,სტეპს,არიდულ ნათელ ტყეს და ჭალის ტყეებსაც კი მოიცავს. ამ ეკოსისტემის ტიპობრივი ცხოველებია: აფთარი, ორბი, სვავი და გველებისა და ხვლიკების მრავალი სახეობა.

ზღვის ეკოსისტემა ძალიან მრავალფეროვანია.საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემაა. ზღვის ტიპობრივი ცხოველებია: დელფინი, მედუზა,თოლია, ზუთხი, და თევზის სხვა მრავალი სახეობა.

მდელოს ეკოსისტემა

რედაქტირება

საქართველოში, გარდა ტყეებისა, მდელოებიც არის. მდელო ორგვარია: მთისა და ბარის. მდელოები საუკეთესო სათიბ-საძოვარია. ზაფხულში ამ მიზნით მთის მდლოებს იყენებენ, ზამთარში-ბარისას.ცხელ ზაფხულში მთის მდელოზე სასიამონოდ გრილა და საქონელიც ძოვს ბალახს: შროშანას, წივანას, სამყურას. მდელოზე ბუჩქნარიც გვხვდება - დეკა, იელი, ღვია, მოცვი, წყავი.

ცხოველებიდან გავრცელებულია კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ფოცხვერი, არწივი, როჭო და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება