ბერძნული ენა
ბერძნული ენა (ბერძ. Ελληνικά [e̞ˌliniˈka]) — ბერძნებისა და კვიპროსელების მშობლიური ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბერძნულ შტოს და დოკუმენტური არსებობის 3.500 წელს ითვლის. ძირითადად გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მიმდებარე კუნძულებზე და ასევე ნაწილობრივ ბულგარეთში, ალბანეთსა და თურქეთში.
ბერძნული ენა Ελληνικά | |
გავრცელებულია | საბერძნეთი თურქეთი ბულგარეთი ალბანეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ბერძნული დამწერლობა |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-el}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ბერძნული ენა |
ზოგადი ცნობები
რედაქტირება- მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 15 მლნ ადამიანი
- ენის კოდი: el
- სახელწოდება: el Ellēniki; en Greek; eo Greka
- დამწერლობა: ბერძნული
განასხვავებენ ბერძნული ენის ფორმებს:
რედაქტირება- ძველი ბერძნული - მკვდარი ენაა, ცნობილია ძვ. წ. X ს-დან ახ. წ. V ს-მდე. უძველესი ძეგლები არსებობს ძვ.წ. IX ს-დან: ჰომეროსის პოემები, ეპიგრაფიკა. IV ს-ში შეიქმნა საერთო ლიტერატურული ენა კოინე ატიკური დიალექტის საფუძველზე.
- საშუალო ბერძნული ანუ ბიზანტიური - მკვდარი ენაა, ბიზანტიის სახელმწიფოს ენა პირველი საუკუნეებიდან XV ს-მდე.
- ახალი ბერძნული - ცნობილია XV-XVI საუკუნეებიდან.
სტატუსი
რედაქტირებაოფიციალური ენა:
- კვიპროსი - თურქულთან ერთად.
- საბერძნეთი
- ევროპის კავშირი
გავრცელების არეალი:
- ალბანეთი - სამხრეთი ნაწილი, იტალია - სამხრეთი ნაწილი, ეგვიპტე, თურქეთი, საქართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნები.
ლექსიკა
რედაქტირებაფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Γεια σας, γεια σου (იასას, იასუ)
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: καλός ήρθατε (კალოს ირთატე)
- გმადლობთ: Ευχαριστώ, ευχαριστώ πολύ (ევხარისტო, ევხარისტო პოლი)
- კი / არა: Ναι(ნე) / όχι (ოჰი, რბილი ’ჰ’)
- გეთაყვა: Παρακαλώ (პარაკალო)
- ნახვამდის: Αντίο (ადიო)
რიცხვები
- 1 - ena, 2 - dío, 3 - tría, 4 - tessera, 5 - pente, 6 - eksi, 7 - epta, 8 - októ, 9 - ennea, 10 - deka