ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალურად ბულგარეთის რესპუბლიკა (ბულგ. Република България) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის რესპუბლიკა
Република България
ბულგარეთი
ბულგარეთის
დროშა გერბი
დევიზი: „Съединението прави силата“
ძალა ერთობაშია
ჰიმნი: Мила Родино
ბულგარეთის მდებარეობა ევროპაში
ბულგარეთის მდებარეობა
ბულგარეთის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
სოფია
42°41′ ჩ. გ. 23°19′ ა. გ. / 42.683° ჩ. გ. 23.317° ა. გ. / 42.683; 23.317
ოფიციალური ენა ბულგარული
ოფიციალური დამწერლობა კირილიცა
ეთნიკური ჯგუფები (2011[1])
ეთნოქორონიმი ბულგარელი
ლიდერები
 -  პრეზიდენტი რუმენ რადევი
 -  პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ასამბლეა
ფორმირება
 -  შუა საუკუნეების სახელმწიფოები:  
 -  ბულგარეთის პირველი იმპერია 681-1018 
 -  ბულგარეთის მეორე იმპერია 1185-1396 
 -  თანამედროვე სახელმწიფო:  
 -  ბულგარეთის სამთავრო 13 ივლისი, 1878 
 -  დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან 5 ოქტომბერი, 1908 
ფართობი
 -  სულ 110 994 კმ2 (105-ე)
 -  წყალი (%) 0.3
მოსახლეობა
 -  2011 აღწერა 7 364 570[2] (98-ე)
 -  სიმჭიდროვე 66,2 კაცი/კმ2 (139-ე)
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ $144 598 მილიონი[3] (76-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $20 327[3] (62-ე)
მშპ (ნომინალი) 2016 შეფასება
 -  სულ $52 418 მილიარდი[3] (81-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $7369[3] (75-ე)
ჯინი (2015)35.1[4]
საშუალო
აგი (2013) 0.777[5]
მაღალი · 58-ე
ვალუტა ლევი (BGN)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +359
ინტერნეტ-დომენი .bg

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110 994 კვადრატული კილომეტრს და ამ მაჩვენებლით მას ევროპაში მე-16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ, დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კმ-ს შეადგენს.

ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[6] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[7]

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ბულგარეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: България, Република България.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ეთნონიმ „ბულგარისაგან“. სიტყვა Bulg თურქულ ენაზე „შერეულს“ ნიშნავს.

ბულგარეთში პირველი ადამიანების დასახლება იწყება ძველი წელთაღრიცხვის 44 000 წლიდან. რეგიონში პირველი ცივილიზაცია ძვ. წ. 500 წელს შექმნეს თრაკიელებმა. პირველი ბულგარული სამეფო ჩამოაყალიბა ასპარუხმა 681 წელს. 1396 წელს ბულგარეთი მოექცა ოსმალეთის იმპერიაში, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 500 წელი.

 
შიპკას უღელტეხილის ბრძოლა, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს.

ბულგარეთი თურქებისაგან დამოუკიდებელი ბერლინის 1878 წლის ხელშეკრულებით გახდა წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის. ბულგარეთი ნატოს წევრი 2004 წელს, ხოლო ევროპის კავშირის წევრი 2007 წელს გახდა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუმინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბეთი.

სახელმწიფო

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება

მემკვიდრეობა

რედაქტირება
  • სოფია - წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;
  • კაზანლაკისა და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
  • მადარა ჰორსემანი;
  • ნესებარი - ძველი ქალაქი (V ს.);
  • პირინის ეროვნული პარკი;
  • რილას მონასტერი (XIX ს.);
  • სრებარნას ნაკრძალი;
  • ბაჩკოვო - პეტრიწონის მონასტერი;
  • რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).

ცნობილი ბულგარელები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2011 წლის აღწერა, გვ. 4.
  2. 2011 წლის აღწერა, გვ. 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2017-07-13.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Bulgaria. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  5. Human Development Report 2014 – "Sustaining Human Progress: Reducing Vulnerabilities and Building Resilience". HDRO (Human Development Report Office) United Nations Development Programme. ციტირების თარიღი: 25 July 2014.
  6. Human Resource Development Centre. Bulgaria in the European Union (PDF) გვ. 20. EuroGuidance. ციტატა: „[..] Bulgaria, the cultural center of the medieval Slavs[...]“ ციტირების თარიღი: 2010-04-26.[მკვდარი ბმული]
  7. Crampton, R.J., Bulgaria, 2007, pp.174, Oxford University Press
  8. http://www.nsi.bg/sites/default/files/files/pressreleases/Population2018_en_ZG7X53J.pdf