პლოვდივი (ბულგ. Пловдив, წარსულში ფილიპოპოლი ბერძ. Φιλιππούπολη და ფილიბე თურქ. Filibe) — ბულგარეთის სიდიდით მეორე ქალაქი დედაქალაქ სოფიას შემდეგ, 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით მოსახლეობა 339 077 ადამიანს შეადგენდა. პლოვდივის ოლქისა და პლოვდივის, მარიცასა და როდოპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრი, რომელთა მოსახლეობა საერთო ჯამში დაახლოებით 403 153 ადამიანია (2011). ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია[1], ასევე ისტორიული ოლქის, თრაკიის სიდიდით მეორე ქალაქია სტამბოლის შემდეგ. ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქალაქებს შორის კი სიდიდით მეათეა.

ქალაქი
პლოვდივი
Пловдив

ანტიკური რომაული ამფითეატრი
დროშა გერბი

ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
რეგიონი პლოვდივი
კოორდინატები 42°09′00″ ჩ. გ. 24°45′00″ ა. გ. / 42.15000° ჩ. გ. 24.75000° ა. გ. / 42.15000; 24.75000
ქალაქის მერი ივან ტოტევი
ფართობი 101.98 კმ²
ცენტრის სიმაღლე 164
მოსახლეობა 339 077 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3 316 კაცი/კმ²
აგლომერაცია 403 153
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+359) 032
საფოსტო ინდექსი 4000
საავტომობილო კოდი РВ (П)
ოფიციალური საიტი plovdiv.bg
პლოვდივი — ბულგარეთი
პლოვდივი
პლოვდივის ცენტრი

ქალაქს 6000 წლიანი ისტორია აქვს, რომელიც ნეოლითური ხანის ძეგლებითაც ვლინდება (დათარიღებული ძვ.წ 4000 წელი)[2], პლოვდივი მსოფლიოს უძველეს ქალაქად მიიჩნევა. ქალაქის დასავლეთი ნაწილი ბერძნული ისტორიული სახელით — ფილიპოპოლით იყო ცნობილი, რომელიც ძვ.წ 340 წელს ეწოდა.[3] თავდაპირველად პლოვდივი თრაკიელთა , ხოლო მოგვიანებით კი მაკედონელებისა და რომაელების დაქვემდებარებაში იყო. შუა საუკუნეებში ქალაქს შენარჩუნებული ჰქონდა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა მთელს რეგიონში, თუმცა კვლავაც სხვადასხვა იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, ჯერ ბიზანტიის, ხოლო შემდგომ ბულგარეთის იმპერიის. XIV საუკუნიდან კი უკვე ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 1878 წლის 4 იანვარს ქალაქი ოსმალური მმართველობისგან რუსულმა ჯარმა გამოიყვანა და გადავიდა ბულგარეთის შემადგენლობაში ამავე წლის ივლისამდე, ამავე წელსვე გახდა აღმოსავლეთი რუმელიის დედაქალაქი. 1885 წელს აღმოსავლეთი რუმელია, პლოვდივთან ერთად ბულგარეთის შემადგენელი ნაწილი გახდა.

ქალაქი ბულგარეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, მდინარე მარიცას ორივე ნაპირზე მდებარეობს. ისტორიულად ცნობილია, რომ ქალაქი გაშენებულია სიენიტის 7 ბორცვზე, რომელთა სიმაღლე 250 მეტრს აღწევს. სწორედ, ამ ბორცვების გამო ქალაქი ბულგარეთში ხშირად მოიხსენიება, როგორც: „ქალაქი 7 ბორცვზე“.

პლოვდივში ყოველწლიურად მრავალი კულტურული ღონისძიება ტარდება, მათ შორისაა: პლოვდივის საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა, თეატრალური ფესტივალი, სატელევიზიო ფესტივალი „ოქროს სკივრი“. ანტიკური ხანიდან შემონახულია რომაული ამფითეატრი, ოდეონი, სტადიონი, ეირენეს არქეოლოგიური კომპლექსი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. avtori Evgeni Dinchev ... et al. (2002). Пътеводител България (Bulgarian). София: ТАНГРА ТанНакРа ИК, გვ. 138. ISBN 954-9942-32-5. 
  2. Rodwell, Dennis (2007). Conservation and Sustainability in Historic Cities. Blackwell Publishing, გვ. 19. ISBN 1-4051-2656-6. 
  3. Bilinis, Alex. The Eagle has two Faces. AuthorHouse, გვ. 73. ISBN 1-4567-7870-6.