მარიცა
მარიცა (ბულგ. Марица; ბერძ. Εβρος; თურქ. Meriç) — მდინარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ძირითადად ბულგარეთში. ქვემოთში წარმოადგენს საზღვარს საბერძნეთსა და თურქეთს შორის. სიგრძე 480 კილომეტრი. აუზის ფართობი 54 ათ. კმ². სათავე აქვს რილის მთებში. მიედინება თრაკიის დაბლობზე. კვეთს აღმოსავლეთ როდოპის შტოქედებს და ერთვის ეგეოსის ზღვას. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. იყენებენ სარწყავად. სანაოსნოა ქალაქ ედირნეს ქვემოთ. მარიცის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები: პაზარჯიკი, პლოვდივი (ბულგარეთი), ედირნე (თურქეთი).
მარიცა | |
---|---|
მდინარე მარიცა ქალაქ ედირნესთან | |
ქვეყანა |
ბულგარეთი საბერძნეთი თურქეთი |
სათავე |
რილა 42°10′41″ ჩ. გ. 23°37′21″ ა. გ. / 42.17806° ჩ. გ. 23.62250° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ბულგარეთი |
სათავის სიმაღლე | 2378 მ |
შესართავი |
ეგეოსის ზღვა 40°44′17″ ჩ. გ. 26°01′50″ ა. გ. / 40.73806° ჩ. გ. 26.03056° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 480 კმ |
აუზის ფართობი | 54 ათ. კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
მარიცა ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- მარიცა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)