რუსული ენა

(გადამისამართდა გვერდიდან რუსული)

რუსული ენა (რუს. русский язык [ˈru.skʲɪj jɪˈzɨk], აგრეთვე რუსული, უწინ დიდრუსულ, ან ველიკორუსულ ენად წოდებული) — რუსი ხალხის ეროვნული ენა.

რუსული ენა
რუს. русский язык‎
გავრცელებულია რუსეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ისრაელი, აშშ
მოლაპარაკეთა რაოდენობა მშობლიური ენა: 164 მლნ.
მეორე ენა: 114 მლნ. (2006)
სულ: 300 — 350 მლნ.


რანგი (მშობლიური): მე-8

ოფიციალური სტატუსი რუსეთის დროშა რუსეთი
ბელარუსის დროშა ბელარუსი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
არაღიარებული ქვეყნები:
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა
გაგაუზიის დროშა გაგაუზია
დნესტრისპირეთის დროშა დნესტრისპირეთი
ორგანიზაციები:
გაერო
იუნესკო
დსთ
ევრაზესი
შთო
სუამი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
ბალტოსლავური
სლავური
აღმოსავლეთსლავური სლავური
რუსული
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: ru
ISO 639-2: rus
ISO 639-3: rus
რუკა


ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ru}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიარუსული ენა

რუსული ენა სლავურ ენებს მიეკუთვნება. იგი უკრაინულ (უწინ მცირერუსულად, ან მალოროსიულ ენად წოდებულ), ბელარუსულ და აგრეთვე ნაკლებად ცნობილ რუსინულთან ერთად ჰქმნის აღმოსავლეთსლავურ ენათა ჯგუფს. რუსული ენა მოსაუბრეთა რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენაა მსოფლიოში, ხოლო სლავურ ენათა შორის იგი არის ყველაზე დიდი. რუსული ენა გამოიყენებს კირილურ ანბანს, ანუ ე.წ. კირილიცას. რუსული სალიტერატურო ენის სტანდარტული ვარიანტი ეფუძნება მოსკოვის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. შუა რუსულ დიალექტსა და მის კილო-კავებს.

რუსული ენის გავრცელების არეალი

რედაქტირება

ზოგადი რიცხობრივი მონაცემები

რედაქტირება

2006 წლის მონაცემების მიხედვით, რუსულს მშობლიურ ენად მიიჩნევს დაახლ. 163,8 მლნ. კაცი, რომელთაგან 130 მლნ. რუსეთში ცხოვრობს, დანარჩენი 26,4 მლნ. კი დსთ-ში, ან ყოფილი სსრკ-ის (ბალტიისპირეთსა და საქართველოში) ქვეყნებში. დანარჩენი 7,4 მლნ. ადამიანი ცხოვრობს ევროპის კავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და ისრაელში.

ყოფილი საბჭოთა სივრცე

რედაქტირება

რუსული არის სახელმწიფო ენა რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში (ბელარუსულთან ერთად), აგრეთვე უკრაინის ავტონომიურ ყირიმის რესპუბლიკაში (უკრაინულთან და ყირიმის თათრულთან ერთად). გარდა ამისა, უკრაინის ზოგ სამხრეთ ოლქში რუსულს აქვს რეგიონალური ენის სტატუსი, თუმცა ეს სტატუსი საკმაოდ საკამათოა.

რუსული მყარად ინარჩუნებს ოფიციალური ენის სტატუსს დნესტრისპირეთში (უკრაინულთან და მოლდავურთან ერთად), სამხრეთ ოსეთსა (ოსურთან ერთად) და აფხაზეთში (აფხაზურთან ერთად).

რუსული ენა არის ოფიციალური ენა ყაზახეთში (ყაზახურთან ერთად), ყირგიზეთსა (ყირგიზულთან ერთად) და ტაჯიკეთში.

... ... ...

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსულმა ერთგვარად ინგლისურის სასარგებლოდ დასთმო თავისი მოწინავე პოზიციები, იგი პოსტ-საბჭოთა სივრცის არაერთ ქვეყანაში ისევ რჩება მეცნიერების, ხელოვნებისა და ტექნიკის, საერთოდ, პროგრესის ენად.

ფინეთში რუსულს 40.000 ადამიანი და მაშასადამე ქვეყნის მოსახლეობის ლამის 1 % მიიჩნევს მშობლიურად, რის გამოც რუსული ენა ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობის ენაა.

გერმანია

რედაქტირება

გერმანიაში, სადაც ყოფილი სსრკ-ს ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობაა, პირველობას რიცხობრივად მხოლოდ თურქულს უთმობს, რითაც თურქული ენის შემდეგ მეორე დიდი ეროვნული უმცირესობის ენად ითვლება.

ისრაელი და აშშ

რედაქტირება

ისრაელში დაახლ. 1 მლნ. რუსულენოვანი ცხოვრობს, რაც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 1 მეექვსედ ნაწილს, და ებრაულისა და არაბულის შემდეგ ყველაზე მსხვილ ენად ითვლება. აშშ-ში 700.000 რუსულენოვანზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ქსე: ზოგადი დახასიათება

რედაქტირება

რუსული ენა მომდინარეობს ძველი რუსული (ანუ ძველი საერთოაღმოსავლეთსლავური) ენიდან, რომელიც თავის მხრივ აღმოცენდა წინარესლავური ენის დიფერენციაციის შედეგად VI-VII საუკუნეში (საერთო აღმოსავლურ სლავურ ენასთან ერთად გამოიყო დასავლური და სამხრეთული ჯგუფები).[1]

რუსული ენა გამოიყო ძველრუსული ენიდან XIV—XV საუკუნეებში, რომლისგანაც მომდინარეობს აგრეთვე უკრაინული და ბელარუსული ენები. XVII საუკუნეში რუსი ხალხი ჩამოყალიბდა ერად საკუთარი ეროვნული ენით.

XV საუკუნიდან რუსულ ენაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა:

  1. დაიკარგა ორობითი რიცხვის კატეგორია,
  2. გაჰქრა წოდებითი ბრუნვა,
  3. მრავლობითი რიცხვის მიცემით, მოქმედებით და წინდებულიან ბრუნვებში არსებითი სახელის დაბოლოება გახდა უნიფიცირებული (-ам, -ами, -ах) [1].
  4. მრავლობით რიცხვში ზედსართავი სახელები სქესის მიხედვით აღარ იცვლება,
  5. ზმნის მესამე პირისთვის გაბატონდა მაგარი т,
  6. ხმარებიდან გამოვიდა რთული ზმნური ფორმები (პერფექტი, პლუსკვამპერფექტი), აღარ იხმარება აორისტი და იმპერფექტი;
  7. ხმარებიდან გამოსული ყველა რთული ზმნური ფორმა შეიცვალა ნამყოში -л დაბოლოებით (шёл, сделал, прыгнул...).

ამ პერიოდში რელიგიური ლიტერატურა, მეცნიერული შრომები იწერებოდა მწიგნობრული სლავური ენით, ხოლო იურიდიული აქტები - ხალხური ენით.[1].

რუსულმა ეროვნულმა ენამ ჩამოყალიბება დაიწყო XVII საუკუნეში და XIX-XX საუკუნეებში დაამთავრა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ფ. დოსტოევსკიმ, ლ. ტოლსტოიმ, ა. ჩეხოვმა, ა. პუშკინმა და სხვებმა[1].

XVIII საუკუნის დასაწყისში 1708 რუსული საერო ანბანი გამოეყო საეკლესიოს. ასოების რაოდენობა შემცირდა, მათი მოხაზულობა გამარტივდა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ლიტერატურა საერო ხასიათს ატარებს.

ალექსანდრე პუშკინის დროიდან იწყება რუსული ენის განვითარების ახალი ხანა. ამ დროიდან დგინდება ახალი ლექსიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ფონეტიკური ნორმები. XX საუკუნეში რუსულ სალიტერატურო ენის განვითარება დაკავშირებულია მაქსიმ გორკის, მიხეილ ბულგაკოვის, ალექსანდრე ბლოკისა და სხვათა სახელებთან.

რუსული ენის პერიოდიზაციის პრობლემა

რედაქტირება

სლავისტები, რუსისტები, ვ.ვ. ვინოგრადოვიდან მოყოლებული, რუსული სალიტერატურო ენის განვითარების ათასწლოვან ისტორიას ორ მთავარ პერიოდად ჰყოფენ.

ესენია:
  1. ეროვნულობამდელი პერიოდი.
  2. ეროვნული ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდი.

ამ ორი პერიოდის ზღვრად მიჩნეულია XVII საუკუნის დაახლოებით შუა წლები. ამ დრიოდან იწყება რუსული ისტორიის ახალი ხანა.

რუსი ერის ჩამოყალიბების ეროვნულობამდელ და საწყის პერიოდში ლიტერატურის ენაზე ლაპარაკობს ადამიანთა მეტად მცირე რაოდენობა. ლიტერატურის ენა მნიშვნელოვნად განხვავდება ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებისაგან.

ეროვნული ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდში ყალიბდება და ვითარდება რუსული ეროვნული ენა, რომელიც ურთიერთობის ყველა სფეროს მოიცავს და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მასშია კონცენტრირებული ადამიანთა ზეპირი და წერილობითი ურთიერთობის საერთო ზოგადეროვნული ნორმები.

რუსული სალიტერატურო ენის ისტორიისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელოები ენის განვითარების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენების დასახასიათებლად საუკუნეების მიხედვით 4 ეტაპს გამოჰყოფენ.

ეს ეტაპებია:
  1. პირველი ეტაპი: X საუკუნიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე.
  2. მეორე ეტაპი: XIV საუკუნიდან XVII საუკუნის შუა წლები.
  3. მესამე ეტაპი: XVII საუკუნის შუა წლებიდან XVIII საუკუნემდე.
  4. მეოთხე ეტაპი: XIX-XX საუკუნეები.

ყველა ამ ძირითადი პერიოდს გააჩნია თავ-თავიანი ქვეპერიოდები. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ნ. ა. მეშჩერსკის რუსულ სალიტერატურო ენის ისტორია.

საერთოდ, არსებობს რუსული ენის სხვადასხვა თვალსაზრისით (მაგ.; იდეოლოგიური; მარქსისტულ-ლენინური სწავლების საფუძველზე შემუშავებული) დაყოფის მცდელობები. მოყვანილი პრიოდიზაცია არის დღესდღეობით მეტ-ნაკლებად გავრცელებული და მიღებული რუსისტ-მკვლევართა შორის.

უძველესი რუსული ლიტერატურული ენა: X საუკუნიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე

რედაქტირება
აღმოსავლეთ სლავური ხალხის ლიტერატურული სამწერლო ენა (უძველესი რუსული ლიტერატურული ენა)

ლიტერატურული ენის მტარებელი იყო რუსი ხალხი, რომელმაც შექმნა უძველესი რუსული სახელმწიფო – კიევის რუსეთი. ამ ხალხისაგან წამოიშვა ერები, რომელმაც მოგვიანებით შეადგინა აღმოსავლეთსლავი, - უკრაინელი, რუსი და ბელარუსი ხალხები. ამ ეტაპზე ენობრივი მიმართებით გამაერთიანებელი საწყისი იყო ე.წ. „კიევური კოინე“ (საერთო ენა).

უძველესი რუსი ხალხის ლიტერატურული ენისათვის დამახასიათებელია ორენოვანი პარალელიზმი: ამ პერიოდში ჩამოყალიბებას იწყებს ლიტერატურული ენის ორი ტიპის თანაარსებობა:

1. სამწიგნობრო სლავური ენა და
2. ხალხური ლიტერატურული ენა.

ენის შეგნებულ ნორმალიზებას არ აქვს, ან თითქმის არ აქვს ადგილი.

ძველი რუსული სალიტერატურო ენა: XIV საუკუნიდან XVII საუკუნის შუა წლები

რედაქტირება
ველიკორუსი ხალხის ლიტერატურული სამწერლო ენა (ძველრუსული სალიტერატურო ენა)

ესაა მოსკოვის სახელმწიფოს გარდაქმნისა და ცენტრალიზებული განვითარების ხანის ენა. სწორედ ამ ხანაში შეიქმნა საიმისო ისტორიული პირობები, რომ ჩამოყალიბებულიყო სამი მოძმე ხალხი, - რუსები (ველიკორუსები), უკრაინელები და ბელარუსები, მათი ცალკე ხალხებად ჩამოყალიბების პარალელურად სათავეს ედება აგრეთვე სალიტერატურო ენების დამოუკიდებელი ისტორიას.

ამ პერიოდის ველიკორუსი ხალხის სალიტერატურო ენისათვის ნიშანდობლივია ორი ტიპის ურთიერთქმედების ხასიათის ძირეული შეცვლა;

ეს სისტემური ცვლილებებია;
  1. სამწიგნობრო სლავური ენის არსებული ტიპი არქაიზაციას განიცდის.
  2. სახალხო ლიტერატურული ენის ტიპი კი უახლოვდება ველიკორუსი ხალხის სასაუბრო ენას.

ნელ-ნელა განვითარებას იწყებს საქმიანი ენა.

ერად ჩამოყალიბების ხანის ენა: XVII საუკუნის შუა წლებიდან XVIII საუკუნემდე

რედაქტირება
ნაციის ფორმირების ეპოქის სალიტერატურო ენა

ეს არის ფეოდალიზმიდან და კაპიტალიზმში გადასვლის, უფრო სწორედ კი, რუსეთის შემთხვევაში ამ ორი ეპოქის ურთიერთშეხლის პერიოდი სალიტერატურო ენის განვითარებაში. ხალხი ყალიბდება ერთიან ერად, ამასთანავე ყალიბდება ეროვნული ენაც. იშლება ზღვარი სალიტერატურო ენის ორ ტიპს შორის, რომლებიც მანამდე ორი სტილის (იხ. მაღალი და დაბალი შტილები) ურთიერთდაპირისპირებაზე ეყრდნობოდა. დასრულდა ორენოვნების ეპოქა, და რუსული ენის თანდათანობითი ნორმალიზაციის ჟამი დგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნული სალიტერატურო ენის სასაუბრო ფორმის ნორმათა დადგენა რთული და ხანგრძლივი პროცესია.

რუსი ხალხის ეროვნული სალიტერატურო ენა: XIX-XX საუკუნეები

რედაქტირება
თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენა - რუსი ნაციის სალიტერატურო ენა

ეს არის საერთო ზოგადეროვნული გამოხატვის ფორმების ნორმებად შემუშავების ხანა. ეს არის ა.ს პუშკინის ეპოქა. მიმდინარეობს რუსულის განვითარების და გამდიდრების პროცესი. რუსული ენა იძენს ერთაშორისი ურთიერთობისა ფუნქციას და ხდება საერთაშორისო კულტურული მნიშვნელობის მატარებელი ენა. იცვლება ურთიერთობა სალიტერატურო ენასა და ტერიტორიულ დიალექტებს შორის: შესამჩნევად იზრდება სალიტერატურო ენის გავლენა დიალეტქებზე.

რუსული ენათმეცნიერება დიდი ხნის განმავლობაში ამ ეტაპს რუსული სალიტერატურო ენის განვითარების დასასრულისა და ახალი სოციალისტური ნაციის ჩამოყალიბების ხანის დასაწყისად მიიჩნევდა.

ენის დახასიათება

რედაქტირება

დიალექტები

რედაქტირება

რუსისტი დიალექტოლოგები რუსულ ენას (რუსეთის) ევროპულ ნაწილში ჰყოფენ სამ ურთიერთგანსხვავებულ, - ჩრდილოეთ-, შუა- და სამხრეთრუსულ ვარიანტებად. ეს გეოგრაფიულ-ენობრივი სივრცეები თავის მხრივ ცალკეულ დიალექტებად დაიყოფიან.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დიალექტური სხვაობა რუსულში, მიუხედავად ამ ქვეყნის დიდი მასშტაბებისა, ნაკლებადაა გამოკვეთილი, ვიდრე გერმანულში, იტალიურში, ფრანგულში, ანდა თუნდაც ქართულში. არც წარმოთქმის, არც ლექსიკის თვალსაზრისით რუსული დიალექტები განასაკუთრებულად თვალშისაცემი სხვაობით, რის გამო ურთიერთგაგებინებადობა გართულებული, ანდა შეუძლებელი იქნებოდა, არ ხასიათდება.

ჩრდილორუსული დიალექტი

რედაქტირება

ჩრდილორუსულ დიალექტზე ლაპარაკობენ ჩრდილოაღმოსავლეთით ლადოგის ტბიდან ნოვგოროდისა და იაროსლავლის გასწვრივ მთელს ხაზზე იოშკარ-ოლამდე, რომელშიც

(1.) ბგერა-ასო „о “ [ო] წარმოითქმის სუფთად, - (оканье – Okanje - ოკანიე) მახვილის გარეშე,
(2.) ბგერა-ასო „г“ [გ] ხასიათდება გუტურალურობით, ხოლო
(3.) ბგერა-ასო „т“ [ტ] ზმნური დაბოლოებისას არის მაგარი, ანუ ჰგავს ქართულში რბილად „ტ“-სა და „დ“-ს შორის წარმოთქმულ ბგერას.
ჩრდილორუსული დიალექტების ჯგუფები, კილო-კავები
რედაქტირება

ჩრდილორუსული დიალექტი მოიცავს კილოკავების შემდეგ ჯგუფებს:

  1. ლადოგისა და ტიხვინისა,
  2. კოსტრომისა,
  3. ვოლოგდისა,
  4. ონეგისა,
  5. ბელოსერსკისა.

შუარუსული დიალექტი

რედაქტირება

შუარუსული დიალექტის ჩრდილოეთ საზღვარი გადის სანქტ-პეტერბურგიდან ნოვგოროდისა და ივანოვოს მხრიდან ნიჟნი ნოვგოროდამდე და ჩებოქსარიმდე, ხოლო სამხრეთი საზღვარი კი ველიკიე ლუკიდან მოსკოვის გავლით პენზამდე. ამ სივრცეს ახასიათებს როგორც ჩრდილოური, ასევე სამხრეთული ენობრივი ნიშნები. კერძოდ, ამ სივრცის შიგნით არის დასავლეთ ნაწილში გარვცელებულია უფრო ოკანიე, ხოლო აღმოსავლეთში კი - აკანიე.

შუარუსული დიალექტების ჯგუფები, კილო-კავები
რედაქტირება

შუარუსული დიალექტი მოიცავს კილოკავების შემდეგ ჯგუფებს:

  1. ფსკოვის შუადასავლურს,
  2. ნოვგოროდის შუადასავლურს,
  3. მოსკოვისა და მისი შემოგარენის აღმოსავლეთშუარუსულს,
  4. იეგორიევსკისა და მისი შემოგარენის აღმოსავლეთშუარუსულს,
  5. ტემნიკოვისა და მისი შემოგარენის აღმოსავლეთშუარუსულს,
  6. ვოლგა-ვლადიმირის ოლქის აღმოსავლეთშუარუსულს.

სამხრეთრუსული დიალექტი

რედაქტირება

სამხრეთრუსული დიალექტი მოიცავს არეალს ველიკიე ლუკის სამხრეთიდან, რიაზანიდან ტამბოვის ფარგლებში. ამ კილო-კავებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

(1.) ბგერა-ასო „о“ [ო] წარმოთქვამენ როგორც „а“-ს,
(2.) ბგერა-ასო „г“ [გ] ფრიკატიულობით გამოირჩევა, - ჰგავს ქართულში რბილად „ღ“-სა და „ჰ“-ს შორის წარმოთქმულ ბგერას, ხოლო
(3.) ბგერა-ასო „т“ [ტ] ზმნური დაბოლოებისას არის რბილი, ანუ ჰგავს ქართულში რბილად „წ“-სა და „ც“-ს შორის წარმოთქმულ ბგერას.
სამხრეთრუსული დიალექტების ჯგუფები, კილო-კავები
რედაქტირება

სამხრეთრუსული დიალექტი მოიცავს კილოკავების შემდეგ ჯგუფებს:

  1. რიაზანისა და დონისა,
  2. დნეპრის და დვინისა ( - ლატ. დაუგავა; ბელ. ძვინა),
  3. კურსკ-ორიოლ-ბელგოროდისა.

დამწერლობა

რედაქტირება

რუსული დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 33 ასო–ნიშანს (გრაფემას).

ბოლოს გატარებული, 1918 წლის მართლწერის რეფორმის შედეგად რუსული ანბანი შედგება 33 ასოსაგან, რომელთაგან 10 ასო-ნიშანი ხმოვნებს გამოსახავს, კერძოდ კი: а, е, ё, и, о, у, ы, э, ю და я. დანარჩენი 23 ასო-ნიშნით გადმოიცემა თანხმოვნები, თუმცა ასოები ъ და ь არა გარკვეულ, დამოუკიდებელ ბგერათა გადმოსაცემად, არამედ ისინი მხოლოდ წინამდებარე თანხმოვნების სიმაგრისა და სირბილის ინდიკატორები არიან.

ფონეტიკა და ფონოლოგია

რედაქტირება

ხმოვნები

რედაქტირება

რუსულ ენას მახვილიან მარცვალზე გააჩნია 6 მონოფთონგი, თუმცა ɨ ხშირად i-ს ალოფონად განიხილება.

რუსული ენის მონოფთონგები
  წინა ცენტრალური უკანა
დახურული i ɨ u
შუა e   o
ღია   a  

თანხმოვნები

რედაქტირება

წარმოთქმა

რედაქტირება

ტონალურობა

რედაქტირება

მახვილი სიტყვაში

რედაქტირება

რუსულ ენაში 5 ხმოვანი (а, о, у, е, и) და 34 თანხმოვანი ფონემაა. მახვილიანი ხმოვნები — а, о, е განსხვავდება უმახვილოებისგან.[1]. სიტყვის ბოლო მჟღერი თანხმოვანი ყრუვდება. რუსულ სალიტერატურო ენაში თანხმოვანი г მსკდომია და არა სპირანტი [1]. მჟღერი და ყრუ , აგრეთვე რბილი და მაგარი თანხმოვნები ქმნიან კორელატიურ წყვილებს. ზოგი თანხმოვანი ან მხოლოდ მაგარია ანდა მხოლოდ რბილი. სიტყვის დასაწყისში დამახასიათებელია ასო о [1].

მორფოლოგია

რედაქტირება

მეტყველების ნაწილები, გრამატიკული კატეგორიები

რედაქტირება

არსებითი სახელები

რედაქტირება

სინტაქსი

რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა — Здравствуйте; Привет
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Добро пожаловать
  • გმადლობთ — Спасибо
  • კი / არა — Да / Нет
  • გეთაყვა — Пожалуйста
  • ნახვამდის — До свидания

რიცხვები 0 − 10

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8-ე, გვ. 516, თბ., 1984 წელი.