ევროკავშირი

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის კავშირი)

ევროპის კავშირი (ინგლ. European Union, ფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირიევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Community, ფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 27 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;[1] იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში,[2] სოფლის მეურნეობაში,[3] თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.[4] შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი.[5] 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

ევროპის კავშირი
ოფიციალური ენებზე
დევიზი: In varietate concordia
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
ჰიმნი: Ode an die Freude
„ოდა სიხარულს“

{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიბელგიის დროშა ბრიუსელი
საფრანგეთის დროშა სტრასბურგი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
ნიდერლანდების დროშა ჰააგა
გერმანიის დროშა ფრანკფურტი
უდიდესი ქალაქი პარიზი
ოფიციალური ენა
ტიპი სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება
წევრობა
ლიდერები
 -  ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
 -  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
 -  ევროპის პარლამენტის პრეზიდენტები რობერტა მეცოლა
ფართობი
 -  სულ 4 233 262 კმ2 (მე-7)
 -  წყალი (%) 3,08
მოსახლეობა
 -  2020 შეფასებით 447 206 135 (მე-3)
 -  სიმჭიდროვე 106 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2020 შეფასებით
 -  სულ $20.366 ტრილიონი (მე-3)
 -  ერთ მოსახლეზე $45 541 
აგი (2014) 0.899 (ძალიან მაღალი) 
ვალუტა ევრო (€)ევროზონის მასშტაბით
დროის სარტყელი UTC
UTC+1
UTC+2
UTC+3
Internet TLD .eu

ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით.[6][7] შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

ევროკავშირი სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან, რომლებიც 1951 და 1958 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანებები ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შედეგად ტერიტორიულად გაიზარდა, ძალაუფლება კი სხვადასხვა პოლიტიკის დამატების შედეგად. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.[8]

ევროკავშირი, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 7,3 % ცხოვრობს,[9] 2014 წელს აწარმოებდა 18,495 ტრილიონ დოლარ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ), რაც გლობალური მშპ-ს 24 %-ია და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის 17 %. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მაღალი. 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.[10] საერთი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს.[11]

ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.

დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.

იხ. ევროპულის ინტეგრაციის ქრონოლოგია

ლეგალური საფუძველი

რედაქტირება

ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:

ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:

ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის „მიერთების შეთანხმება“ (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.

იხ. ევროპის კონსტიტუცია

კომპეტენციები

რედაქტირება

ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება ევროპის 28 სახელმწიფოს ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს გადასცემდნენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს , რომლებიც იცავენ ეროვნულ და საერთო ინტერესებს. ევროკავშირის გამგებლობაშია, კერძოდ, საერთო ეკონომიკური ბაზარი, საბაჟო კავშირი, ერთიანი ვალუტა, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა.

ინსტიტუტები

რედაქტირება

ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლების ავსებენ ერთიმეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები:

ევროპის კავშირის საბჭო

ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები:

ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები:

ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებშია განთავსებული: ბრიუსელი (ბელგია), სტრასბურგი (საფრანგეთი), ლუქსემბურგი (ლუქსემბურგი), მაინის ფრანკფურტი (გერმანია). ევროკავშირს ოფიციალური პოლიტიკური ცენტრი არ აქვს, თუმცა დე-ფაქტო „დედაქალაქად“ ბრიუსელი ითვლება.

სიმბოლოები

რედაქტირება
 
  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები (27)
  კანდიდატები მოლაპარაკებების სტადიაზე (6)
  კანდიდატები (2)
  პოტენციური კადნიდატები/აპლიკანტები (1)
  კანდიდატები, რომლებთანაც მოლაპარაკებები გაყინულია (1)

ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები მოლაპარაკებების სტადიაზე:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:


ევროკავშირის წევრობის პოტენციური კადნიდატი/აპლიკანტი სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები, რომლებთანაც მოლაპარაკებები გაყინულია:


ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. European Commission. The EU Single Market: Fewer barriers, more opportunities. Europa web portal. ციტირების თარიღი: 27 September 2007.
    Activities of the European Union: Internal Market. Europa web portal. ციტირების თარიღი: 29 June 2007.
  2. Common commercial policy. Europa Glossary. Europa web portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 6 September 2008.
  3. Agriculture and Fisheries Council. The Council of the European Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 3 June 2013.
  4. Regional Policy Inforegio. Europa web portal. ციტირების თარიღი: 3 June 2013.
  5. Schengen area. Europa web portal. ციტირების თარიღი: 8 September 2010.
  6. European Union. Encyclopædia Britannica. ციტატა: „international organisation comprising 28 European countries and governing common economic, social, and security policies ...“ ციტირების თარიღი: 3 July 2013.
  7. European Union. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 12 February 2016.
  8. EU Referendum Result. BBC. ციტირების თარიღი: 26 June 2016.
  9. European Union reaches 500 Million through Combination of Accessions, Migration and Natural Growth. Vienna Institute of Demography. ციტირების თარიღი: 12 February 2016.
  10. „EU collects Nobel Peace Prize in Oslo“. British Broadcasting Corporation. 10 December 2012. ციტირების თარიღი: 3 June 2013.
  11. John McCormick (14 November 2006). The European Superpower. ISBN 978-1-4039-9846-0.