რობერტა მეცოლა (მალტ. Roberta Metsola Tedesco Triccas; დ. 18 იანვარი, 1979, სენტ-ჯულიანსი, მალტა) — მალტელი პოლიტიკური მოღვაწე. მალტის ნაციონალისტური პარტიის წევრი. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი 2022 წლის 18 იანვრიდან. 2020-2022 წლებში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის პირველი მოადგილე. მალტის წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში 2013 წლიდან. ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი.[1]

რობერტა მეცოლა
რობერტა მეცოლა
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 იანვარი, 2022
წინამორბედიდავიდ სასოლი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 აპრილი, 2013 – დღემდე

დაბადებული18 იანვარი, 1979
სენტ-ჯულიანსი, მალტა
მოქალაქეობამალტის დროშა მალტა
პოლიტიკური პარტიამალტის ნაციონალისტური პარტია
მეუღლეუკო მეცოლა
შვილები4
განათლებამალტის უნივერსიტეტი
საიტიrobertametsola.eu

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1979 წლის 18 იანვარს მალტაში.[1] 2003 წელს დაამთავრა მალტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც სწავლობდა ევროპის სამართალსა და პოლიტიკას. 2003-2004 წლებში სწავლობდა ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯში, სადაც სწავლობდა ევროპის სამართალს. 2000-2002 წლებში იყო ევროპელი დემოკრატი სტუდენტების თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2002-2003 წლებში გენერალური მდივანი.[1]

2004-2012 წლებში მუშაობდა ევროკავშირში მალტის მუდმივ წარმომადგენლობაში იურიდიულ და სასამართლო თანამშრომლობის ატაშესა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსად. 2012-2013 წლებში იყო უსაფრთხოების პოლიტიკის და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის იურისტ-კონსულტანტი.[1][2]

2013 წლის 25 აპრილს გახდა ევროპის პარლამენტის დეპუტატი.[1] 2020 წლის 12 ნოემბერს აირჩიეს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის პირველ მოადგილედ.[1] 2022 წლის 11 იანვარს, დავიდ სასოლის გარდაცვალების შემდეგ იყო ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის მოვალეობის შესმსრულებელი, ხოლო 18 იანვარს აირჩიეს ახალ პრეზიდენტად.[3] მიიღო 458 ხმა 690-დან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Roberta Metsola. European Parliament. ციტირების თარიღი: 2022-01-18
  2. Биография Роберты Метсолы. РИА Новости (2022-01-18). ციტირების თარიღი: 2022-01-18
  3. ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს