მალტაჯუჯა სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.[8]

მალტის რესპუბლიკა
Repubblika ta' Malta
მალტა
მალტის
დროშა გერბი
ჰიმნი: L-Innu Malti
მალტის მდებარეობა ევროპაში
მალტის მდებარეობა
მალტის მდებარეობა ევროპაში
მალტის მდებარეობა
დედაქალაქივალეტა
35°53′ ჩ. გ. 14°30′ ა. გ. / 35.883° ჩ. გ. 14.500° ა. გ. / 35.883; 14.500
უდიდესი ქალაქი ბირკირკარა
35°53′48″ ჩ. გ. 14°27′45″ ა. გ. / 35.89667° ჩ. გ. 14.46250° ა. გ. / 35.89667; 14.46250
ოფიციალური ენა
ეროვნული ენა მალტური
ეთნიკური ჯგუფები (2007[1])
რელიგია რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი მალტელი
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯორჯ ველა
 -  პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა
საკანონმდებლო ორგანო წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა
 -  გაერთიანებული სამეფოსგან 21 სექტემბერი, 1964 
 -  რესპუბლიკა 13 დეკემბერი, 1974 
ფართობი
 -  სულ 316 კმ2 (მე-200)
 -  წყალი (%) 0.001
მოსახლეობა
 -  2011 შეფასება 452 515[2] (171-ე)
 -  2011 აღწერა 416 055[3]
 -  სიმჭიდროვე 1562[3] კაცი/კმ2 (მე-7)
მშპ (მუპ) 2012 შეფასება
 -  სულ $11.260 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $27 022[4]
მშპ (ნომინალი) 2012 შეფასება
 -  სულ $8.689 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $20 852[4]
ჯინი (2011)27.4[5]
დაბალი
აგი (2013) 0.829[6]
ძალიან მაღალი · 39-ე
ვალუტა ევრო () [ა] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +356
მფარველი წმინდანი წმინდა პავლე, წმინდა პუბლიუსი და წმინდა აგათა[7]
ინტერნეტ-დომენი .mt  [ბ]
ა. ^  2008 წლამდე მალტური ლირა.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სახელწოდება

რედაქტირება

ოფიციალური - მალტის რესპუბლიკა. ეროვნული – Malta; Repubblika ta'Malta (მალტურად); Republic of Malta (ინგლისურად). არსებობს სახელწოდების ახსნის რამდენიმე ვარიანტი: (a) ფინიკიური: Malat - „ნავსადგური“ aŭ „თავშესაფარი“; (b) ბერძნული: Meli - „თაფლი“, Melta - „ფუტკარი“; (c) არაბული: Malta - „შიშველი“.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მალტა

ქვეყანა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის, განლაგებულია მალტის არქიპელაგზე. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. ფართობი - 316 კმ².

საუკუნეების განმავლობაში მალტამ განიცადა ფინიკიელთა, ბერძენთა, რომაელთა, არაბთა შემოსევები. 1814 წელს გახდა ბრიტანეთის კოლონია. 1964 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.

კუნძული მალტა, რომლის სახელიც დაერქვა მთლიანად სახელმწიფოს, წარმოადგენს 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს. მალტა ფინიკიელების ენაზე ნიშნავს „თავშესაფარს“, რაც გამომდინარეობს კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან. აქ არის უამრავი მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური. ექვსი კუნძულიდან სამი - მალტა, გოცო და კომინო დასახელებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას, რომლის 80 % ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.

როგორც სახელმწიფო მალტამ ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ 6000 წლის წინ. დღეს მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რაოდენობით ის მხოლოდ რომს თუ ჩამოუვარდება. მალტაზე არის ქვის ნაგებობები, ტაძრები-მეგალითები, რომლებიც 1000 წლით ადრე აიგო ვიდრე ეგვიპტის ცნობილი პირამიდები.

მალტაზე თავის ნაკვალევი დატოვეს კართაგენლებმა და ფინიკიელებმა, არაბებმა და ნორმანებმა, წმ. იოანეს ორდენის რაინდებმა და ნაპოლეონმა. მსოფლიო ცივილიზაციები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მალტა კი რჩებოდა. ბრიტანელებმა მალტის ბოლო კოლონიზატორებმა კი დატოვეს მეორე სახელმწიფო ენა.

სახელმწიფო

რედაქტირება

სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (65 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი.

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობა - 410 567 (2007), მათ შორის 96,6 % მალტელები. სახელმწიფო ენა - მალტური და ინგლისური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვალეტა (7, აგლომ. 114 ათასი). ქალაქები - კორმი (18), შლიემა (12), ბირკირკარა (22).

ეკონომიკა

რედაქტირება

ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. რესურსები - კირქვა, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვალუტა - მალტური ლირა (MTL).

მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე „ორი ნაბიჯია“. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანია (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანი, „ცივილიზებული“ და „ველური“. აქ არის კრისტალურად სუფთა წყლის და ულამაზესი ბუნება. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით მშიდი და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) არ ეცემა 14 გრადუსის დაბლა.

ადგილობრივი ღვინო ძალიან სასიამოვნოა გემოზე და ორჯერ იაფია იმპორტულზე. აქ მოიპოვება საკუთარი ლუდიც.

მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი შუშის მწარმოებელი ფაბრიკა Mdina-glass აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ შუშასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი – ადგილობრივი წითელი ღვინო.

ღირსშესანიშნაობა

რედაქტირება

მალტა-იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათ მშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულების და ფესტივალების ატმოსტოსფეროა, რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები და ულამაზესი ფეირვერკები.

მალტაში არის უძველესი ტაძრები დჟანტია, ხადჟარ იმ, ტარშინი. ეს არის ე. წ. კანონი „შვიდი წუთი“ - ადგილობრივი მაცხოვრებლების ხუმრობა. მიუხედავად კუნძულის მინიატურული ზომისა მასზე მშვენივრადაა განვითარებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის: ბარები და დისკოტეკები, საუკეთესო პლაჟები, სასტუმროები, კაზინოები.

მალტის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ეს არის ეგრეთ წოდებული ყვითელი ქვა, რომელიც ჭარბობს მალტის არქიტექტურაში და მატებს მას თავისებურ მომხიბვლელობას. მალტის ნაგებობების კარებს ამშვენებს სხვადასხვაგვარი ორიგინალური სახელურები, რომელთა შორის თქვენ ვერ იპოვით ორ ერთნაირს. ჩამოთვლილ თავისებურებებს კიდევ უფრო ავსებს და ხაზს უსვამს უცნაური, მალტის ქუჩებში მოძრავი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ყვითელი ავტობუსები, გამოშვებული წინა საუკუნის 50-იან წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Malta: General data of the country. Populstat.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 14 November 2010.
  2. National Statistics Office, Malta, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-16. ციტირების თარიღი: 2014-08-16.
  3. 3.0 3.1 National Statistics Office, Malta, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2014-08-16.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Malta. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2013.
  5. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  6. 2014 Human Development Report Summary გვ. 21-25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  7. Lesley, Anne Rose (15 April 2009). Frommer's Malta and Gozo Day by Day. John Wiley & Sons, გვ. 139. ISBN 0470746106. 
  8. Department of Information. Doi.gov.mt (2010-01-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-31. ციტირების თარიღი: 2010-08-02.