ჯუჯა სახელმწიფო
ჯუჯა სახელმწიფო — ზოგიერთი კატეგორიებით სიდიდის ნაკლებობის მიხედვით სხვა სახელმწიფოებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სახელმწიფო (მაგალითად, ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა და სხვა).
ფართობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორც წესი, ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ფართობის მიხედვით ჩამორჩებიან ლუქსემბურგს. თუმცა თვითონ ლუქსემბურგიც ზოგჯერ ასევე ჯუჯა სახელმწიფოების რიცხვში შეჰყავთ.
ხშირად კრიტერიუმის სახედ ასევე იყენებენ მოსახლეობის რაოდენობას. ამასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიაში ჯუჯა სახელმწიფოდ თვლიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობა არ აჭარბებს 1 მილიონ ადამიანს. ერთა თანამეგობრობის მოხსენებებში გამოიყენება ტერმინი მცირე ქვეყნები, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანზე ნაკლებია. და ბოლოს, ზოგჯერ ჯუჯა სახელმწიფოებს ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 500 ათას ადამიანზე ნაკლებია.
ჯუჯა სახელმწიფო
რედაქტირებაბევრი ჯუჯა სახელმწიფო შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია (აღმოსავლეთი ტიმორი და სხვები). ამავე დროს ევროპის ჯუჯა სახელმწიფოთა უმრავლესობას გააჩნია მრავალსაუკუნებრივი ისტორია. მაგალითად, სან-მარინო ითვლება ევროპის ყველაზე უფრო ძველ შენარჩუნებულ სუვერენულ სახელმწიფოდ და უძველეს კონსტიტუციურ რესპუბლიკად.[1]
ზოგჯერ ასევე გამოიყენება ტერმინი ჯუჯა ქვეყანა, რომელთა რიცხვში შეჰყავთ არა მარტო მცირე დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ასევე სხვა მცირე გეოგრაფიულად და ისტორიულად გამორჩეული (უფრო ხშირად კუნძულოვანი) ტერიტორიები — დამოკიდებული ტერიტორიები, ადმინისტრაციული ავტონომიები და სხვა. მაგალითად — კუნძული მენი, გერნზი, ბორნჰოლმი, გიბრალტარი, მაიოტა, გუამი, ნიუე, ჰელგოლანდი, აიონ-ოროსი და სხვა.
ჯუჯა სახელმწიფოები ფართობის მიხედვით
რედაქტირება- სინგაპურისა და ბაჰრეინის გამოკლებით, რომელთა მოსახლეობა 500 000 ადამიანზე ნაკლებია.
ჯუჯა სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
რედაქტირება- სამოას, ვანუატუს, ისლანდიის, ბაჰამის კუნძულების, ბელიზის და ბრუნეის გამოკლებით, რომელთა ხმელეთის ფართობი 1000 კმ²-ზე ნაკლებია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Europe's Micro-States: (04) San Marino“. Deutsche Welle. 24 July 2014. ციტირების თარიღი: 28 July 2014.
- ↑ 2.0 2.1 CIA – The World Factbook – Rank Order – Population. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2012-06-05.
- ↑ Amstrup, N., 1976. The Perennial Problem of Small States: A Survey of Research Efforts. Cooperation and Conflict, 11(2), pp.163–182.
- ↑ CIA – The World Factbook – Rank Order – Area. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2008-06-20.
- ↑ „Demographic Yearbook—Table 3: Population by sex, rate of population increase, surface area and density“ (pdf). United NationsStatisticsDivision. 2008. ციტირების თარიღი: 2011-06-12. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)