ჰელგოლანდი
ჰელგოლანდი (გერმ. Helgoland) — გერმანიის კუნძული, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილიდან ყველაზე მეტადაა დაშორებული. მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის ყურეში. ჰელგოლანდთან ახლოს მდებარეობს პატარა დაუსახლებელი კუნძული დიუნე, რომელიც ძველად ჰელგოლანდის ნაწილი იყო, თუმცა 1721 წელს ბუნებრივად გამოეყო მას. კუნძულის სახელწოდება ერთ-ერთი ვერსიით უკავშირდება გერმანულ სიტყვებს Heiliges Land, რაც ქართულად წმინდა მიწას ნიშნავს.
დიუნესთან ერთად ჰელგოლანდი ქმნის ამავე სახელწოდების თემს, რომელიც პინებერგის რაიონს ეკუთვნის და შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ მხარეში შედის. 2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ჰელგოლანდის მოსახლეობა შეადგენს 1 127 ადამიანს[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰელგოლანდი“ ვიკისაწყობში.
- ჰელგოლანდის ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გერმანიის ჩრდილოეთის სტატისტიკის სამსახური. მოსახლეობა 2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით დაარქივებული 2012-01-05 საიტზე Wayback Machine. (PDF, 500 კბ)