ბრუნეი (მალაიზ. Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაიზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 372 ათ. (2005). დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.

ბრუნეი დარუსალამი
ბრუნეის სახელმწიფო
بروني دارالسلام
Negara Brunei Darussalam
ბრუნეი
ბრუნეის
ჰიმნი: ღმერთო დალოცე სულთანი
ბრუნეის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბანდარ-სერი-ბეგავანი
4°55′ ჩ. გ. 114°55′ ა. გ. / 4.917° ჩ. გ. 114.917° ა. გ. / 4.917; 114.917
ოფიციალური ენა მალაიური
მთავრობა აბსოლუტური ისლამური სასულთნო
 -  სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი
ფართობი
 -  სულ 5 765 კმ2 (172-ე)
 -  წყალი (%) 8,6
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 415 717 [1] (175-ე)
 -  2001 აღწერა 332 844 
 -  სიმჭიდროვე 67,3 კაცი/კმ2 (127-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასებით
 -  სულ $25.245 მილიარდი[2] (116-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $54,537[2] (10-ე)
აგი (2014) 0.856[3] (მაღალი) (31-ე)
ვალუტა ბრუნეული დოლარი (BND)
დროის სარტყელი UTC+08:00
ქვეყნის კოდი BRN
Internet TLD .bn
სატელეფონო კოდი 673

ისტორია რედაქტირება

XIV საუკუნეში ბრუნეი მაჯაპაჰიტის ვასალი უნდა ყოფილიყო. XV საუკუნეში ბრუნეის გამგებელმა ალაკ-ბერ-ტატამ მოჰამედის სახელი მიიღო და ბრუნეის პირველი სულთანი გახდა. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ბრუნეიმ თავის გავლენას დაუმორჩილა კუნძულ კალიმანტანის მთელი ჩრდილოეთი სანაპირო და სულუს არქიპელაგი. 1521 წელს ბრუნეი მოინახულა ფერნანდო მაგელანმა. ამ დროს ის ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო იყო. 1580 წელს დროებით ესპანელები დაეპატრონენ. 1839 წელს ქვეყნის სულთნის მმართველობაში მოსულმა ინგლისელმა ავანტიურისტმა ჯ. ბრუკმა მოაწყო ამბოხება და დაიკავა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი. სულთანისგან ბრუკმა რაჯის ტიტული მიიღო. 1888 წელს ქვეყანა ინგლისის პროტექტორატის ქვეშ გადადის. 1959 წელს აჯანყებების ტალღის გამო ინგლისმა ბრუნეის ავტონომია მიანიჭა, 1984 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა. 1992 წელს მიღებულ იქნა კონცეფცია — „მალაური ისლამური მონარქია“. სულთანმა ხასანალ ბოლკიახმა დაიწყო საზოგადოების მოდერნიზაციის ფრთხილი პოლიტიკის გატარება. ეროვნული დღესასწაულია 23 თებერვალი — დამოუკიდებლობის დღე.

ბუნება რედაქტირება

ტერიტორიის უმეტესობა დაბლობია. კლიმატი ეკვატორული. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში ვარირებს—26 °C. ნალექები 2000-4000 მმ-ია წელიწადში. ტერიტორიის 75 % ტროპიკულ ტყეებს უკავია.

სახელმწიფო წყობა რედაქტირება

სახელმწიფოს მმართველი და ხელმძღვანელი — სულთანი. ისვე არის ქვეყნის რელიგიური ლიდერი. ხელისუფლება დაკომპლექტებულია ძირითადად მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან.

ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობა — 4 რეგიონი.

ბრუნეის ადმინისტრაციული მოწყობა რედაქტირება

 
ბრუნეის მდებარეობა
 
ბრუნეის ადმინისტრაციული მოწყობა

ბრუნეი დაყოფილია ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად:

  1. ბელაიტი
  2. ბრუნეი-მუარა
  3. თემბურონგი
  4. ტუტონგი

თემბურონგის მხარე ქვეყნისაგან გამოყოფილია მალაიზიის ტერიტორიით.

რეგიონები დაყოფილია უფრო მცირე ერთეულებად, რომლებსაც მუკიმებს ეძახიან.

მოსახლეობა რედაქტირება

ეთნიკური შემადგენლობა ქვეყნისა მრავალფეროვანია: ქვეყნის (66 %) მალაელები არიან, მათთან მონათესავე ეთნუკური ჯგუფები — კელაელები, იბანელები, მელანაუელები, დუსუნები, მურუტები, დააკები და სხვა — 8 %, ასევე ჩინელები (11 %), ებრაელები, ინდოელები და სხვა.

ოფიციალური ენაა — მალაური, გავრცელებულია ასევე ინგლისური და ჩინური ენები.

ოფიციალური რელიგიაა — ისლამი (67 %), 13 % — ბუდიზმი, 10 % — ქრისტიანობა (ძირითადად პროტესტანტები), 10 % — სხვა (ძირითადად აბორიგენული კულტურები).

ქალაქის მოსახლეობა — 58 %. სიმჭიდროვე — 62 ად./კმ². მოსახლეობის 1/3 ბრუნეის დედაქალაქში ცხოვრობს.

უდიდესი ქალაქები (2009) რედაქტირება

ადგილი ქალაქი მხარე მოსახლეობა
1 ბანდარ-სერი-ბეგავანი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.134 000
2 განდონგის ქალაქი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.109 000
3 ჯერუდონგი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.93 000
4 კუალა ბელაიტი ბელაიტი 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.78 000
5 სერია ბელაიტი 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.35 000
6 ბერეკას ქალაქი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.19 000
7 ტუტონგის ქალაქი ტუტონგი 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.15 000
8 ბანგარი ტემბურონგი &&&&&&&&&&&04000.&&&&&04 000

ეკონომიკა რედაქტირება

უპირატესობანი: ნავთობის და ბუნებრივი აირის მარაგი 20-30 წლის საკმარისია. თუმცა, უცხოური ინვესტიცებიდან შემოსავალი (2004 $7,75 მლრდ) აღემატება ბუნებრივი აირიდან და ნავთობიდან შემოსულ შემოსავალს.

სუსტი მხარეა დივერსიფიკაციის არ ქონა. ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირებულია ერთ პროდუქტზე.

ქვეყანა წელიწადში მოიპოვებს 10 მლრდ. ტონა ნავთობს და 12 მლრდ მ³ გაზს. ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო ქვეყანას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უკავია ცხოვრების დონის მიხედვით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ზოგადი ინფორმაცია
  • Brunei from UCB Libraries GovPubs
ბიზნესი
ტურიზმი

სქოლიო რედაქტირება

  1. The World Factbook. Cia.gov. ციტირების თარიღი: 30 December 2013.
  2. 2.0 2.1 Brunei. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 January 2016.
  3. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 14 December 2015.