კლიმატი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კლიმატი}} |
კლიმატი ანუ ჰავა — გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპი. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2) ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა).
კლიმატი ეწოდება კონკრეტულ რეგიონში ამინდის გრელვადიან რეჟიმს, რომელიც გასაშუალოებულია 30 წელზე მეტ დროზე.[1][2] უფრო ზუსტად, ეს არის მეტეოროლოგიური ცვლადების საშუალო დონე და მათი ცვალებადობა ხანგრძლივ პერიოდში (თვეებიდან მილიონობით წლამდე). მეტეოროლოგიური მოვლენები, რომელიც რეგულარულად იზომება, არის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ქარი, ტენიანობა. კლიმატი შეიძლება კლასიფიცირდეს ტემპერატურისა და ნალექების მიხედვით. ყველაზე ხშირად გამოყენებული კლასიფიკაციის სქემა არის „კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია“.[3]
მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები.
კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს:
- ეკვატორული კლიმატური სარტყელი
- სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი
- ტროპიკული კლიმატური სარტყელი
- სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი
- ზომიერი კლიმატური სარტყელი
- სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი
- სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი
- არქტიკული კლიმატური სარტყელი
კლიმატების კლასიფიკაცია
ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაცია ვ. კიოპენს ეკუთვნის. დედამიწის კლიმატები ტემპერატურის და სინოტივის რეჟიმების მიხედვით დაყოფილია 6 კლასად - (А, С, D, Е, F, В). კლიმატების 5 კლასი - А, С, D, Е, F - გამოიყოფა ტემპერატურის კლების მიხედვით ზღვის დონეზე ეკვატორიდან პოლუსების მიმართულებით, ხოლო მეექვსე გამოყოფილია მშრალი კლიმატების დატენიანების ხარისხის მიხედვით - В. ამასთან, А და С კლიმატებს შორის მდებარეობს ყინვის საზღვარი, ხოლო Е და F - კლიმატებს შორის მდებარეობს საზღვარი ტყესა და დანარჩენ კლიმატებს შორის, ხოლო В - სიმშრალის საზღვარია.
А. ტროპიკული კლიმატი - საშუალო თვიური ტემპერატურები აღემატება 17°С.
С. სუბტროპიკული კლიმატი - საშუალო თვიური ტემპერატურები 8 - 12 თვის განმავლობაში აღემატება 9°С-ს.
D. ზომიერი კლიმატი - საშუალო თვიური ტემპერატურები 4 - 7 თვის განმავლობაში აღემატება 9°С-ს.
Е. სუბარქტიკული კლიმატი - საშუალო თვიური ტემპერატურები 1 - 3 თვის განმავლობაში აღემატება 9°С-ს.
F. პოლარული კლიმატი - საშუალო თვიური ტემპერატურები არ აღემატება 9°С.
B. უდაბნოს კლიმატი .
ცხრილი 1. კლიმატის კლასები ვ. კიოპენის მიხედვით
კლასი | განმარტება | |
A | ტროპიკული
|
საშუალო თვიური ტემპერატურა წლის განმავლობაში აღემატება 17 °С |
ყინვის საზღვარი | ||
C | სუბტროპიკული | საშუალო თვიური ტემპერატურები 8—12
თვის განმავლობაში აღემატება 9°С |
D | ზომიერი
|
საშუალო თვიური ტემპერატურები 4—7
თვის განმავლობაში აღემატება 9°С |
E | სუბარქტიკული | საშუალო თვიური ტემპერატურები 1—3 თვის განმავლობაში
აღემატება 9°С-ს. |
ტყის საზღვარი | ||
F | პოლარული | საშუალო თვიური ტემპერატურები არ აღემატება 9°С. |
სიმშრალის საზღვარი | ||
B | მშრალი | აორთქლება აღემატება ნალექებს |
ვ. კიოპენის ფორმულაში ნალექების სეზონურობა გამოიხატება შემდეგი სიმბოლოებით:
W - მშრალი ზამთარი; C და D კლიმატებისთვის წლის თბილი პერიოდის თვეში, როდესაც უდიდესი ნალექებია, ნალექების ჯამი 10-ჯერ უნდა აღემატებოდეს წლის ცივი პერიოდის ყველაზე მშრალი თვის ნალექების ჯამს; A ტიპის კლიმატისათვის ერთი თვის ნალექების ჯამი უნდა იყოს 6 სმ-ზე ნაკლები;
S - მშრალი ზაფხული. C და D კლიმატებისთვის წლის ცივი პერიოდის თვეში, როდესაც უდიდესი ნალექებია, ნალექების ჯამი 3-ჯერ უნდა აღემატებოდეს წლის თბილი პერიოდის ყველაზე მშრალი თვის ნალექების ჯამს. A ტიპის კლიმატისათვის ეს იშვიათია;
f-მკვეთრად გამოხატული მშრალი პერიოდი არ არის, ანუ ნალექი მოდის მთელი წლის განმავლობაში;
m-შუალედური ფორმაა f და w შორის ტროპიკული მუსონური კლიმატების ოლქში, სადაც მშრალი პერიოდი არსებობს, მაგრამ იმდენად ხანმოკლეა და არაეფექტური რომ ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ბუნებაზე.
კიოპენის ფორმულაში მე-3 ადგილზე მყოფი სიმბოლო მიუთითებს კლიმატურ ტიპში არსებულ სითბურ პირობებზე:
a-ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა >220;
b-ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა <220, მაგრამ 4 თვის განმავლობაში მაინც ტემპერატურა >100;
c-მხოლოდ 1-4 თვის ტემპერატურა >100; ყველაზე ცივი თვის ტემპერატურა >-380;
d-მხოლოდ 1-4 თვის ტემპერატურა >100; ყველაზე ცივი თვის ტემპერატურა <-380;
h-ცხელა (წლიური ტემპერატურა >180;
k-ცივი ზამთარი (წლიური რემპერატურა <180, მაგრამ ყველაზე თბილ თვეში >180);
k1-ცივი ზამთარი (წლიური რემპერატურა <180, ყველაზე თბილ თვეშიც <180);
ტროპიკულ კლიმატში А გამოიყოფა 4 ტიპი, ანუ ქვეკლასი: Аf —ტროპიკული წვიმიანი კლიმატი, Am - ტროპიკული მუსონური წვიმიანი, Aw - ტროპიკული კლიმატი მშრალი ზამთრით და წვიმიანი ზაფხულით, As - ტროპიკული კლიმატი მშრალი ზაფხულით და წვიმიანი ზამთრით. ტროპიკულ კლიმატებში თვე ითვლება წვიმიანი, თუ ნალექების ჯამი არ არის 60მმ-ზე ნაკლები. ტროპიკულ წვიმიან კლიმატს Аf მიეკუთვნება ადგილები, სადაც 9 თვეზე მეტი წვიმიანია. ტროპიკული მუსონური წვიმიანი კლიმატი Am დამახასიათებელია იმ ადგილებისთვის, სადაც წელიწადის 10 თვე წვიმიანია, ყველაზე მშრალი თვის ნალექების ჯამი 25მმ-ია.
სუბტროპიკული კლიმატები С იყოფა შემდეგ ტიპად: მშრალი ზაფხულის ან ხმელთაშუა ზღვის კლიმატი (Csa, Csb, Csc), ზომიერი ან სუბტროპიკული ცხელი ზაფხულის კლიმატი (Cfa, Cwa), ზღვიური ზომიერი კლიმატი და ოკეანის კლიმატი (Cwb,Cwc,Cfb,Cfc) ზღვიური სუბტროპიკული კლიმატი ან ქვე-პოლარული ოკეანის კლიმატი (Cfc) ზომიერი მთის კლიმატი მშრალი ზამთრით (Cwb, Cwc).
ზომიერი კლიმატები D იყოფა შემდეგ ტიპად: ცხელი ზაფხულის კონტინენტური კლიმატი (Dsa, Dwa, Dfa), თბილი ზაფხულის კონტინენტური ან ნახევრად არქტიკული კლიმატი (Dsb, Dwb, Dfb), კონტინენტური სუბ-არქტიკული ან არქტიკული (ტაიგა) კლიმატი (Dsc,Dwc,Dfc), კონტინენტური სუბ-არქტიკული კლიმატი უკიდურესად მკაცრი ზამთრით (Dsd, Dwd, Dfd).
სუბარქტიკული, ანუ ბორეალური კლიმატები Е იყოფა 2 ტიპად: სუბარქტიკული ოკეანური ЕО, ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურით -10°С-ზე მეტი და სუბარქტიკული კონტინენტური ЕС ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურით - 10°С-ზე ნაკლები.
პოლარული კლიმატები F იყოფა 2 ტიპად: ტუნდრის კლიმატი FT, სადაც ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 0 и 10°С ფარგლებში და მყინვარული კლიმატი FI, სადაც წელიწადის ყველა თვის საშუალო ტემპერატურა 0°С-ზე ნაკლებია.
უდაბნოს კლიმატი BW: ცხელი უდაბნო (BWh), ცივი უდაბნო (BWk) სტეპების კლიმატი (ნახევრად გვალვიანი) BS: ცხელი სტეპი (BSh), ცივი სტეპი (BSk).
კიოპენის კლიმატების კლასიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კლიმატის კლასიფიკაციის სისტემაა. იგი პირველად 1884 წელს გამოაქვეყნა გერმანელმა კლიმატოლოგმა ვლადიმერ კიოპენმა, და რამდენიმე რედაქტირებული ვერსია გამოსცა 1918 და 1936 წლებში. აგრეთვე გერმანელმა კლიმატოლოგმა რუდოლფ გაიგერმა (1954, 1961) კიოპენთან თანამშრომლობით ცვლილებები შეიტანა კლასიფიკაციის სისტემაში, რომელსაც ზოგჯერ კიოპენ-გაიგერის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემას უწოდებენ. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემამ შემდგომში მოდიფიცირება განიცადა, 1960-იანის შუა წლებში ტრევართას კლიმატის კლასიფიკაციის სისტემაში (რადაქტირება 1980 წ). ტრევართას სისტემის მიზანი იყო შეექმნა უფრო დახვეწილი საშუალო განედის კლიმატის ზონა, რომელიც კიოპენის სისტემის ერთ-ერთი კრიტიკის თემას წარმოადგენდა (კლიმატის "Г" ჯგუფი ძალიან ფართო იყო). ვ. კიოპენის კლასიფიკაციის საფუძველზე გ. ტრევარტმა შეადგინა დედამიწის კლიმატების რუკა .
საქართველოს კლიმატური დარაიონება კიოპენის კლასიფიკაციის თანახმად.
კიოპენის კლიმატების კლასიფიკაცია წარმატებით გამოიყენა მ.კორძახიამ 1946 წელს, როდესაც მან შეასრულა საქართველოს პირველი კლიმატური დარაიონება, რასაც საფუძვლად კიოპენის ჰავათა კლასიფიკაცია დაუდო. მ.კორძახიამ საქართველოს ტერიტორიაზე ორი ცირკულაციურ-კლიმატური ოლქი - დასავლეთის, რომელიც ნოტიო სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება და აღმოსავლეთის-სუბტროპიკული კონტინენტური ჰავით, და ერთი სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ქვეოლქი, მშრალი სუბტროპიკებიდან ზომიერად ნოტიოში გარდამავალი ჰავით- გამოყო. დარაიონება მოიცავს ჰავის 22 ტიპს.
1.ზღვიური ნოტიო ჰავა რბილი, თბილი, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით;
2.საკმარისად ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხულით;
3.ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით;
4.ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანმოკლე თბილი ზაფხულით;
5.ნოტიო ჰავა ცივი, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე თბილი ზაფხულით;
6.მაღალმთიანი ნოტიო ჰავა ნამდვილი ზამთრის პერიოდის გარეშე;
7.უხვი მუდმივი თოვლის და მყინვარების მაღალმთიანი ნოტიო ჰავა;
8.ზომიერად თბილი სტეპების ჰავა ცხელი ზაფხულით;
9.ზომიერად თბილი სტეპების ჰავიდან ზომიერად ნოტიოში გარდამავალი ჰავა;
10.ზომიერად ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით;
11.ზომიერად ნოტიო ჰავა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით;
12.ზომიერად ნოტიო ჰავა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით;
13.ნოტიო ზღვიურიდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურში გარდამავალი ჰავა(ცივი თოვლიანი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით;
14.ნოტიო ზღვიურიდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურში გარდამავალი ჰავა(ცივი თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით;
15. ზომიერად ნოტიო ჰავა ცივი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით;
16.მაღალმთიანი ზომიერად ნოტიო ჰავა ნამდვილი ზაფხულის პერიოდის გარეშე;
17.მუდმივი თოვლისა და მყინვარების მაღალმთიანი ჰავა;
18.ზომიერად ნოტიო მთიანეთის სტეპებზე გარდამავალი ჰავა;
19.მთიანეთის სტეპების ჰავა ცივი მცირეთოვლიანი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით;
20.მთიანეთის სტეპების ჰავა ცივი მცირეთოვლიანი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით;
21.მთიანეთის სტეპების ჰავა ცივი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით;
22.მაღალი მთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავა ზაფხულის ნამდვილი პერიოდის გარეშე.
ცხრილი. 2. კლიმატური რაიონების რაიონების ძირითადი კლიმატური მახასიათებლები და გავრცელების ადგილები
კლიმატური რაიონი (კლიმატის ტიპი) | გავრცელების ადგილი | ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0C | ნალექების წლიური ჯამი, სმ | |
იანვარი | ივლისი | |||
1 (Cfa) | კოლხეთის დაბლობი 200-300 მ სიმაღლემდე | 4-7 | 22-24 | 125-250 |
1-ა (Cfa) | აჭარის სანაპირო და გურიის ნაწილი | 5-7 | 22-23 | 230-270 |
1-ბ (Cfa) | სამეგრელოს დაბლობი და ქვედა იმერეთი | 3.5-6 | 22.5-23.5 | 130-220 |
1-გ (Cfa) | აფხაზეთის სანაპირო | 4-6.5 | 23-24.5 | 125-150 |
2 (Csa) | ყვირილას აუზი (400-500მ-მდე) და რაჭა-ლეჩხუმის ქვაბულის ქვედა ნაწილი (600მ-მდე) | 0-4 | 22-24 | 100-120 |
3 ( Cfb) | დასავლეთ საქართველოს ქედების ფერდობები 300-600 დან 1000-1500მ-მდე | -3-+4 | 16-22 | 100-200 |
4 (Dfb) | ფერდობები 1700-1800 მ-მდე | -6--3 | 15-17.5 | 100-300 |
5 (Dfc) | Dfb-ს ზემოთ აფხაზეთშა და აჭარაში 1900-2100მ-მდე, აღმოსავლეთით 2400მ-მდე | -5--8 | 10-15 | 140-300 |
6 (ЕС) | 2000-2400-მუდმივი თოვლის ხაზამდე (3200მ) | -9--12 | <0 | 140-300 |
7 (FI) | 3200მ-დან ზემოთ | -12--18 | -1-+1 | - |
8 (BSh) | ქვემო ქართლის ვაკე 550-600მ-მდე | -3.5-+0.7 | 22-25 | 35-49 |
9 (BSh დაCsa) | გარე კხეთის ზეგანი (600-800მ) და შიდა ქართლის ბარის აღმოსავლეთი (600-650მ-მდე) | -2-+0.9 | 23-24.5 | 50-60 |
10 ( Csa) | შიდა კახეთი 600-650მ-მდე, ავჭალა-ძეგვი | -0.3-+1 | 22.5-24 | 35-100 |
11 (Csb) | კახეთის მთიანეტი, თრიალეთის ქედი (700-1400მ), ლიხის ქედის აღმოსავლეთი (600-800მ), კავკასიონის სამხრეთ ფერდობი (600-1100მ) | -3--1 | 19-22 | 50-75 |
12 (Dwc) | თრიალეთის ქედი და პლატოები (1300-1900მ),კავკასიონი 100-1900მ | -3--6 | 16-20 | 50-140 |
13 (Dfb) | კავკასიონის ჩრდილო ფერდობი საქართველოს ფარგლებში 1900მ სიმაღლემდე | -3--7 | 10-14 | 60-90 |
14 (Dfc) | თრიალეთის ქედი და კავკასიონის ფერდობები 1800-2600მ-მდე | -6--11 | 10-14 | 90-150 |
15 (Dfc) | კავკასიონის ფერდობებს 1600-2400. | -6--9 | 10-14 | 90-130 |
16 (FT) | კავკასიონი 2500-3400მ, სამხრეთ მთიანეთი 2800-2900მ | -11--14 | <10 | - |
17 ( FI) | ცენტრალური კავკასიონი 3300-3400მ-ს მაღლა | -13--16 | 6-0 | 100-120 |
18 (Dfb) | ახალციხე-იმერეთის ქედი, არსიანის ქედი, თრიალეთის ქედი 900-1800მ | -3--7 | 14-19 | 55-90 |
19 (BSk) | ახალქალაქის ქვაბული და ფერდობები (1400-1600მ) | -4--7 | 18-21 | 40-52 |
20 (BSk1) | ჯავახეთის ზეგანის და ახალქალაქის ქვაბულები 1600-2100მ | -7--11 | 14-16.5 | 45-55 |
21 (BSk) | საქართველოს სამხრეთ მთიანეთი 2000-2800მ | -10--13 | 10-14 | 50-60 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 587.
- ე.ელიზბარაშვილი. კლიმატოლოგია. სოხუმის უნივერსიტეტი, 2020, https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/klimatologia/828
- ე.ელიზბარაშვილი. საქართველოს ჰავა, თბილისი, 2017, 360 გვ.
- მ.კორძახია. საქართველოს ჰავა. თბილისი, 1961.
- საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი. თბილისი, 2011
- შ.ჯავახიშვილი. საქართველოს კლიმატოგრაფია. თსუ-ს გამომც., თბილისი, 1988. - 246 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- NOAA Climate Services Portal
- IGBP Climate-change Index დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.
- The Economics of Climate-based Data დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine. NOAA Economics
- AgClimate დაარქივებული 2018-03-25 საიტზე Wayback Machine. IFAS
- Climate Models and modeling groups დაარქივებული 2012-11-26 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Climate Prediction Project დაარქივებული 2005-11-25 საიტზე Wayback Machine.
- WorldClimate
- ESPERE Climate Encyclopaedia დაარქივებული 2005-09-02 საიტზე Wayback Machine.
- Climate index and mode information დაარქივებული 2016-11-19 საიტზე Wayback Machine. regarding the Arctic
- A current view of the Bering Sea Ecosystem and Climate
- Climate: Data and charts for world and US locations
- MIL-HDBK-310, Global Climate Data დაარქივებული 2011-02-14 საიტზე Wayback Machine. U.S. Department of Defense Data on natural environmental starting points for engineering analyses to derive environmental design criteria
- ClimateDiagrams.com Climate diagrams for over 3 000 weather stations and different climate periods from around the world. Users can create their own diagrams with their own data.
- IPCC Data Distribution Centre დაარქივებული 2016-05-19 საიტზე Wayback Machine. Climate data and guidance on its use.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Matthews, J.B. Robin; Möller, Vincent; van Diemen, Renée; Fuglestvedt, Jan S.; Masson-Delmotte, Valérie; Méndez, Carlos; Semenov, Sergey; Reisinger, Andy. Annex VII. Glossary: IPCC – Intergovernmental Panel on Climate Change. IPCC Sixth Assessment Report (2021). ციტირების თარიღი: 2022-05-18
- ↑ Shepherd, J. Marshall; Shindell, Drew; O'Carroll, Cynthia M.. What's the Difference Between Weather and Climate?. NASA (1 February 2005). ციტირების თარიღი: 13 November 2015
- ↑ Thornthwaite, C. W. (1948). „An Approach Toward a Rational Classification of Climate“ (PDF). Geographical Review. 38 (1): 55–94. doi:10.2307/210739. JSTOR 210739. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — Jan 24, 2012. ციტირების თარიღი: 2010-12-13.