ტემპერატურა
ტემპერატურა (ლათ. temperatura — „თანაშეზომილება“, „ნორმალური მდგომარეობა“; აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს მაკროსკოპული სისტემის თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობას. თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობაში მყოფი იზოლირებული სისტემის ყველა წერტილის ტემპერატურა ერთი და იგივეა. თუ იზოლირებული სისტემა არ არის წონასწორობაში, მაშინ დროის განმავლობაში ენერგიის გადასვლა (თბოგადაცემა) სისტემის მეტად გახურებული ნაწილიდან ნაკლებად გახურებულში გამოიწვევს ტემპერატურის გათანაბრებას მთელ სისტემაში (პირველი პოსტულატი ანუ თერმოდინამიკური ნულოვანი საწყისი). წონასწორულ პირობებში ტემპერატურა სხეულის ნაწილაკების საშუალო კინეტიკური ენერგიის პროპორციულია. ტემპერატურა განსაზღვრავს: სისტემის წარმომქმნელი ნაწილაკების, ენერგიის დონეების (ბოლცმანის სტატისტიკა) და ნაწილაკების განაწილებას სიჩქარეების მიხედვით (მაქსველის განაწილება), ნივთიერების იონიზაციის ხარისხს, სხეულთა წონასწორული ელექტრომაგნიტური გამოსხივების თვისებებს — გამოსხივების სპექტრულ სიმკვრივეს, გამოსხივების სრულ მოცულობით სიმკვრივეს და ა. შ.
ტემპერატურა | |
---|---|
ცილის ალფა სპირალის სეგმენტის თერმული ვიბრაცია. მისი ამპლიტუდა იზრდება ტემპერატურასთან ერთად | |
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | K |
ინტენსიურია? | კი |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
, |
განზომილება | |
სურათები ვიკისაწყობში |
ზოგად შემთხვევაში ტემპერატურას განსაზღვრავენ როგორც სხეულის მთლიანი ენერგიის წარმოებულს ენტროპიით. ასე განსაზღვრული ტემპერატურა ყოველთვის დადებითია, რადგან კინეტიკური ენერგია დადებითია. მას უწოდებენ აბსოლუტურ ტემპერატურას ან ტემპერატურას თერმოდინამიკური ტემპერატურული სკალით; აღნიშნავენ -თი. აბსოლუტური ტემპერატურის ერთეულადს ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მიღებულია კელვინი (). ხშირად ტემპერატურას ზომავენ ცელსიუსის სკალით (, °C). იგი -თან () დაკავშირებულია ტოლობით:
- , ამასთან, .
ფიზიკური მოვლენების ტემპერატურული დიაპაზონი ძალიან დიდია (პრაქტიკულად ტემპერატურის აბსოლუტური ნულიდან 1011 K-მდე). მკაცრად რომ ვთქვათ, ტემპერატურა ახასიათებს სხეულთა წონასწორულ მდგომარეობას, მაგრამ ტემპერატურის ცნებით ხშირად სარგებლობენ აგრეთვე ფიზიკურ სისტემებში ნაწილაკებისა და კვაზინაწილაკების არაწონასწორული განაწილების განხილვისას (არაწონასწორული პლაზმის ელექტრონული და იონური ტემპერატურა, ფერითი ტემპერატურა, სიკაშკაშის ტემპერატურა და ა. შ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 690.