კინეტიკური ენერგია

კინეტიკური ენერგია — დამატებითი ენერგია, რომელსაც ობიექტი (სხეული) იძენს მისი მოძრაობის გამო. სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნახევრისა, ეწოდება კინეტიკური ენერგია. იგი აღინიშნება ფორმულით E=mv²/2. M მასის უძრავ სხეულს, რომ მიენიჭოს V სიჩქარე, საჭიროა რაღაც ენერგია. გარკვეული სიჩქარით მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგია ტოლია იმ მუშაობისა, რომელიც უნდა შესრულდეს, რომ უძრავ სხეულს ესმიენიჭოს ეს სიჩქარე. ბურთის გასაგორებლად აუცილებელია ბიძგი, ე.ი. მას უნდა გადაეცეს კინეტიკური ენერგია. ეს ენერგია მით მეტია, რაც მეტი იქნება ბურთის სიჩქარე. ყველა მოძრავ სხეულს გააჩნია კინეტიკური ენერგია. რაც მეტია სხეულის სიჩქარე მით მეტია მისი კინეტიკური ენერგია.

სხეულზე მოქმედი ძალის მუშაობა სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილების ტოლია A=Eკ2-Eკ1. დედამიწის ზედაპირზე დავარდნილი სხეულის კინეტიკური ენერგია მით უფრო მეტია, რაც მეტია ამ სხეულის მასა და ვარდნის სიმაღლე. მაგალითად, ვარდნილი წყალს აქვს კინეტიკური ენერგია, რადგან კაშხალში არსებული წყლის პოტენციური ვარდნისას გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიად, რომელსაც იყენებენ ელექტროენერგიის მისაღებად. ვარდნილი წყალი ეცემა ტურბინას და იწვევს ელექტროგენერატორის ამოძრავებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ელექტრული დენი.

ისტორია და ეტიმოლოგია რედაქტირება

ზედსართავი „კინეტიკური“ ფესვებს იღებს ბერძნული სიტყვიდან — κίνησις (იკითხება, როგორც „კინეზის” და ნიშნავს მოძრაობას). კინეტიკური ენერგიისა და პოტენციური ენერგიის გარჩევა მეცნიერებმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყეს, ჯერ კიდევ არისტოტელეს ჰქონდა კონცეფციები ე.წ. აქტუალურობისა და პოტენციურობისა.

ის პრინციპი, რომ მოძრაობის ენერგია პროპორციულია მასისა და სიჩქარის კვადრატისა, პირველად გოტფრიდ ლაიბნიცისა და იოჰან ბერნულის მიერ იქნა ფორმულირებული. ისინი კინეტიკურ ენერგიას უწოდებდნენ ცოცხალ ძალას, ლათინურად —vis viva. ჰოლანდიელმა უილემ გრავეზანდმა ამ დამოკიდებულების ექსპერიმენტული მტკიცებები მოგვაწოდა. იგი სიმძიმეებს სხვადასხვა სიმაღლიდან აგდებდა თიხის ბლოკებზე. მან განსაზღვრა, რომ რბილ თიხაში სიმძიმის მიერ დატოვებული კვალი პროპორციული იყო დარტყმისას ამ საგნების სიჩქარისა. ემილი დიუ შატლემ ამ ექსპერიმენტის შედეგები გააანალიზა და მათი ახსნა-განმარტებებიც გამოაქვეყნა.[1]

ტერმინები „კინეტიკური ენერგია“ და „მუშაობა“ დღევანდელი სამეცნიერო აზრით მე-19 საუკუნის შუა ხნებიდან შემოვიდა. გასპარ-გუსტავ კორიოლისი იყო ამ ცნებების პირველავტორი, რომელმაც 1829 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „Du Calcul de l'Effet des Machines“ (ფრანგ. ანგარიშიდან მანქანების ეფექტამდე). ამ სტატიაში იგი კინეტიკური ენერგიის მათემატიკურ გამოთვლებს იძლეოდა. უილიამ თომსონმა, პირველმა ბარონმა კელვინმა, შემდგომში ლორდმა კელვინმა უკვე საბოლოოდ მოჭრა ტერმინი „კინეტიკური ენერგია“ 1849-1851 წლებში.[2][3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Judith P. Zinsser (2007). Emilie du Chatelet: Daring Genius of the Enlightenment. Penguin. ISBN 0-14-311268-6. 
  2. Crosbie Smith, M. Norton Wise (1989). Energy and Empire: A Biographical Study of Lord Kelvin. Cambridge University Press, გვ. 866. ISBN 0-521-26173-2. 
  3. John Theodore Merz (1912). A History of European Thought in the Nineteenth Century. Blackwood, გვ. 139. ISBN 0-8446-2579-5.