სიჩქარე
სიჩქარე (აღნიშვნა: ) — ძირითადი ფიზიკური (ვექტორული) სიდიდე, რომელიც ახასიათებს წერტილის გადაადგილებას. განისაზღვრება, როგორც რადიუს-ვექტორის პირველი წარმოებული დროით.
სიჩქარე | |
---|---|
წრეზე მუდმივი სიჩქარით მოძრავი ბურთულა | |
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | მ/წმ |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
|
განზომილება | |
სურათები ვიკისაწყობში |
სიჩქარე არის წერტილის მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი კინემატიკური მახასიათებელი, რომელიც თანაბარი მოძრაობისას რიცხობრივად უდრის დროის ერთეულში გავლილ გზას: , სადაც არის გავლილი გზა. ზოგად შემთხვევაში . სიჩქარის ვექტორი მიმართულია წერტილის ტრაექტორიის მხების გასწვრივ. თუ წერტილის მოძრაობა მოცემულია ისეთი განტოლებებით, რომლებიც გამოსახავენ მისი დეკარტის კოორდინატების დამოკიდებულებას დროზე, მაშინ , სადაც , ხოლო იმ კუთხის კოსინუსები, რომლებსაც სიჩქარის ვექტორი ადგენსკოორდინატთა ღერძებთან, შესაბამისად უდრის , სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში არის აჩქარება. სიჩქარის განზომილებაა , მისი ერთეულებია SI სისტემაში მ/წმ, ხოლო CGS სისტემაში — სმ/წმ, კმ/სთ და სხვა.
ფიზიკაში, ეს არის სიდიდე, რომლის გარშემოც და რომელზეც არის აწყობილი თანამედროვე ფიზიკა, კერძოდ აინშტაინის ფარდობითობის თეორია. ამ თეორიის მიხედვით, სიჩქარის სიდიდე არის შემოსაზღვრული, აქვს მაქსიმუმი და მასზე მეტი სიჩქარის არსებობა თეორიულად არის შეუძლებელი. მისი მაქსიმუმი არის ე. წ. „სინათლის სიჩქარე“. ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების (ფოტონის) სიჩქარე ვაკუუმში. მას ტრადიციულად აღნიშნავენ ლათინური ასოთი — და მისი მნიშვნელობა არის 299 792 458 კილომეტრი წამის განმავლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 410.