აჩქარება
აჩქარება (აღნიშვნა: ) — ძირითადი ფიზიკური (ვექტორული) სიდიდე, რომელიც ახასიათებს მატერიალური წერტილის სიჩქარის ცვლილებას. უფრო ზუსტად, აჩქარება განისაზღვრება როგორც სიჩქარის ვექტორის პირველი წარმოებული დროით:
აჩქარება | |
---|---|
ვაკუუმში (ჰაერის წინააღმდეგობის გარეშე) დედამიწის მიერ მიზიდული ობიექტები სტაბილური სიჩქარით იძენენ სიჩქარეს | |
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | მ/წმ2 |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
|
განზომილება | |
სურათები ვიკისაწყობში |
მრუდწირული მოძრაობის შემთხვევაში აჩქარება შეიძლება დაიშალოს ტანგენციალურ აჩქარებად (), რომელიც ახასიათებს სიჩქარის სიდიდის ცვლილებას, და ნორმალურ აჩქარებად (), რომელიც ახასიათებს სიჩქარის მიმართულების ცვლილებას:
სადაც არის ტრაექტორიის შესაბამის წერტილში მხების ერთეულოვანი ვექტორი, — სიმრუდის რადიუსი ტრაექტორიის ამავე წერტილში, ხოლო — ნორმალის ერთეულოვანი ვექტორი.
ტანგენციალური აჩქარება მიმართულია ტრაექტორიის მხების გასწვრივ, ხოლო ნორმალური აჩქარება — ტრაექტორიის ნორმალის გასწვრივ — ჩაზნექილობისაკენ.
აჩქარების ცნება ახასიათებს წერტილს; სხეულის აჩქარებაზე კი ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გადატანითი მოძრაობისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 72.