გასპარ კორიოლისი

გიუსტავ გასპარ კორიოლისი

გიუსტავ გასპარ კორიოლისი (ფრანგ. Gaspard-Gustave de Coriolis; დ. 21 მაისი, 1792 — გ. 19 სექტემბერი, 1843) — ფრანგი მათემატიკოსი და ინჟინერი. კორილიოსი იმ მეცნიერთა ჯგუფს მიეკუთვნება, როლებმაც მნიშვნელოვანი გარდაქმნა შეიტანეს XIX საუკუნეში მექანიკის დამუშავებასა და გადმოცემის სისტემაში. იგი გამოყენებითი მექანიკის ერთ-ერთი დამაარსებელია. მის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ცნება, როგორიცაა „მექანიკური მუშაობა“. აგრეთვე კორილიოსი ცნობილია თავისი გამოკვლევებით ჰიდრავლიკის სფეროში, ლოკომოტივის თეორიაში და სხვა მრავალ საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ კორილიოსის მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა მეცნიერებასა და ტექნიკაში, მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციაა ცნობილი.

გასპარ კორიოლისი
ფრანგ. Gaspard-Gustave de Coriolis
ფრანგ. Gaspard-Gustave Coriolis
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1792(1792-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი პარიზი[1] [9]
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1843(1843-09-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] (51 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[1] [9]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , civil engineer, ინჟინერი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პოლიტექნიკური სკოლა[12] , გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა, პარიზის ცენტრალური სკოლა და პოლიტექნიკური სკოლა[13]
ალმა-მატერი გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა და პოლიტექნიკური სკოლა
ჯილდოები საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია და 72 names on the Eiffel Tower[14]

ბიოგრაფია

რედაქტირება

გასპარ კორიოლისი დაიბადა 1792 წლის 12 მაისს, პარიზშში. მას დამთავრებული აქვს ქალაქ ნანსის ლიცეუმი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1808 წელს იგი მიიღეს პოლიტენიკურ სკოლაში. ეს სკოლა მან წარმატებით დაამთავრა 1812 წელს, მიმოსვლის გზათა ინჟინრის წოდებით. მოღვაწეობის სფეროდ მან პედაგოგიური მუშაობა აირჩია. 1817 წელს იგი დაბრუნდა პოლიტექნიკურ სკოლაში და დაიწყო რეპეტიტორობა ანალიზსა და მექანიკაში. 1820-იანი წლებიდან მას უკვე მიჰყავდა დამოუკიდებელი კურსი მექანიკაში. 1838 წელს კორიოლისი გახდა ამავე დაწესებულების დირექტორი. კორილოლისი ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობის ადამიანი იყო („ყოველ დილით წარმოიშობოდა პრობლემა, თუ როგორ გაეტანა თავი საღამომდე“).

მოღვაწეობა

რედაქტირება

ზემოთაღნიშნულ პოლიტექნიკურ სკოლაში ანალიზსა და მექანიკის კურსს 1816 წლიდან ხელმძღვანელობდა კოში. კორიოლისის გამოკვლევა მკვეთრად განსხვავებულია კოშის ბევრად უფრო აბსტრაქტული მოკვლევებისაგან. კოშს სურდა მათემატიკური ანალიზისათვის დაექვემდებარებინა ფიზიკის ყველა განყოფილება (გამონაკლისი იყო ელექტროობა და მაგნიტიზმი). ყურადღებას ამახვილებდა მათემატიკურ და არა ფიზიკურ საკითხზე, თუმცა კოშის საპირისპირო იყო კორიოლისი, რომელიც შემდგომში წარმოგვიდგა ტექნიკური მექანიკის ერთ-ერთ დამფუძნებლად. პონსელესთან ერთად მან განავრცო იმდროინდელი იდეები მექანიკური მუშაობის შესახებ და პირველმა შემოიტანა მეცნიერებაში ეს ტერმინი ზუსტი მნიშVნელობით. მისი ეს მიღწევა საკმაოდ გვიან იქნა შეფასებული. „მექანიკური მუშაობის“ ცნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ენერგიის მუდმივოდის კანონის დადგენისათვის. კორიოლისის „მყარ სხეულთა მექანიკისა და მანქანათა სიმძლავრის გამოთვლის კურსი“ არსებითად განსხვავებული იყო იმდროისთვის გაბატონებულ ლაგრანჟის „ანალიზური მექანიკის“ კურსისაგან. ლაგრანჟის საპირისპიროდ, იგი ისწრაფვოდა შეესწავლა და განეზოგადებინა ძალთა მოქმედება მანქანებში ყველა გარემოების (მათ შორის ხახუნის) გათვალისწინებით.

პოლიტექნიკური სკოლის ჟურნალებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მისი ინტერესები დაკავშირებული იყო ტექნიკურ საკითხებთან. 1831 წელს კორიოლისიმ გამოაქვეყნა თავისი ყველაზე შესანიშნავი ნაშრომი სახელად „გამოკვლევა ცოცხალ ძალთა პრინციპის წარმოშობის შესახებ სისტემის ფართო მოძრაობებში“ (ამ ნაშრომში მან შემოიტანა ინერციის ძალების ფართო ცნება ფარდობით მოძრაობაში). ამ ნაშრომში მოცემული იყო თეორემა, რომელსაც შემდეგში კორიოლისის თეორემა ეწოდა. თეორემა ამტკიცებს, რომ რთული მოძრაობის დროს ჩნდება ინერციის დამატებით ძალები, დამოკიდებული ფარდობით სიჩქარეზე, წარმტანი ბრუნვის კუთხურ სიჩქარესა და ამ სიჩქარეთა ვექტორებს შორის კუთხის სინუსზე.

1836 წელს კორიოლისი აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ეს ამტკიცებს მის დიდ მეცნიერულ ავტორიტეტს.

კორიოლისი გარდაიცვალა 1843 წელს 51 წლის ასაკში, პარიზში. მისი სახელი არის იმ 72 სახელს შორის, რომელიც აღნიშნულია ეიფელის კოშკზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 100-102, 1980.
  • Л. С. Фрейман, К истории доказательства теоремы Кориолиса, в кн: Труды Института истории есествознания и техники, М., 1956, вып. 10.
  • Persson, A., 1998 How do we understand the Coriolis Force? Bull. Amer. Meteor. Soc. 79, 1373–1385. 374 KB PDF document of the above article
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Deutsche Nationalbibliothek Record #117698660 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 www.accademiadellescienze.it
  10. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  13. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica, 1968.
  14. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences