სულთანი
სულთანი (არაბ. سلطان — ძალაუფლება: ხელმწიფე, მბრძანებელი) — ხელმწიფის ტიტული ზოგიერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში. თურქეთში შემორჩა 1922 წლამდ. მაროკოში — 1957 წლამდე. სულთანი იყო ეგვიპტის მმართველი XIII—XVI საუკუნეებში და 1914—1922 წლებში. სულთანის ტიტულს ატარებენ მსხვილი ფეოდალები დასავლეთ აფრიკის მუსულმანულ ქვეყნებში. ომანის მმართველი, ზოგი ტომის ბელადი სამხრეთ არაბეთში.

სულთანი მეჰმედ II
თავდაპირველად ეს სიტყვა არაბულში აბსტრაქტული ზედსართავი იყო და ნიშნავდა „ძალას“, „ავტორიტეტს“ ან „მმართველობას“, წარმოებული არაბული სიტყვიდან سلطة - სულთაჰ. მოგვიანებით ის ზოგიერთი მაჰმადიანი მმართველის წოდება გახდა, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ეპყრა ხელთ.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 600.
რესუესები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |