ნგერულმუდი
ნგერულმუდი (ინგლ. Ngerulmud) — პალაუს დედაქალაქი. მდებარეობს მელეკეოკის შტატში, კუნძულ ბაბელდაობზე, ზღვის დონიდან 70 მ სიმაღლეზე, ძველ დედაქალაქ კორორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში და 2 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით სოფელ მელეკეოკიდან. პალაუს დედაქალაქი გახდა 2006 წლის 7 ოქტომბერს.[1][2]
სოფელი | |
---|---|
ნგერულმუდი ინგლ. Ngerulmud | |
პარლამენტის შენობა | |
ქვეყანა | პალაუ |
შტატი | მელეკეოკი |
კოორდინატები | 7°30′02″ ჩ. გ. 134°37′27″ ა. გ. / 7.50056° ჩ. გ. 134.62417° ა. გ. |
დაარსდა | 2006 |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
ოფიციალური ენა | პალაუს ენა, ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 271 |
სასაათო სარტყელი | UTC+9 |
საფოსტო ინდექსი | 96939 |