კორორი (ქალაქი)
კორორი (ინგლ. Koror) — ყველაზე დიდი ქალაქი (2006 წლის 7 ოქტომბრამდე იყო პალაუს დედაქალაქი) აშშ-თან თავისუფლად ასოცირებულ კუნძულოვან სახელმწიფო პალაუში. კორორის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
კორორი ინგლ. Koror | |
ქალაქ კორორის ხედი | |
ქვეყანა | პალაუ |
შტატი | კორორის შტატი |
კოორდინატები | 7°21′00″ ჩ. გ. 134°29′00″ ა. გ. / 7.35000° ჩ. გ. 134.48333° ა. გ. |
ოფიციალური ენა | პალაუ|ინგლისური |
მოსახლეობა | 10 500 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+9 |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს კუნძულ კორორზე (ან ორეორი), რომელიც შედის კაროლინის კუნძულების შემადგენლობაში. კორორის პორტი მდებარეობს მეზობელ კუნძულ მალაკალზე.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობა — დაახლოებით 10 500 ადამიანი (2007 წლის შეფასება). ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია — მიკრონეზიელები (80 %) და ფილიპინელები (19 %).
ენები
რედაქტირებაოფიციალური ენებია: ინგლისური და ბელაუ (პალაუ). მაგრამ ქალაქის ზოგიერთი მოსახლე ლაპარაკობს იაპონურად და ტობის ენაზე.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულზე განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია — ქალაქში მდებარეობს 22 ოტელი და 8 მოტელი.