კორორის შტატი
კორორის შტატი (ინგლ. Koror) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ-დასავლეთით. შტატის ტერიტორიაზე განლაგებულია ქვეყნის ძირითადი კომერციული ცენტრები. იგი შედგება რამდენიმე პატარა კუნძულისგან, რომელთაგან ყველაზე დიდია კორორი (იგივე ორეორის კუნძული).
შტატი | |||
---|---|---|---|
კორორის შტატი ინგლ. Koror | |||
| |||
ქვეყანა | პალაუ | ||
ადმ. ცენტრი | კორორი | ||
კოორდინატები | 7°20′32″ ჩ. გ. 134°28′38″ ა. გ. / 7.34222° ჩ. გ. 134.47722° ა. გ. | ||
ფართობი | 18 კმ² | ||
მოსახლეობა | 11 444 კაცი (2015) | ||
სიმჭიდროვე | 635,78 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+9]] | ||
კორორის შტატში 2015 წლის მონაცემებით ცხოვრობს 11 444 ადამიანი,[1][2] რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 65 %-ს. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია ქვეყნის ადრინდელი დედაქალაქი (2006 წლის 7 ოქტომბრამდე) და ყველაზე უფრო დიდი ქალაქი კორორი, რომლის მოსახლეობა 2007 წლის მონაცემებით შეადგენს 10 500 ადამიანს. 2006 წლის 7 ოქტომბერს მის ნაცვლად ქვეყნის დედაქალაქად ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქი ნგერულმუდი.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ევროპელი სტუმარი კორორის, ბაბელდაობის და პელელიუს კუნძულებზე იყო რუი ლოპეს დე ვილიალობოსის ესპანური ექსპედიცია 1543 წლის იანვრის ბოლოს. ეს სამი კუნძული ექსპედიციამ რუკაზე დაიტანა, როგორც Los Arrecifes (ესპანურად — რიფები).[3] 1710 წლის ნოემბერში და დეკემბერში ეს სამი კუნძული პატარა აფრიანი გემ Santísima Trinidad-ით ხელახლა მოინახულა და გამოიკვლია ესპანურმა მისიონერულმა ექსპედიციამ სერჟანტ-მაიორ ფრანსისკო პადილიას ხელმძღვანელობით. ორი წლის შემდეგ კუნძულები დეტალურად შეისწავლა ესპანურმა ექსპედიციამ საზღვაო ოფიცერ ბერნარდო დე ეგოის მეთაურობით.[4]
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული კორორი ხიდებით შეერთებულია სამ მეზობელ კუნძულზე:
- კუნძულ ნგერეკებესანგის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს პალაუს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ქალაქი მეიუნსი, რომელშიც ცხოვრობს 1200 ადამიანი.
- მალაკალის კუნძულზე მდებარეობს კორორის პორტი.
კორორის კუნძული კორორი-ბაბელდაობის ხიდით ასევე დაკავშირებულია კუნძულ ბაბელდაობზე მდებარე აირაის შტატთან, სადაც მდებარეობს პალაუს საერთაშორისო აეროპორტი.
კორორის შტატში ყოფილი დედაქალაქისა და ქალაქ მეიუნსის გარდა არსებობს 11 სოფელი.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კორორის შტატი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2015 წლის აღწერა
- ↑ მოსახლეობის 2015 წლის აღწერა (statoids)
- ↑ Burney, James A chronological history of the discoveries in the South Sea or Pacific Ocean, London, 1813, v.I, p.233.
- ↑ Coello, Francisco "Conflicto hispano-alemán" Boletín de Sociedad Geográfica de Madrid, t.XIX. 2º semestre 1885, Madrid, p.296.