მთავარი მენიუს გახსნა

აირაი (ინგლ. Airai) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ ნაწილში. შტატის ფართობია 44 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 2455 ადამიანს,[2][3] რაც ქვეყანაში მეორე მაჩვენებელია. მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით იგი მეორეა ქვეყანაში. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია ნგეტკიბი, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი დასახლებული პუნქტია აირაი, სადაც 2015 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 1928 ადამიანი[4]. იგი ქვეყნის მეორე ქალაქია კორორის შემდეგ. შტატის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი აეროპორტიპალაუს საერთაშორისო აეროპორტი და კორორი-ბაბელდაობის ხიდით შეერთებულია უახლოეს კორორის კუნძულთან.

აირაი
ინგლ. Airai
დროშა
Flag of Airai State.png

ქვეყანა პალაუს დროშა პალაუ
ადმ. ცენტრი Ngetkib
კოორდინატები 7°22′00″ ჩ. გ. 134°33′00″ ა. გ. / 7.36667° ჩ. გ. 134.55000° ა. გ. / 7.36667; 134.55000
ფართობი 44 კმ²
მოსახლეობა 2455 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 55,80 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+9]]
ISO 3166 კოდი PW-004[1]
Airai map.jpg

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აირაი&oldid=3231622“-დან