მისიონერობარელიგიური ორგანიზაციებისა და ეკლესიების მოღვაწეობის ერთ-ერთი ფორმა. მიზნად ისახავს სხვა სჯულის მიმდევართა მოქცევას და განდგომილთა ეკლესიაში დაბრუნებას. მისიონერობა ბუდისტურ რელიგიაში ძვ. წ. III საუკუნიდან გავრცელდა და ხშირად ამ მოვალეობას მოხეტიალე ბერები ასრულებდნენ. ქრისტიანული მისიონერობა IV საუკუნეში წარმოიშვა. XIII-XVI საუკუნეებში ქრისტიანი მისიონერები იყვნენ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. აღმოსავლეთ ევროპაში გერმანელი ფეოდალები თავიანთ კოლონიურ ექსპანსიას ქრისტიანობის გავრცელებით ნიღბავდნენ. ესპანეთსა და პორტუგალიაში კოლონიური იმპერიების წარმოქმნის შემდეგ კათოლიკე მისიონერები ენერგიულად ეხმარებოდნენ კოლონიზატორებს ახალი მიწების დაპყრობა-ათვისებაში. კათოლიკური მისიონერების სახელმძღვანელოდ პაპმა გრიგოლ XV-მ 1622 წელს დააარსა სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაცია. მთავრობის მიერ დაფინანსებული მისიონერთა ორგანიზაციები აქტიურად მოღვაწეობდა აფრიკაში, მსხვილი კაპიტალისა და მიწების მფლობელი ხდება თავიანთი ქვეყნების კოლონიური პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება. ადრინდელი შუა საუკუნეების ევროპაში, აფრიკასა და მთელ რიგ ქვეყნებში მისიონერულ საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება სკოლას ექცეოდა. მუსლიმანი მისიონერები ხშირად ვაჭრები იყვნენ, ხოლო სუფიზმის გავრცელებასთან ერთად მოხეტიალე ბერები.

დეივიდ ლივინგსტონი ქადაგებისას, აფრიკა

რუსეთში მისიონერობის მიზანი იყო არარუსული მოსახლეობის გაქრისტიანება და სექტანტობასთან ბრძოლა. XVI საუკუნეში გაძლიერდა ქრისტიანული მონასტრების მისიონერული საქმიანობა ვოლგისპირეთში, XVIII-XIX საუკუნეებშიციმბირსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებში. 1870 წელს, მოსკოვში შეიქმნა მართლმადიდებლური სამისიონერო საზოგადოება, რომელმაც ციმბირის სხვადასხვა მისია გააერთიანა.

ახალ პირობებთან შეგუების მიზნით მისიონერებმა ამჟამად მუშაობის მეთოდები შეცვალეს: საეკლესიო იერარქიას ადგენენ ადგილობრივი მოსახლეობისგან, ქრისტიანულ კულტში შეაქვთ ადგილობრივი რელიგიური კულტების ელემენტები, ღვთისმსახურებას ადგილობრივ ენაზე ატარებენ და საკულტო ცეკვებსა და მუსიკას იყენებენ, პროპაგანდას ეწევიან რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით. მისიონერობა ხშირად რასიზმის წინააღნდეგ გამოდის. მაგ, 1971 წელს, კათოლიკურმა ორდენმა „თეთრი ძმები“ მოზამბიკიდან გაიწვია თავისი წევრები პორტუგალიის ხელისუფლების ბოროტქმედებისა და საეკლესიო იერარქიის კოლონიზატორებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ეროვნულ-განმათავისუფლებულ ბრძოლასთან დაკავშირებით მსოფლიოში გაძლიერდა ანტიმისიონერული მოძრაობა.

ლიტერატურა რედაქტირება