ვანუატუ
ვანუატუ, მთლიანი ოფიციალური სახელი — ვანუატუს რესპუბლიკა — (ბისლამას ენა. Ripablik blong Vanuatu, ფრანგ. République du Vanuatu, ინგლ. Republic of Vanuatu) – წყნაროკეანური სახელმწიფო მელანეზიაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოლომონის კუნძულების ტერიტორიული წყლები, დასავლეთიდან – ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, სამხრეთიდან – ახალი კალედონიის წყლები, ხოლო აღმოსავლეთიდან ფიჯის ტერიტორიული წყლები. სახელმწიფო განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე. ხმელეთის საერთო ფართობია — 12 190 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 2528 კმ. ვანუატუს მასახლეობა შეადგენს — 234 023 ადამიანს[1] (2009). დედაქალაქი — პორტ-ვილა.
ვანუატუს რესპუბლიკა Ripablik blong Vanuatu ვანუატუ |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Long God yumi stanap | ||||||
ჰიმნი: Yumi, Yumi, Yumi |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პორტ-ვილა 17°45′ ს. გ. 168°18′ ა. გ. / 17.750° ს. გ. 168.300° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბისლამა, ინგლისური, ფრანგული | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ბალდვინ ლონსდეილი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ბობ ლაფმანი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 12 190 კმ2 (161-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 234 023 (173-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 19,20 კაცი/კმ2 (188-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $726 მილიონი (175-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1,576 (121-ე) | ||||
აგი (2004) | 0.674 (საშუალო) (120-ე) | |||||
ვალუტა | ვანუატუს ვატუ (VUV ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+11:00 | |||||
ქვეყნის კოდი | AUS | |||||
Internet TLD | .vu | |||||
სატელეფონო კოდი | +678 |
ვანუატუ თავდაპირველად პოლინეზიელებით იყო დასახლებული. ევროპელების მიერ შენიშნული პირველი კუნძული გახდა ესპირიტუ-სანტო, რომელიც აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა პედრო კიროსმა 1606 წელს და ჩათვალა იგი „სამხრეთი უცნობი მიწის“ ნაწილად. 1880-იან წლებში, ვანუატუს ნაწილებზე პრეტენზიას გამოთქვამდნენ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო. 1906 წელს მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ახალი ჰებრიდები მათ ერთობლივ მმართველობაში, ბრიტანულ-ფრანგულ კონდომინიუმში გადავიდა. დამოუკიდებლობისათვის მოძრაობა 1970-იანი წლებიდან დაიწყო და ვანუატუ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1980 წელს შეიქმნა. ვანუატუ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, ფრანკოფონიის, სამხრეთ წყნაროკეანური კომისიის და წყნარი ოკეანიის კუნძულების ფორუმის წევრია. 2012 წლის 24 აგვისტოს ვანუატუს რესპუბლიკა საბოლოოდ გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი.
დასახელება
რედაქტირებაქვეყნის თანამედროვე სახელი, ვანუატუ (რაც ნიშნავს „მუდამ ეს მიწა“[2]), ოფიციალურად გამოიყენება 1980 წლის 30 ივლისიდან, როცა კუნძულებმა მიიღეს დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან.
ამ მოვლენამდე არქიპელაგს ერქვა „ახალი ჰებრიდი“. ის 1774 წელს დაარქვა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა[3] შოტლანდიის დასავლეთით მდებარე ჰებრიდის კუნძულების პატივსაცემად[4].
გეოგრაფია
რედაქტირებასაერთო გეოგრაფია
რედაქტირებამელანეზიური სახელმწიფო ვანუატუ წარმოადგენს Y-მსგავსი ფორმის კუნძულების ჯაჭვს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1176 კმ-ზე. უახლოესი სახელმწიფო, სოლომონის კუნძულები, მდებარეობს დაახლოებით 170 კმ-ით ვანუატუსგან ჩრდილოეთით, ახალი კალედონია — 230 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ფიჯი — 800 კმ-ით აღმოსავლეთით, ავსტრალია — 1750 კმ-ით დასავლეთით.
ვანუატუს ხმელეთის ფართობი შეადგენს 12 190 კმ²-ს. არქიპელაგი შედგება 14 მსხვილი და 60 პატარა, მაგრამ დასახლებული კუნძულებისაგან. საერთოდ, ვანუატუს შემადგენლობაში შედის 83 კუნძული.[5]. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია კუნძულთა ჯგუფები და დიდი კუნძულები: ბანქსის კუნძულები, ტორესის კუნძულები, შეპერდის კუნძულები, ეფატე, ესპირიტუ-სანტო, მოტა, ტანა და მალეკულა. ვანუატუს ყველაზე დიდი კუნძულია ესპირიტუ-სანტო, რომლის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი — მთა ტაბვემასანა (1879 მ). კუნძულებზე ამბრიმი, ობა და ტანა მდებარეობენ მთები, რომელთა სიმაღლე აჭარბებს 1000 მეტრს ზღვის დონიდან. კუნძულთა დიდ ნაწილს აქვს მთიანი რელიეფი, რაც გამოწვეულია ოკეანის პლიტების მოძრაობით. ზოგიერთი კუნძული ჩამოშვებული კლდეებით გარშემორტყმულია გაქვავებული მარჯნის რიფებით. არქიპელაგიდან დასავლეთით მდებარეობს ოკეანის ღრმული სიღრმით 8000 მეტრი.
ვანუატუს ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია ჰიუ ტორესის კუნძულების ჯგუფში: ის მდებარეობს 150 კილომეტრში სანტა-კრუსის კუნძულებიდან სამხრეთით, რომელიც ეკუთვნის სოლომონის კუნძულებს. ოფიციალურად ქვეყნის ყველაზე სამხრეთი კუნძულია ანეიტიუმი, მაგრამ ვანუატუ პრეტენზიას აცხადებს ახალი კალედონიის უფრო სამხრეთ მათიუსა და ჰანტერის კუნძულებზე[6].
გეოლოგია
რედაქტირებაგეოლოგიური თვალსაზრისით ვანუატუს კუნძულები ახალგაზრდაა, ხოლო მათი ჩამოყალიბება მოხდა ვულკანური აქტივობის ოთხი ძირითადი ეტაპის დროს[7], რომელიც გამოწვეულია რეგიონში ლითოსფერული ფილაქნების მოძრაობით[8]. ახალი ჰებრიდის კუნძულები სტრუქტურულად შედგება უპირატესად ამოფრქვეული ვულკანური ჯიშებისაგან: დედაქანი, ბაზალტი, ანდეზიტი, ვულკანოკლასტიკური დანალექისაგან და კირქვისაგან[9].
ვანუატუს კუნძულებმა დაიწყო ჩამოყალიბება მიოცენის ეპოქაში[9]. ესპირიტუ-სანტოს, მალეკულასა და ტორესის კუნძულები წარმოიშვნენ დაახლოებით 22 მილიონი წლის წინ, მაევო და პენტეკოსტი — დაახლოებით 4—10 მილიონი წლის წინ, არქიპელაგის სხვა კუნძულები — დაახლოებით 2—3 მილიონი წლის წინ[8]. ამასთან კუნძულთა ჩამოყალიბების პროცესი გრძელდება: სავარაუდოდ, ვანუატუს თანამედროვე ხმელეთის 20 %-მდე ჩამოყალიბდა ბოლო 200 ათასი წლის განმავლობაში[7].
შეპერდის ჯგუფის კუნძულები ეპი და ტონგოა ადრე წარმოადგენდნენ ერთიან კუვაეს (ბისლამას ენა. Kuwae) კუნძულს (დასახელება აღებულია კუნძულების ლეგენდებიდან, რომლებიც მდებარეობენ ეპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით)[10]. მაგრამ 1452 წელს კუვაეს ვულკანის დიდი ამოფრქვევის შემდეგ კუვაეს კუნძული დაიშალა: შედეგად ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი კუნძული და ოვალური ფორმის დიდი კალდერა ზომით 12 x 6 კმ. უკანასკნელ 10 ათას წელიწადში ყველაზე დიდმა ამ ამოფრქვევამ (ატმოსფეროში ამოიფრქვა 35 კმ³-მდე ვულკანური მასალა), გავლენა მოახდინა არა მარტო ახალი ჰებრიდის არქიპელაგის გეოგრაფიაზე და ისტორიაზე, არამედ იმოქმედა გლობალურ კლიმატზე რამდენიმე წლის განმავლობაში[11].
ახალი ჰებრიდის კუნძულების ჩამოყალიბების ისტორია შეიძლება მოკლედ აღიწეროს შემდეგნაირად. პირველად დაიწყო წყალქვეშა ვულკანების ამოწევა, ხოლო ოკეანის ზედაპირის მიღწევის შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა. შემდგომში ვულკანურმა აქტივობამ მოიკლო, დაიწყო მარჯნების აქტიური ზრდა ვულკანების ნაპირებში. ლითოსფერული ფილაქნების მოძრაობამ გამოიწვია წყალქვეშა რიფების ამოწევა, რომლებიც გახდნენ ხმელეთის ნაწილი (თანამედროვე ვანუატუს კუნძულების ზედაპირის დაახლოებით 20 % შედგება კირქვისაგან)[8]. შემდეგ კუნძულების ზედაპირმა განიცადა ეროზია, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კუნძულების თანამედროვე რელიეფი. მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ამოწევის პროცესი არ დამთავრებულა: ყოველწლიური ამოწევა შეადგენს დაახლოებით 0,5 მმ-ს[8].
ვანუატუს კუნძულები მდებარეობს წყნარი ოკეანის ვულკანურ ზოლში, სადაც ავსტრალიური და წყნარი ოკეანის ლითოსფერული ფილაქნები ეჯახებიან ერთმანეთს. ამის გამო კუნძულებზე ხშირად ხდება ვულკანების ამოფრქვევა და მიწისქვეშა ბიძგები, თუმცა ისინი იშვიათად აღწევენ დამანგრეველ ძალას.
ვანუატუს ყველაზე ცნობილი მოქმედი ვულკანია იასური, რომელიც მდებარეობს კუნძულ ტანაზე (მისი სიმაღლე აღწევს 365 მეტრს). მისგან შორიახლოს მდებარეობს სივის ტბა, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ლავური ხეობებით და ვულკანური ფერფლით. იასური ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ადამიანისთვის ყველაზე მისადგომ მოქმედ ვულკანად[12]. ადგილობრივი მოსახლეობის მითოლოგიური წარმოდგენების თანახმად ვულკანი მკვდარი სულების სახლია, ამიტომ ეს ადგილი საღვთოა. ობას ჩამქრალი ვულკანის სიმაღლე კუნძულ ობაზე აღწევს 1500 მეტრს ზღვის დონიდან. მის სამ კრატერში განლაგებულია თერმალური ტბები, რომელთა შორის ყველაზე დიდია მანაროს ტბა[12].
ბევრ კუნძულზე არსებობენ მიწისქვეშა გამოქვაბულები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ როგორც ვულკანური აქტივობის შედეგად, ისევე კირქვის ეროზიისაგან ან ფერფლისაგან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოქვაბულია — სივირი კუნძულ ეფატეზე[6]. ადგილობრივი გეოლოგიის სხვა მთავარი ასპექტია სანაპირო ჯიშები, რომლებიც შედგება კალციუმის კარბონატის ნიჟარებისა და პლანქტონისაგან წარმოქმნილი ქვის მდგომარეობამდე ცემენტირებული ხსნარისაგან. ამასთან ამაგრებს არა მარტო ქვიშას ნაპირზე, არამედ სხვა ნივთებსაც, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ეპოქის სხვადასხვა სამხედრო მოწყობილობებს კუნძულ ესპირიტუ-სანტოს მილიონი-დოლარის (ინგლ. Million dollar Point) კონცხზე[6].
ვანუატუს კუნძულებზე არ არსებობს ადამიანისთვის ცნობილი სასარგებლო წიაღისეულის დიდი საბადოები, მაგრამ მიმდინარეობს აქტიური გეოლოგიური ძიება. გვხვდება ოქროს უმნიშვნელო საბადოები (უპირველეს ყოვლისა, კუნძულ ესპირიტუ-სანტოზე) და მანგანუმი (1980-იან წლებამდე მოიპოვებოდა კუნძულ ეფატეზე[13]).
კლიმატი
რედაქტირებავანუატუს უმრავლესი კუნძულებისთვის დამახასიათებელია ეკვატორულ კლიმატთან ახლო მდგომი ტენიანი ტროპიკული კლიმატი. მაგრამ მთიანი რელიეფის მქონე კუნძულებზე არსებობს მკვეთრი კლიმატური განსხვავება, რომელიც დამოკიდებულია ზღვის დონიდან სიმაღლეზე და პასატების გავლენაზე[9]. კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ქარსზედა მხარის დაბალ სიმაღლეებს აქვთ ტიპური ეკვატორული კლიმატი (ნალექების რაოდენობა მერყეობს 2500-დან 4000 მმ-დე); ჩრდილო-დასავლეთი ქარსქვედა მხარისათვის დამახასიათებელია ტროპიკული კლიმატი წელიწადში ორი სეზონით (ნალექების რაოდენობა, როგორც წესი არ აჭარბებს 2000 მმ-ს). არქიპელაგის სამხრეთში დაახლოებით 500—600 მეტრ სიმაღლეზე და ჩრდილოეთით 200—300 მეტრ სიმაღლეზე კლიმატი ტენიანია ხშირი ნისლით და ნალექებით, რომელიც აჭარბებს 5000 მმ-ს წელიწადში[9].
მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით (ზამთრის თვეები) ახალი ჰებრიდის კუნძულებზე ქრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ბრიზები. შედეგად გვხვდება მზიანი დღეები და ცივი ღამეები. ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით ჰაერი ძალიან ტენიანია მეტად ხშირი და ძლიერი თავსხმა წვიმებისაგან. წლის ამ დროს გვხვდება მაღალი ტემპერატურები და ხშირი ციკლონები. წვიმის სეზონის დროს წლის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთის კუნძულებზე შეადგენს 30 °C-ს, მშრალი სეზონის დროს — დაახლოებით 20 °C-ს. სამხრეთის კუნძულებზე წლის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 29 °C-დან 17 °C-მდე. სახელმწიფოს დედაქალაქში, ქალაქ პორტ-ვილაში, წვიმის სეზონის დროს ტენიანობამ შეიძლება მიაღწიოს 90 %-ს. მშრალი სეზონის დროს — 70-74 %-ს.
ვანუატუს ყველა კუნძულზე ძლიერი წვიმების სეზონი გრძელდება იანვრიდან მარტის ჩათვლით. წელიწადში ყველაზე წვიმიანი თვე თებერვალია (20 წვიმიანი დღე). ყველაზე მშრალი თვეებია — აგვისტო და სექტემბერი. წლის საშუალო ნალექების რაოდენობა ჩრდილო-აღმოსავლეთ კუნძულებზე შეადგენს დაახლოებით 4000 მმ-ს, სამხრეთის კუნძულებზე — 2360 მმ-ს.
კუნძულებზე ციკლონები ყველაზე ხშირად ხდება დეკემბერ-მარტში და ფორმირდება მარჯნის ზღვის თავზე, რომელიც იმყოფება ვანუატუს ჩრდილო-დასავლეთით.
ნიადაგი და ჰიდროლოგია
რედაქტირებავანუატუს ნიადაგი უპირატესად შედგება ვულკანური ჯიშებისაგან. მათი უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ვულკანური ფერფლის მაღალი შემადგენლობა.
ქვეყანაში გამოირჩევა კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული ნიადაგის სამი ძირითადი ჯგუფი: ფერალიტური ნიადაგი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებზე ტენიანი კლიმატით, ფერსიალიტური ნიადაგი ჩრდილო-დასავლეთ კუნძულებზე უფრო მშრალი კლიმატით და მაღალმთიანეთის ანდური ნიადაგი[9]. რაც უფრო ტენიანია კლიმატი და რაც უფრო ახალგაზრდაა ვულკანური ფერფლი, მით უფრო ანდურია ნიადაგი.
მიუხედავად ხშირი და ძლიერი წვიმებისა დაბალი სიმაღლეების ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია ფერფლის მაღალი შემცველობის გამო. მაგრამ ანეიტიუმის, ერომანგას, ეფატესა და ესპირიტუ-სანტოს კუნძულებზე ნიადაგი ნაკლებად ნაყოფიერია, იმიტომ, რომ მათზე ჭარბობს ძველი ვულკანური ჯიშებისგან ჩამოყალიბებული ფერალიტური ნიადაგი[9].
ახალი ჰებრიდის კუნძულებზე ძალიან ცოტაა მდინარეები, რაც დაკავშირებულია კუნძულების ტროპიკებში მდებარეობით, ვულკანური ნიადაგით, რომელშიც წვიმის წყალი პრაქტიკულად არ ჩერდება[14]. ვანუატუს ბევრ კუნძულზე მდინარეები საერთოდ არ არსებობს. მაგრამ ეფატეზე, ესპირიტუ-სანტოზე, პენტეკოსტზე და ზოგიერთ სხვა კუნძულებზე გვხვდება მცირე წყლის დინებები, რომელთა სათავეები მდებარეობენ კუნძულების შიდა რაიონებში.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაადგილობრივი ფლორის და ფაუნის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო ახალი ჰებრიდის კუნძულებზე დიდი გეოლოგიური პროცესების დამთავრებისთანავე. მცენარეებისა და ცხოველების სახეობების დიდი ნაწილი, რომლებიც გამოჩნდნენ კუნძულებზე პაპუა-ახალი გვინეიდან, ახალი ბრიტანეთიდან და სოლომონის კუნძულებიდან, წარმოიშვნენ ინდო-ავსტრალაზიიდან[8]. კუნძულებზე მცენარეთა თესლები შემოიტანეს ზღვის გადამფრენმა ფრინველებმა ოკეანის დინების დახმარებით. ფრინველთა ნაწილი შემოფრინდა ავსტრალიიდან ახალი კალედონიის გავლით[8].
ვანუატუს კუნძულებზე შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსაზღვრული მცენარეული ზონა, რომელთა მრავალფეროვნება დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, ოკეანის დონიდან სიმაღლეზე, ასევე სუბსტრატებზე: ხეობების ტყეებზე, მთის ტყეებზე, სეზონურ ტყეებზე, ახალი ვულკანური ზედაპირის მცენარეულობაზე, სანაპირო მცენარეულობაზე და მეორად მცენარეულობაზე[15].
მთის ტყეებში 500 მეტრ სიმაღლეზე უფრო მეტად იზრდება აგათისი და პოდოკარპი (ლათ. Podocarpus), ასევე მეტროსიდეროსი (ლათ. Metrosíderos), სიზიგიუმი (ლათ. Syzýgium) და სხვა მცენარეები[15]. სეზონური ტყეები, რომლებიც გარდამავალი ზონაა მშრალ და ტროპიკულ ტყეებს შორის, გვხვდება კუნძულების ქარსქვეშა მხარეს. სანაპირო მცენარეულობა წარმოდგენილია მანგროს ტყეებით, ხოლო ლიტორალური ტყეები — კაზუარინებით (ლათ. Casuarinaceae), პანდანუსებით, ბარინგტონიებით, ჰარიტაკებით[15].
ჭურჭლოვანი მცენარეების საერთო ჯამური რაოდენობა, რომლებიც იზრდება ვანუატუში, შეადგენს დაახლოებით 870 სახეობას, აქედან 130 ენდემურია[16]. მცენარეთა და ცხოველთა დიდი რაოდენობა კუნძულზე შემოყვანილია ადამიანის მიერ. მაგალითად, იამსი, ტარო, ბანანი, საგოვანები, სიმინდი, პურის ხე, შაქრის ლერწამი, ღორი, ძაღლი და შინაური ფრინველი ინტროდუცირებულია ახალი ჰებრიდის კუნძულებზე პირველი დასახლებულების მიერ[8]. ანანასი, ავოკადო, ნესვის ხე და მანიჰოტი ასევე შემოიტანეს ადამიანებმა, მაგრამ უკვე ევროპელებმა ტროპიკული ამერიკიდან[8]. ყველაზე ფასეული ხის ჯიშებია აგათისი და სანტალი (ლათ. Santalum).
ვანუატუს ერთადერთი ძუძუმწოვრებია მფრინავი მელიის 4 სახეობა და მწერიჭამია ხელფრთიანების 8 სახეობა, რომელთაგან 4 სახეობა ან ენდემურია, ან თითქმის ენდემური[15]. გრძელკუდა მფრინავ ძაღლებს (ლათ. Notopteris macdonaldi) და ლათ. Pteropus fundatus-ის სახეობის მფრინავ მელას აქვს დაცული სტატუსი, ხოლო სანტა-კრუსის მფრინავი ძაღლი (ლათ. Nyctimene sanctacrucis) ითვლება გადაშენებულად[15].
ვანუატუს კუნძულებზე ბუდობს ფრინველების 57 სახეობა, რომელთაგან 7 ენდემურია, ქვეწარმავლების 17 სახეობა, ნიანგების ჩათვლით და არაშხამიანი გველების ორი სახეობა, პეპლების 71 სახეობა (მათ შორის ხუთი — ენდემური), ჭიანჭველების და ტერმიტების 12 სახეობა (მათ შორის ხუთი — ენდემური), მოლუსკების 76 სახეობა (57 — ენდემური)[16].
სანაპირო წყლები ძალიან მდიდარია ზღვის ფაუნის წარმომადგენლებით. ზოგიერთ კუნძულებზე დებენ კვერცხებს ზღვის კუები. ამბაეს, ამბრიმის, პაამას, პენტეკოსტისა და მალეკულას კუნძულების ნაპირებზე ცურავენ ზვიგენები, მიუხედავად ამისა, სანაპირო წყლები უსაფრთხოა ტურისტებისათვის, რადგანაც კუნძულები გარშემორტყმულია გაქვავებული რიფებით.
ვანუატუს ტერიტორიაზე მდებარეობს ერთი ეროვნული პარკი და 106 დაცული და ნაკრძალი ტერიტორია. მათგან ყველაზე მთავარია ეროვნული პარკი „Million Dollar Point“, ნაკრძალები „Loru“ და „Vatthe“ კუნძულ ესპირიტუ-სანტოზე[17].
ისტორია
რედაქტირებავანუატუს უძველესი ისტორია ძალიან ცუდადაა შესწავლილი. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ იმას, რომ ამ რესპუბლიკის კუნძულები დასახლებული იყო ხალხით, რომლებიც ლაპარაკობდნენ ავსტრონეზიულ ენებზე დაახლოებით 4000 წლის წინ. ზოგიერთი აღმოჩენილი ჭურჭლები შეიძლება დათარიღდეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300—1100 წლებით.
ევროპელების მიერ შემჩნეული ვანუატუს პირველი კუნძული იყო კუნძული ესპირიტუ-სანტო, რომელიც 1606 წელს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა ესპანელმა ზღვაოსანმა პედრო ფერნანდეს კიროსმა, რომელმაც ჩათვალა კუნძული „სამხრეთ მიწების“ ნაწილად. მიუხედავად ამისა, ვანუატუს კუნძულებს შემდგომში არ სტუმრებია არც ერთი ევროპული გემი 1768 წლამდე, როდესაც კუნძულები ხელახლა აღმოაჩინა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა. 1774 წელს კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა კუნძულებს დაარქვა „ახალი ჰებრიდები“, რომელიც გამოიყენებოდა ვანუატუს დამოუკიდებლობამდე.
1825 წელს ვაჭარმა პიტერ დილონმა კუნძულ ერომანგაზე აღმოაჩინა სანტალის ხის ტყეები, რომელთა გაჩეხვა გრძელდებოდა 1830 წლამდე, როდესაც მოხდა შეჯახება პოლინეზიელ იმიგრანტებსა და ძირძველ მელანეზიელებს შორის. 1860-იანი წლების პერიოდში პლანტატორებმა ავსტრალიიდან, ახალი კალედონიიდან, სამოადან და ფიჯიდან, რომლებსაც ძალზე სჭირდებოდათ მუშა ძალა, ვანუატუს კუნძულებზე ხელი შეუწყვეს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით სამუშაოზე აყვანის პოლიტიკის აყვავებას, შემდგომში მათი მონებად გადაქცევის მიზნით. ამ „შავ შაშვებზე ნადირობის“ (ინგლისური სიტყვიდან „blackbirding“) აყვავების პერიოდში ნახევარზე მეტი ზრდასრული მამაკაცი მუშაობდა უცხოურ პლანტაციებში[5]. ამ დროს გამოვლინდა კუნძულების მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება.
ამავე დროს ახალი ჰებრიდის კუნძულებზე გამოჩნდნენ პირველი კათოლიკური და პროტესტანტული მისიონერები. მიწის საძებნელად მოდიოდნენ აგრეთვე ახალი დამსახლებლებიც, სადაც შესაძლებელი იყო ბამბის პლანტაციების გაშენება. როდესაც ფასებმა ბამბაზე საკმაოდ დაიკლო, ისინი გადავიდნენ ყავის, კაკაოს, ბანანისა და ქოქოსის პალმის მოშენებაზე. თავიდან ახალი ჰებრიდის კუნძულებზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ ბრიტანელი ქვეშევრდომები, რომლებიც მოდიოდნენ კუნძულებზე ავსტრალიიდან, მაგრამ 1882 წელს „ახალი ჰებრიდების კალედონური კომპანიის“ დაარსების შემდეგ მომრავლება დაიწყო საფრანგეთის ქვეშევრდომებმა. ასწლეულის დასასრულს ფრანგულმა მოსახლეობამ ორჯერ გაუსწრო ბრიტანულს.
საფრანგეთიც და დიდი ბრიტანეთიც დაინტერესებულები იყვნენ ამ რეგიონით, ამიტომ იბადებოდა კითხვა, თუ ვის უნდა მიკუთვნებოდა კუნძულები. 1885 წელს საფრანგეთს უნდოდა დაუფლებოდა ახალი ჰებრიდის კუნძულებს ბრიტანეთისთვის ზოგიერთი დათმობების სანაცვლოდ. მაგრამ ბრიტანეთის იმპერიამ უარი თქვა ამ წინადადებებზე ყველა ავსტრალიური კოლონიების პროტესტის გამო ახალი სამხრეთი უელსის გარდა. 1887 წელს ხელი მოეწერა კონვენციას, რომლის თანახმადაც ახალი ჰებრიდის კუნძულებზე დაარსდა ინგლისურ-ფრანგული სამხედრო-საზღვაო კომისია. მასში რიგრიგობით თავმჯდომარეობდნენ ახალჰებრიდული სადგურის ბრიტანული და ფრანგული სამხედრო გემების მეთაურები. შემდგომში ეს კომისია იღებდა პასუხისმგებლობას ახალი ჰებრიდის კუნძულებზე ბრიტანული და ფრანგული მოსახლეობის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვაზე. მიუხედავად ამისა კომისიას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო მიწის უფლებაზე დავაში.
1889 წლის 9 აგვისტოს დასახლება პორტ-ვილა გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა ფრანსვილი[18]. ის გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც შემოღებული იქნა საყოველთაო საარჩევნო უფლება სქესისა და რასის მიუხედავად, თუმცა სამთავრობო თანამდებობების დაკავება შეეძლოთ მხოლოდ „თეთრი რასის“ წარმომადგენლებს[19]. ამ „კომუნამ“ იარსება სულ რამდენიმე ხანი: 1890 წლის ივნისში მან პრაქტიკულად შეწყვიტა თავისი არსებობა[20].
1906 წელს შედგა შეთანხმება, რის თანახმადაც ახალი ჰებრიდის კუნძულები გამოცხადდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ სამფლობელოდ (კონდომინიუმი). შემდგომში შეიქმნა მართვის უნიკალური ფორმა დაყოფილი კოლონიალური სახელმწიფო ორგანოებით და მხოლოდ ერთიანი სასამართლოთი. ახალი ჰებრიდის კუნძულების ძირძველ მოსახლეობას მელანეზიელებს, უარი ეთქვათ მიცემოდათ ორივე კოლონიალური ქვეყნის მოქალაქეობა.
სახელმწიფოებრივი წყობის ფორმის შეცვლა დაიწყო 1940-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კონდომინიუმში დაიწყო პირველი ეროვნული ორგანიზაციების გამოჩენა. კუნძულებზე პირველი პოლიტიკური პარტია გამოჩნდა მხოლოდ 1970-იანი წლების დასაწყისში და დაერქვა ახალი ჰებრიდების ნაციონალური პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა მამა უოლტერ ლინი (შემდგომში ვანუატუს პრემიერ-მინისტრი). 1974 წელს პარტიას გადაერქვა სახელი და ეწოდა „ვანუა’აკუ პატი“. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება გახდა ახალი ჰებრიდის კუნძულების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. მან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1980 წლის 30 ივლისს, ხოლო ქვეყანამ სახელად მიიღო — ვანუატუს რესპუბლიკა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირება1906 წელს ხელმოწერილი კონვენციის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ახალი ჰებრიდის კუნძულებზე კონდომინიუმის შექმნას ოთხი წლის განმავლობაში არ არსებობდა ადმინისტრაციული დაყოფა, ხოლო სხვადასხვა საქმეების განხილვას მელანეზიელების მონაწილეობით აწარმოებდა არა საერთო სასამართლო, არამედ სამხედრო-საზღვაო კომისია[21]. 1911 წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ადმინისტრაციული რეფორმის ჩასატარებლად. შედეგად 1912 წელს ახალი ჰებრიდების ზოგიერთ კუნძულზე დაინიშნენ რეზიდენტ-კომისართა (კუნძულ ეფატეს გამოკლებით) წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებოდათ მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და მათი სხვადასხვა პრეტენზიების განხილვა. ბრიტანელი წარმომადგენლები გაიგზავნენ ტანასა და ესპირიტუ-სანტოს კუნძულებზე, ფრანგები — მალეკულასა და პენტეკოსტის კუნძულებზე[22]. 1985 წელს ჩატარდა მორიგი ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის შედეგად გაუქმდა ოთხი ოლქი და დაარსდა თერთმეტი კუნძულოვანი საბჭო[23].
1994 წლიდან ვანუატუს რესპუბლიკა იყოფა 6 პროვინციად[23]. პროვინციათა დასახელება წარმოიქმნა პროვინციის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კუნძულების დასახელების პირველი მარცვალისაგან ან ასოსაგან.
№ | პროვინცია (ქართ.) |
პროვინცია (ინგლ.) |
ადმინისტრაციული ცენტრი |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2009 წელი) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | მალამპა | Malampa | ლაკატორო | 2779 | 36 727 | 13,22 |
2 | პენამა | Pénama | სარატამატა | 1198 | 30 819 | 25,73 |
3 | სანმა | Sanma | ლუგანვილი | 4248 | 45 855 | 10,79 |
4 | ტაფეა | Tafea | ისანგელი | 1628 | 32 540 | 19,99 |
5 | ტორბა | Torba | სოლა | 882 | 9359 | 10,61 |
6 | შეფა | Shéfa | პორტ-ვილა | 1455 | 78 723 | 54,11 |
სულ | 12 190 | 234 023 | 19,20 |
მოსახლეობა
რედაქტირებავანუატუს მოსახლეობის უმეტესობა ავსტრანეზიულ რასას ეკუთვნის, მოსახლეობის 94 %-ზე მეტი აბორიგენია, უმნიშვნელო ნაწილი ევროპელი და ავსტრალიური წარმოშობისაა, ასევე ცხოვრობენ ოკეანეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეთნიკური უმცირესობები. ქვეყანას მრავალი კუნძული გააჩნია, სადაც სალაპარაკო ენად სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული ენები გამოიყენება, რომელთაც ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.
რაოდენობა და განსახლება
რედაქტირებავანუატუს მოსახლეობა | ||
---|---|---|
მოსახლეობის სტრუქტურა | ||
მოსახლეობის რაოდენობა | 234 023 ად. (2009) | |
მოსახლეობის სიმჭიდროვე | 19,20 ად./კმ² (2009) | |
საშუალო ასაკი | საერთო: 23,9 (2009) კაცები: 25,5 (2009) ქალები: 22,5 (2009) | |
ასაკობრივი სტრუქტურა | 0-14: 38,9 % (2009) 15-60: 55,2 % (2009) 60 წელზე უფროსი: 5,9 % (2009) | |
ქალაქის მოსახლეობის წილი | 24,4 % (2009) | |
შობადობა | ||
ფერტილობის საერთო კოეფიციენტი | 2,63 ‰ (2007) | |
შობადობის საერთო კოეფიციენტი | 22,35 ‰ (2007) | |
სიკვდილიანობა | ||
ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 დაბადებულზე (ასაკი 1 წლამდე) |
52,45 ‰ (2007) | |
ბავშვთა სიკვდილიანობა (1-დან 4 წლამდე) | NA |
1999 წლის აღწერის მიხედვით ვანუატუს მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 186 678 ადამიანი[24] 2009 წლისთვის ეს ციფრი გაიზარდა 234 023 ადამიანამდე (აღწერა 2009)[1], ამასთან სახელმწიფოს დედაქალაქში — პორტ-ვილაში, ცხოვრობდა 44 040 ადამიანი[25].
ვანუატუს მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი დასახლებულია ქვეყნის ოთხ ძირითად კუნძულზე: ეფატეზე (სადაც მდებარეობს დედაქალაქი პორტ-ვილა), ესპირიტუ-სანტოზე (სადაც მდებარეობს ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი ლუგანვილი — 13 167 ად.)[25], მალეკულაზე და ტაფეაზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სანაპიროებზე ან მის მახლობლად. დიდი კუნძულების შიდა რაიონები, რომლებიც დაფარულია ხშირი ტყეებით, როგორც წესი დაუსახლებელია.
2009 წლის აღწერის მიხედვით კაცები შეადგენენ 119 090 ადამიანს (50,89 %), ქალები — 114 933 ადამიანს (49,11 %). ქალაქის მოსახლეობის წილი 2009 წლის მდგომარეობით შეადგენს 57 207 ადამიანს (24,4 %), სოფლის — 176 816 ადამიანს (75,6 %)[1]. სასოფლო რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდულობა ძალიან დაბალი შემოსავლის დონესთან შეხამებაში და ბოლო წლებში შემოსავლებში ზრდადმა დიფერენცირებამ ქალაქსა და სოფელს შორის გამოიწვია მოსახლეობის გადასვლა ქვეყნის მთავარ ქალაქებში — პორტ-ვილაში და ლუგანვილში[26].
2009 წელს მოსახლეობის საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა შეადგინა 2,3 %[1]. შედეგად, 2029 წლისთვის პროგნოზით ვანუატუს მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება 395 017 ადამიანამდე[24] ეს მაჩვენებლები საკმაოდ ეწინააღმდეგება XIX საუკუნის მაჩვენებლებს, როდესაც ევროპელების კოლონიალური პოლიტიკის, შემოტანილი ავადმყოფობებისა და პანდემიის შედეგად ვანუატუს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 1 მილიონი ადამიანიდან თითქმის 41 ათას ადამიანამდე[27]. ზოგიერთმა კუნძულმა, მაგალითად, ანეიტიუმმა და ერომანგამ, ქვეყნის ისტორიის ამ პერიოდში დაკარგა თავისი მოსახლეობის 95 %-ზე მეტი[5].
2009 წელს 14 წლამდე ბავშვების წილმა შეადგინა 90 973 ადამიანი (38,9 %), უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა 15-დან 60 წლამდე — 129 244 ადამიანი (55,2 %), 60 წელზე უფროსების წილმა — 13 806 ადამიანი (5,9 %)[1]. 1999 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ კაცებში შეადგინა 65,6 წელი, ქალებში — 69 წელი[24].
ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირებაეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 94 %-ს შეადგენენ ვანუატუს ძირძველი მაცხოვრებლები — ნი-ვანუატუ. დანარჩენები: 4 % — ევროპელები, 2 % — ოკეანეთისა და აზიის სხვა ხალხები[5].
ვანუატუში ასევე არსებობს ჩინელების მცირერიცხოვანი ჯგუფი, ძირითადად წარმოდგენილია ვაჭრებით, ასევე ვიეტნამელები, რომლებიც შედგება ძველად ადგილობრივ პლანტაციებში მომუშავე შავი მუშების შთამომავლებისაგან. მუშათა პირველი ჯგუფი ტონკინიდან (ვიეტნამის ჩრდილოეთი ნაწილი) ჩამოვიდა ახალი ჰებრიდის კუნძულებზე 1920 წელს[28]. შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კუნძულებზე უკვე ცხოვრობდა დაახლოებით 2500 ვიეტნამელი, რომელთაგან 1945 წელს სახლში რეპატრირებული იქნა მხოლოდ 550 ადამიანი[28].
ენები
რედაქტირებავანუატუში სამი სახელმწიფო ენაა — ინგლისური ენა, ფრანგული ენა და ბისლამა (კრეოლური ენა უპირატესად ინგლისური ენის საფუძველზე). ბისლამაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა, როგორც მშობლიურ ენაზე შეადგენს — 6200 ადამიანს, ძირითადად, დედაქალაქ პორტ-ვილაში და ქალაქ ლუგანვილში, ამასთან ის ესმის ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს[29]. ასევე ბისლამა გავრცელებულია ახალ კალედონიაში[29].
ამ ოფიციალურ ენებთან ერთად კიდევ არსებობს 109 ადგილობრივი ენა[30] (სხვადასხვა წყაროებში ციფრები მნიშვნელოვნად მერყეობს იმ სიძნელეების გამო, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთ ენებსა და დიალექტებს შორის დიდ სხვაობაში, ასევე ძირძველი ენების მუდმივი გადაშენების გამო[31]). ერთ ენაზე მოლაპარაკეების საშუალო რიცხვი შეადგენს 2 ათას ადამიანს; ისინი ყველანი შედიან ავსტრონეზიული ენების ოჯახში[30]. ძირძველი ენების მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება გაქრობის საფრთხის ქვეშ. ენების ყველაზე უფრო დიდი კონცენტრაცია შეინიშნება კუნძულებზე ესპირიტუ-სანტო და მალეკულა (დაახლოებით 24 ენა თითოეულზე). ანეიტიუმის, ტანასა და ერომანგას კუნძულების ენები, რომლებიც შედიან ტაფეას პროვინციის შემადგენლობაში, მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის სხვა დანარჩენი ენებისაგან და ახლოა ახალი კალედონიის ენებთან[32]. მელანეზიურ ენებთან ერთად ვანუატუში ასევე არსებობს სამი პოლინეზიური ენა: მელე-ფილა, ფუტუნა-ანივა და ემაე. ისინი ჩამოყალიბდნენ პოლინეზიელების აღმოსავლეთ პოლინეზიიდან უკუ მიგრაციის შედეგად[32].
ყველაზე გავრცელებული ძირძველი ენებია პარა (7000 მოლაპარაკე), ლენაკელი (6500 მოლაპარაკე), პაამა (6000 მოლაპარაკე), ურიპივ-ვალა-რანო-ატჩინი (6000 მოლაპარაკე), აღმოსავლეთ ამბაე (5000 მოლაპარაკე), დასავლეთ ამბაე (4500 მოლაპარაკე), აპმა (4500 მოლაპარაკე) და სამხრეთ ეფატე (3750 მოლაპარაკე)[30].
რელიგიური შემადგენლობა
რედაქტირებაპირველი ქრისტიანი მისიონერები ახალი ჰებრიდის კუნძულებზე გამოჩნდნენ XIX საუკუნეში, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მათი მოღვაწეობა იყო ნაკლებად ეფექტური, ხოლო რელიგიის მასწავლებელთა ცხოვრება საკმაოდ სახიფათო. მაგალითად, ცნობილი მისიონერი ლონდონის მისიონერთა საზოგადოებიდან ჯონ უილიამსი მოკლული და შემდეგ შეჭმული იქნა კუნძულ ერომანგას ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ[33]. მხოლოდ XX საუკუნის შუაში ქრისტიანობა გახდა გაბატონებული რელიგია ახალი ჰებრიდის კუნძულების მელანეზიელ მოსახლეობას შორის[34].
ვანუატუში ქრისტიანულ სწავლებასთან ერთად ფართე გავრცელება ჰპოვა კარგოს კულტმა, რომელიც ჩაისახა კუნძულებზე მეორე მსოფლიო ომის წლებში და გვხვდება კუნძულებზე ტანა, მალეკულა და ესპირიტუ-სანტო[35]. მათგან ყველაზე ცნობილია ჯონ ფრუმის (კუნძულ ტანაზე) მოძრაობა, ასევე პრინც ფილიპის მოძრაობა (კუნძულ ტანაზე; იქ თაყვანს სცემენ ედინბურგის ჰერცოგ, პრინც ფილიპეს[36]).
ახალი ჰებრიდის კუნძულებზე ქრისტიანი მისიონერების გამოჩენამდე მოსახლეობა მისდევდა ანიმიზმს, რომლის კვალი შეიმჩნევა თანამედროვე რელიგიაშიც, რომელიც წარმოადგენს სულების ტრადიციული რწმენისა და ქრისტიანული სარწმუნოების ჯაჭვს[35]. კოლონიალურ პერიოდში რელიგია და განათლება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ადგილობრივი ენების უმრავლესობის დამწერლობა ჩამოყალიბდა ქრისტიანი მისიონერების მიერ. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაშიც რელიგია საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეროვნული დევიზიც კი ამბობს: „Long God yumi stanap“ (ბისლამას ენიდან თარგმანში „ჩვენ ვდგავართ ღმერთთან“).
2009 წლის მდგომარეობით პრესვიტერიანელების წილი შეადგენს 28 %-ს, ანგლიკანების — 15 %-ს, კათოლიკების — 12 %-ს, მეშვიდე დღის ადვენტისტების — 12 %-ს, სხვა ქრისტიანული მიმდინარეობის მიმდევრების — 13 %-ს, ადგილობრივი სარწმუნოების მიმდევრების (კარგოს კულტის მიმდევრებთან ერთად) — 5 %-ს[1].
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებასახელმწიფო წყობა
რედაქტირებავანუატუ — სუვერენული უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა. 1980 წლის 30 ივლისს მიღებული კონსტიტუცია ადგენს მართვის ვესტმინსტერული სისტემის პარლამენტარიზმის რესპუბლიკურ ფორმას[37].
საკანონმდებლო ხელისუფლება
რედაქტირებაქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაა ერთპალატიანი ვანუატუს პარლამენტი, რომელიც შედგება ოთხწლიანი ვადით არჩეული 52 დეპუტატისაგან. დეპუტატები აირჩევიან საყოველთაო აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით, რომელშიც შედის პროპორციონალური წარმომადგენლობის ელემენტები. პარლამენტში დეპუტატად არჩევის უფლება აქვს ვანუატუს ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი.
არჩევნების შემდეგ პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრები ირჩევენ სპიკერს და მის მოადგილეს.
პარლამენტი შეიძლება დათხოვნილი იყოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელსაც გამოიტანს პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა განსაკუთრებულ სხდომაზე, რომელსაც უნდა ესწრებოდეს ყველა დეპუტატის ¾-ზე არანაკლები წევრი. ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე პარლამენტმა უნდა გააფრთხილოს სპიკერი. პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს აგრეთვე ვანუატუს პრეზიდენტსაც, რომელსაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ. ვადამდელი არჩევნები ინიშნება პარლამენტის დათხოვნიდან არა უახლეს 30 დღეში და არა უგვიანეს 60 დღეში.
ვანუატუს პარლამენტი უფლებამოსილია გამოსცეს კანონები კანონპროექტების მიღების შემდეგ, რომელსაც წარმოადგენს ქვეყნის ერთი ან რამდენიმე მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ ის იგზავნება განსახილველად ვანუატუს პრეზიდენტთან, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს კანონპროექტს ორი კვირის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი თვლის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, მას შეუძლია მიმართოს ვანუატუს უზენაეს სასამართლოს.
აღმასრულებელი ხელისუფლება
რედაქტირებავანუატუ — საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელსაც არ გააჩნია რეალური ხელისუფლება. მას ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისაგან და რეგიონალური საბჭოების წარმომადგენლებისაგან. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმათა 2/3. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაა — 5 წელი. პრეზიდენტი შეიძლება გადაყენებული იქნას დაკავებული თანამდებობიდან თავისი უფლების გადაჭარბებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე ამომრჩეველთა კოლეგიის 1/3-ის ინიციატივით, შემდგომში სხდომაზე მხარდაჭერილი, რომელსაც ესწრებოდა ამომრჩეველთა ¾ და ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენელთა ¾. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი უნდა დაუჭიროს ამ სხდომაზე დამსწრე ამომრჩეველთა კოლეგიის 2/3-მა.
პრეზიდენტს აქვს შეწყალების, დასჯის ან დანაშაულის ჩამდენი ადამიანისთვის გამოტანილი სასამართლოს განაჩენის შერბილების უფლება. პრეზიდენტი ასევე ვალდებულია მიაქციოს ყურადღება იმას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციას. 2004 წლის 16 აგვისტოდან 2009 წლის 16 აგვისტომდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო კალკოტ მატასკელეკელე, ადვოკატი პორტ-ვილადან. 2009 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლის 2 სექტემბრამდე იოლუ აბილი, ხოლო 2014 წლის 22 სექტემბრიდან ვანუატუს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ბალდვინ ლონსდეილი.
აღმასრულებელი ხელისუფლება ვანუატუს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა საბჭოს ხელშია. მინისტრთა საბჭო შედგება პრემიერ-მინისტრისაგან და სხვა მინისტრებისაგან, რომელთა რიცხვი არ უნდა აჭარბებდეს პარლამენტის დეპუტატების საერთო რაოდენობის 1/4-ს. მთავრობის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ირჩევა პარლამენტის წევრების ხმათა უმრავლესობით მორიგ სესიაზე დეპუტატების ¾-ის დასწრებით. დღეისათვის (2013 წლის 23 მარტიდან) ქვეყნის პრემიერ-მინისტრია მოანა კარკასეს კალოსილი, მწვანეთა კონფედერაციის წევრი. მინისტრებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრი დეპუტატებიდან (მათ ასევე შეუძლიათ გადააყენონ ისინი თანამდებობიდან). მინისტრთა საბჭო იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პარლამენტის წინაშე.
სასამართლო ხელისუფლება
რედაქტირებავანუატუს სასამართლო ორგანოების სისტემას წარმოადგენს: სააპელაციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო, მაგისტრატული სასამართლო და კუნძულების სასამართლო[38].
ვანუატუს უზენაესი სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლოა, რომელიც განიხილავს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს. ის შედგება უზენაესი სასამართლოს წევრებისაგან და სამამდე სხვა მოსამართლისგან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნიშნავს ვანუატუს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან და ოპოზიციის ლიდერთან კონსულტაციის შემდეგ. თავმჯდომარე შეიძლება გახდეს მხოლოდ პირი, რომელმაც პრაქტიკა გაიარა ვანუატუს ტერიტორიაზე იურისტის რანგში. ყველა დანარჩენი მოსამართლეები ასევე ინიშნება პრეზიდენტის მიერ სამართალწარმოების კომისიის წარდგენით (ინგლ. Judicial Service Commission).
სააპელაციო სასამართლო შედგება უზენაესი სასამართლოს ორი ან მეტი მოსამართლისაგან. სტანდარტული უფლებების უმრავლესი საკითხები წყდება მაგისტრატულ სასამართლოში.
კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს სასოფლო და კუნძულის სასამართლოების შექმნას, რომლებიც დაკავებული იქნებიან ჩვეულებრივი უფლების საკითხებით, მათ შორის, მიწის საკამათო საკითხების გადაწყვეტით[38].
საარჩევნო ოლქები
რედაქტირებააქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობს ვანუატუს ყველა 18 წელს მიღწეული მოქალაქე. ხმის მიცემა არ არის სავალდებულო. ვანუატუს რესპუბლიკა დაყოფილია 17 საარჩევნო ოლქად. ოლქს მის ზომებთან დამოკიდებულებაში წარმოადგენს ერთიდან შვიდამდე დეპუტატი[37].
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებავანუატუში წესჩვეულებები დღემდე მთავარ როლს თამაშობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის გამოვლენაა უხუცესთა ეროვნული საბჭო, ცნობილი როგორც მალვატუ-მაური (ბისლამას ენა. Malvatu Mauri). უხუცესთა ეროვნული საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც შედგება ტრადიციული ბელადებისგან, რომლებსაც ირჩევენ მათი თანაბარი სტატუსის მქონე ადამიანები. ამ საბჭოს აქვს საერთო კომპეტენცია ყველა საკითხის განხილვაში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის წესჩვეულებებთან და ტრადიციებთან, და კონსულტაციას უწევს ვანუატუს მთავრობას კულტურის და ენის საკითხებში. მაგრამ საბჭოს არ აქვს რაიმე საკანონმდებლო ხელისუფლება, მხოლოდ წარმოადგენს რჩევების მიმცემ ორგანოს კულტურის საკითხებში.
ვანუატუში ეროვნულ პოლიტიკურ სტრუქტურებთან ერთად არსებობს ექვსი პროვინციული სამთავრობო საბჭო[37]. თითოეული საბჭო შედგება რამდენიმე დანიშნული და არჩეული წევრისაგან. პროვინციული საბჭოებს აქვთ უფლება გამოსცენ კანონები ცალკეული პროვინციის საზღვრებში[37].
პოლიტიკური პარტიები
რედაქტირებავანუატუში არ არსებობს მდგრადი პარტიული სისტემა, ხოლო არსებულთაგან ბევრ პოლიტიკური პარტიას არ აქვს ოფიციალური იდეოლოგია და პოლიტიკური პროგრამა[37]. ვანუატუში პარტიული სისტემა უმეტესად აგებულია ენობრივ განსხვავებებზე: საკმაოდ გამოირჩევიან პარტიები-ანგლოფონები (პარტია ვანუაკუ) და პარტიები-ფრანკოფონები (ზომიერი პარტიების კავშირი)[37]. პოლიტიკურ პარტიათა რიცხვი ვანუატუში მუდამ იზრდება. პარლამენტში შესულ პარტიებს, ხშირად არა აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ სახელისუფლო მთავრობა და იძულებულნი არიან იმუშაონ ერთობლივად, რათა შექმნან კოალიციური მთავრობა.
ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიებია — პარტია ვანუაკუ („ჩვენი მიწის პარტია“, მხარს უჭერს სოციალისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას), ეროვნული გაერთიანებული პარტია (სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ყველაზე მეტად მხარს უჭერს ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ამომრჩეველი), ზომიერი პარტიების კავშირი (კონსერვატიული პარტია, რომელსაც ყველაზე უფრო მხარს უჭერს ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ამომრჩეველი).
შეიარაღებული ძალები და პოლიცია
რედაქტირებავანუატუს რესპუბლიკაში არ არსებობს მუდმივად მოქმედი ჯარი. მიუხედავად ამისა 2005 წელს რესპუბლიკის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 50 221 გასაწვევ ასაკში მყოფი ადამიანი, რომელთაგან სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია 33 837 ადამიანი[39].
ქვეყანაში ასევე მოქმედებს პოლიცია, რომელიც დაყოფილია საერთო პოლიციურ ძალებად, მობილურ (ინგლ. Vanuatu Mobile Force) და საზღვაო ჯგუფებად (ინგლ. Police Maritime Wing)[39].
2004 წელს ქვეყანაში ჩადენილია 916 დანაშაული (2000 წელს — 1809). მათ შორის: ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ — 287, ქურდობა — 457, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა — 108[40].
საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებავანუატუს რესპუბლიკას დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 65 ქვეყანაზე მეტთან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ავსტრალიას, ჩინეთს, ახალ ზელანდიას და საფრანგეთს აქვთ თავიანთი საელჩოები, უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა ან მისიები ამ წყნარი ოკეანის სახელმწიფოს დედაქალაქში — პორტ-ვილაში.
ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უპირატესი მიმართულებაა ეკონომიკის დახმარება. ზუსტად ფინანსური სფეროს გასამყარებლად ვანუატუ შეუერთდა აზიის განვითარების ბანკს, საერთაშორისო განვითარების ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს კერძო წარმოებას, საწარმოო კოოპერატივებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დასაქმებას, და ქმნის პირობებს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.
1980 წლიდან ძირითადი ქვეყნები-დონორები ვანუატუს ეკონომიკაში არიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და საფრანგეთი. ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის კავშირი.
ვანუატუს რესპუბლიკა — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, წყნარი ოკეანის თავმჯდომარეობის თანასაზოგადოების, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, ერთა თანამეგობრობის, ფრანკოფონიის, აფრიკის, კარიბის კუნძულებისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.
საქართველოსთან ურთიერთობა
რედაქტირება2011 წლის მაისის ბოლოს მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვანუატუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარა და ეს აფხაზური დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა, თუმცა გაეროში ვანუატუს ელჩმა ეს ინფორმაცია არ დაასტურა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გვაქვს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და ვფიქრობთ, მალე დავამყარებთ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს“ - განაცხადა ელჩმა, დონალდ კალპოკასმა.[41]
2012 წლის მარტში, ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ქვეყანამ დიპლომატიური კავშირები დაამყარა აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიურმა პრესამ გაავრცელა.
ამასთან ერთად, იგივე პრესა წერდა, რომ ვანუატუს მთავრობას საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების დამყარება სურს. 2011 წელს, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მოგვიანებით მან ეს ჯერ უარყო, მერე კი კვლავ დაადასტურა. კარლოტის განცხადებით, ვანუატუსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური კავშირები არ არსებობს, მის ქვეყანას კი სურს საქართველოსთან დაახლოებისკენ გადადგას ნაბიჯები.
„აფხაზეთის საკითხი გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. თავის დროზე, მთავრობის წევრებმა მხოლოდ წერილი გააგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ განიხილებოდა აფხაზეთთან ფორმალური ურთიერთობების დაწყების საკითხი. ამჟამად ეს საკითხი აღარ განიხილება", - აცხადებს საგარეო საქმეთა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონი კუანაპო.[42]“
|
2013 წლის 15 ივლისს, საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ვანუატუმ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა უკან წაიღო: „ოქმში, რომელიც ვანუატუსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ გაფორმდა, არის შემდეგი ჩანაწერი, რომ ვანუატუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრის ფარგლებში, მათ შორის ცხინვალისა და აფხაზეთის ჩათვლით; უპრეცედენტოა ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმში, როგორც წესი, ასეთი მითითება არ ხდება.[43]
ეკონომიკა
რედაქტირებასაერთო დახასიათება
რედაქტირებავანუატუს ეკონომიკა | ||
---|---|---|
ვალუტა | 1 ვატუ (VUV) = 100 სანტიმი | |
საბიუჯეტო წელი | კალენდარული წელი | |
სავაჭრო ორგანიზაციები | ? | |
სტატისტიკა | ||
მდგომარეობა მსოფლიოში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით) | 182-ე (2005) | |
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (მუპ) | $739 მლნ (2006) | |
მშპ-ს ზრდა | 6,8 % (2005, შეფასება) | |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ) | $2900 (2003) | |
ინფლაცია | 2,7 % (2007) | |
მუშა ძალა | 76 410 (1999) | |
უმუშევრობა | 1,7 % (1999) | |
მეურნეობის მთავარი დარგები | სოფლის მეურნეობა, ტურიზმი | |
სავაჭრო პარტნიორები | ||
ექსპორტი | $40 მლნ (2006) | |
მთავარი პარტნიორები (ექს.) | ტაილანდი 59,7 %, ინდოეთი 16,7 %, იაპონია 11,4 % | |
იმპორტი | $156 მლნ (2006) | |
მთავარი პარტნიორები (იმპ.) | ავსტრალია 20,6 %, იაპონია 19,7 %, სინგაპური 12,1 %, ახალი ზელანდია 8,8 %, ფიჯი 7,7 %, ჩინეთი 7,4 %, ახალი კალედონია 4,3 % | |
სახ. ფინანსები | ||
საბიუჯეტო შემოსავლები | $78,7 მლნ (2005) | |
საბიუჯეტო გასავლები | $72,23 მლნ (2005) |
2006 წლის შეფასებით ვანუატუს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შეადგენდა $739 მლნ, ხოლო 2003 წლის შეფასებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე — $2900[39], რამაც ქვეყანა წყნარ ოკეანეში დააყენა მესამე ადგილზე სიღარიბის მხრივ[44]. ხოლო 1995 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვანუატუს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოდ მსოფლიოში[26]. ამასთან ქვეყანაში წერა-კითხვის დონე შეადგენდა 74 %-ს, ხოლო დაბადების შემდეგ სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა — სულ 63 წელს[39].
ვანუატუში ეროვნული ეკონომიკური ზრდა საკმაოდ არათანაბარია[44]. 1980-იანი წლების მეორე ნახევრის განმავლობაში მშპ-ს ზრდის ტემპი იყო დაქვეითებული, მხოლოდ 1989 წელს დაფიქსირდა ზრდის მნიშვნელოვანი აჩქარება. მაგრამ უკვე 1990-იანი წლების ბოლოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დაეცა, ხოლო 2001 წელს მას ჰქონდა უარყოფითი მაჩვენებელი (-0,5 %)[44]. მნიშვნელოვანი როლი ბოლო წლებში შეასრულა საგარეო ეკონომიკურმა დახმარებამ, რომელიც შეადგენს ქვეყნის მშპ-ს 21 %-მდე[45]. ვანუატუს ძალიან ნელი ეკონომიკური განვითარება შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორებით: ეკონომიკის ვიწრო პროფილი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე; პროდუქციის გასაღების მსოფლიოს ძირითადი ბაზრებისაგან საკმაო დაშორება; სასარგებლო წიაღისეულის დეფიციტი; სატრანსპორტო გადაზიდვების მაღალი ღირებულება და ხშირი ბუნებრივი კატაკლიზმები[44]. ამასთან ერთად, სახელმწიფო და კერძო სექტორებში შეიმჩნევა კვალიფიცირებული მუშა ძალის მწვავე ნაკლებობა.
ვანუატუს ეკონომიკის მთავარი სექტორია სახელმწიფო სექტორი, რომელსაც მოაქვს ქვეყნის მშპ-ს 65 %-მდე; სოფლის მეურნეობის წილია — 25 %, მრეწველობის — 10 %[26]. ტურიზმი — ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი დინამიკურად განვითარებადი დარგია და უცხოური სავალუტო შემოსავლების მთავარი წყაროა. მაგრამ დღემდე პრაქტიკულად მთელი ტურისტული საქმიანობა კონცენტრირებულია პორტ-ვილაში[26]. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია ნატურალურ სოფლის მეურნეობაში, რომელსაც ახასიათებს შეზღუდული რაოდენობის პროდუქტების მოყვანა. ქალაქ პორტ-ვილაში ასევე მოქმედებს ოფშორული ფინანსური ცენტრი[26].
2007 წლის მონაცემებით ქვეყანაში ინფლაციის დონე შეადგენდა 2,7 %-ს.[46]
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებავანუატუ — აგრარული ქვეყანაა. 2002 წელს სასოფლო სამეურნეო სექტორი იძლეოდა ქვეყნის მშპ-ს 25 %-მდე, ამასთან ვანუატუს ეროვნული ექსპორტის 75 % შეადგენდა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, ძირითადად კოპრა (მთლიანი ექსპორტის 35 %[5]), საქონლის ხორცი, კაკაო, პალმის ზეთი და მერქანი[5]. ბოლო დროს ქვეყნის ექსპორტში მაღალ ადგილს იკავებს ექსტრაქტი კავის ფესვებიდან. 1,2 მლნ ჰა მიწიდან მუშავდება 41 %[47]. ამასთან ნატურალურ მეურნეობაში იწარმოება მთელი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის 43 %-მდე და დასაქმებულია ვანუატუს შრომისუნარიანი მოსახლეობის 80 %-მდე[5].
მეცხოველეობაში, რომელსაც შემოაქვს ქვეყნის მთლიანი მშპ-ს 12 %-მდე და ეროვნული ექსპორტის 22 %-მდე, ჭარბობს ხორცის მომცემი მსხვილი რქოსანი პირუტყვის მომრავლება[47]. მსხვილი რქოსანი პირუტყვის სულადობა დაახლოებით 140—150 ათასია. მსხვილი რქოსანი პირუტყვის დიდი ნაწილი მოშენებულია კუნძულებზე ეფატე და ესპირიტუ-სანტო. 1992 წელს ძროხის ხორცის დიდი ნაწილი გაჰქონდათ იაპონიაში, პაპუა-ახალ გვინეაში და სოლომონის კუნძულებზე, ხოლო 1999 წლიდან ფიჯიზეც[47].
ბოლო ათწლეულებში ვანუატუს სოფლის მეურნეობაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. პლანტაციურმა სექტორმა, რომელშიც იწარმოება კოპრა და კაკაო, განიცადა ვარდნა, ძლიერ დაზარალდნენ მცირე მესაკუთრეები[48]. ამასთან მნიშვნელოვან ზიანს სოფლის მეურნეობას აყენებენ სხვადასხვა მავნებლები და ბუნებრივი კატაკლიზმები. კოპრის ექსპორტზე შენარჩუნებული დამოკიდებულება კაკაოს წარმოების ვარდნასთან შეხამებაში ნეგატიურად მოქმედებს ვანუატუს ეკონომიკაზე[48].
თევზჭერა
რედაქტირებათევზჭერა, რომელიც უზრუნველყოფს სანაპირო დასახლებებს ყოველწლიური შემოსავლის რაოდენობით 25 მლნ ვატუ, ხოლო შიდა ბაზრისთვის შემოაქვს 80 ტონა თევზი წელიწადში; მცირე რაოდენობა მიდის ექსპორტზე. ასევე მიმდინარეობს მოლუსკებისა (დაახლოებით 100 ტონა წელიწადში), რომელიც მიდის ექსპორტზე[49] და აკვარიუმის თევზების (უპირატესად კუნძულ ეფატეზე) მოპოვება[50].
სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება ასევე ხდება განსაკუთრებულ სანაპირო ეკონომიკურ ზონაში უცხოური გემებისათვის თევზის ჭერის უფლების ლიცენზიის გაცემის ხარჯზე[51]. თინუსის ჭერა ხდება იაპონიის, ტაივანისა და სამხრეთ კორეის გემებით ჯერ კიდევ 1950-იანი წლების შუიდან.
საერთაშორისო გემების მიმოსვლის რეგისტრში 2001 წლის მდგომარეობით ვანუატუს დროშის ქვეშ ცურავდა 524 გემი, რომელთაგან 99 იყო თევზმჭერი[51]. მთლიანად ამ გემებით ყოველწლიურად 26 ათას ტონა თევზს იჭერენ, რომელთაგან 60 % — კირიბატის რესპუბლიკის წყლებში. 1990 წელს ტაივანისა და სამხრეთ კორეის გემებზე მუშაობდა 400 ვანუატუს მოქალაქე, მაგრამ 1990-იანი წლების ბოლოს მათი რიცხვი დაეცა 120 ადამიანამდე[51].
ტრანსპორტი
რედაქტირება1999 წელს ვანუატუს ავტოგზების სიგრძე შეადგენდა 1070 კმ-ს. მათ შორის 256 კმ იყო მყარი საფარით[39]. რესპუბლიკაში არ არსებობს რკინიგზის ტრანსპორტი.
ეროვნული ავიაგადამზიდავია კომპანია „Air Vanuatu“, რომელიც ახდენს როგორც შიდა, ისევე საერთაშორისო ავიაგადაფრენებს ქალაქ ოკლენდში (ორი გაფრენა კვირაში), ბრიზბენში (სამი გაფრენა კვირაში), სიდნეიში (ექვსი გაფრენა კვირაში)[52], ნუმეაში და ფიჯიზე. სხვა ავიაკომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ფრენას ვანუატუში, არიან „Air Caledonie“, „Solomon Airlines“, „Pacific Blue“ და „Air Pacific“[53]. სულ 2007 წელს ქვეყანაში მოქმედებდა 31 აეროპორტი, მაგრამ მათგან მხოლოდ სამს აქვს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მყარი საფარით[39].
უმრავლეს კუნძულებზე მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსების სანომრე ნიშანზე აღნიშნულია ასო „B“), მუშაობს ტაქსი (სანომრე ნიშანზე აღნიშნულია ასო „T“)[52]. ქვეყნის უმსხვილესი პორტებია — ფორარი, პორტ-ვილა და ლუგანვილი[39].
კავშირგაბმულობა
რედაქტირებამასობრივი საინფორმაციო საშუალებების დიდი ნაწილი, AM და FM-რადიოების ჩათვლით, ყოველკვირეული გაზეთი „Vanuatu Weekly“, რომელიც გამოიცემა სამ ენაზე (ინგლისურ, ფრანგულ და ბისლამას ენებზე) და სატელევიზიო არხი (ერთადერთი ქვეყანაში), რომელიც მაუწყებლობს ქალაქ პორტ-ვილაში, იმყოფება ვანუატუს მთავრობის კონტროლს ქვეშ[54]. 1966 წელს დაარსებული სახელმწიფო „Radio Vanuatu“, ასევე მაუწყებლობს სამ ენაზე[55]. მაგრამ სახელმწიფო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან ერთად ქვეყანაში არსებობენ კერძოებიც: დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთი „Trading Post“ (გამოიცემა ინგლისურ ენაზე, წერილების განყოფილება და სპორტული ახალი ამბები — ბისლამას ენაზე), კერძო ყოველკვირეული გაზეთი და სხვა გაზეთები, რომლებსაც გამოსცემენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები[54].
ვანუატუ შეერთებულია სატელეგრაფო და ტელექსის კავშირით ჰონგ-კონგთან, პარიზთან, ნუმეასთან და სიდნეისთან[55]. 2005 წელს ქვეყანაში გამოიყენებოდა 7000 სახლის ტელეფონი და 12 700 მობილური ტელეფონი[39]. 2004 წელს ვანუატუში ინტერნეტით სარგებლობდა 7500 ადამიანი[39].
ვანუატუს კონსტიტუცია სიტყვის და პრესის თავისუფლების გარანტიას იძლევა, მაგრამ პრაქტიკაში ოპოზიციის კუთვნილ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, ხშირად ჩამოერთმევათ ხოლმე ლიცენზიები და იხურებიან[55].
ტურიზმი
რედაქტირებატურიზმი — ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორი (2000 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინა ვანუატუს მშპ-ს 40 %-მდე). სამრეწველო სექტორის წილი 2000 წელს შეადგენდა სულ 10 %-ს[5]. ძირითადი ტურისტული ცენტრებია — კუნძული ეფატე და სანაპირო კუნძულები, ასევე ესპირიტუ-სანტო.
კუნძულებზე ყველაზე პოპულარული დასვენების სახეობებია დაივინგი, თევზაობა ღრმა წყლებში, ქორწილებისა და თაფლობის თვეების ჩატარება.
2001 წელს ქვეყანას ეწვია 53 300 ტურისტი, რაც 4000-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს: მაშინ ქვეყანას ეწვია 57 591 ადამიანი[56]. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა პოლიტიკური არასტაბილურობა ვანუატუში[57]. მაგრამ ბოლო წლებში ტურისტების ნაკადი გაიზარდა, რაც გამოწვეულია პოლიტიკური კრიზისებით ფიჯიზე და სოლომონის კუნძულებზე[57]. ძირითადად ქვეყანას ტურისტები სტუმრობენ ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ახალი კალედონიიდან[56]. წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი სტუმრობს ვანუატუს კრუიზული ცურვის დროს[58].
ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზის მიღება ვანუატუში ჩასასვლელად[59]. ვიზის ღირებულება იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებთანაც არ დამყარებულა უვიზო რეჟიმი, შეადგენს 2500 ვატუს. ღირებულების გადახდა ხდება ქვეყანაში ჩასვლისთანავე ნაღდი ანგარიშსწორებით[59].
საგარეო ეკონომიკური კავშირები
რედაქტირებავანუატუს ექსპორტის ძირითადი სფეროა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია (კოპრა, კაკაო, საქონლის ხორცი, პალმის ზეთი), მერქანი. ვანუატუს რესპუბლიკა დამოკიდებულია იმპორტულ საკვებ პროდუქტზე, სამრეწველო საქონელზე, მანქანებზე და საწვავზე. იმპორტი ბევრჯერ აღემატება ექსპორტს. 2006 წელს ექსპორტის მოცულობამ შეადგინა $40 მლნ, ხოლო იმპორტისამ — $156 მლნ[39].
ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ექსპორტის სფეროში არიან ტაილანდი, ინდოეთი და იაპონია. ძირითადი პარტნიორები იმპორტის სფეროში — ავსტრალია, იაპონია, სინგაპური[39].
ფულადი სისტემა და ფინანსები
რედაქტირებავანუატუს ფულადი ერთეულია — ვატუ, რომელიც ბრუნვაში შევიდა 1983 წელს ახალჰებრიდული ფრანკის ნაცვლად. ბრუნვაში იმყოფება 7 მონეტა ნომინალებით 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 ვატუ (შემოღებულია 1988 წელს), ასევე 5 ბანკნოტი ნომინალებით 100, 200, 500, 1000 და 5000 ვატუ.
2001 წლის ბიუჯეტის მიხედვით გასავლები შეადგენდნენ 7885 მილიონ ვატუს, ხოლო შემოსავლები — 6887 მილიონ ვატუს[60].
გასავლის ნაწილის სფეროში ბიუჯეტის ყველაზე დიდი ხარჯებია საბინაო კომუნალურ მეურნეობაში სკმ[61]. 2001 წელს ხარჯები განათლებაზე შეადგენდა 1932 მილიონ ვატუს[61]. ხარჯების წილი ჯანდაცვაში — 908 მილიონი ვატუ[61]. შემოსავლებს შორის ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თანხებს მიღებულს გადასახადებისაგან და ბაჟისაგან, თანაც გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი გადასახადები[61].
ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა ასევე საფოსტო მარკები, რომლებიც ინტერესს იწვევენ ფილატელისტებს შორის მთელ მსოფლიოში.
ვანუატუს შიდა საბანკო სისტემა წარმოადგენს ორ უცხოურ და ორ ადგილობრივ ბანკს[62]. ეს ბანკები ვანუატუს სარეზერვო ბანკის მხრივ ზედამხედველობის ობიექტებია. ამას გარდა ვანუატუში რეგისტრირებულია კიდევ 7 უცხოური ბანკი (2003 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყანაში დარეგისტრირდა კიდევ 29 ბანკი)[62]. ვანუატუ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გახდა „ფისკალური ოაზისი“ და საერთაშორისო ოფშორული ზონა. მაგრამ მთელი რიგი ქვეყნების შეშფოთების ზრდის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო 2002 წელს უკანონოდ აღებული თანხების ლეგალიზაციასთან ვანუატუს მთავრობამ გაზარდა კონტროლი ოფშორულ სექტორზე.
სოციალური სფერო
რედაქტირებაჯანდაცვა
რედაქტირებაქვეყანაში არსებობენ მნიშვნელოვანი პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში. თუმცა 2000 წლის მდგომარეობით ვანუატუში არ იყო დარეგისტრირებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადების შემთხვევები, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აზრით, ეს მხოლოდ დროის საქმეა[48]. ფართედ გავრცელებულია ისეთი დაავადებები როგორიცაა: დიარეა, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ჰეპატიტი B.
ვანუატუს დედაქალაქში დიდი რაოდენობით ავადმყოფია დაავადებული შაქრის დიაბეტით, ხოლო მათი რიცხვი აჭარბებს მალარიით დაავადებულ ავადმყოფების რიცხვს. ამასთან ფართედ გავრცელებულია კანის დაავადებები, ტუბერკულოზი, ტროპიკული ციებ-ცხელება, ლიმფოკვანძების ფილარიატოზი[48].
მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად იღებენ მალარიასთან ბრძოლის ზომებს, ეს დაავადება რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჯანდაცვაში. მაგრამ უკვე 1999 და 2000 წლებში ვანუატუში არ იყო დარეგისტრირებული არც ერთი სიკვდილის შემთხვევა, რომელიც ამ დაავადებით იყო გამოწვეული[48].
ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება ხორციელდება 94-ზე მეტ საავადმყოფოში, კლინიკაში და ჯანმრთელობის ცენტრში, რომელთა მოქმედება კონტროლირდება ვანუატუს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მნიშვნელოვან დახმარებას ეწევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია[63].
განათლება
რედაქტირებავანუატუს განათლების ეროვნული სისტემის განვითარებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ენათა მრავალფეროვნება (60—100 ადგილობრივი ენა, ორი სახელმწიფო ენა და ერთი ეროვნული ენა — ბისლამა) და ორენოვანი განათლების სისტემა (ინგლისურ და ფრანგულ ენებზე), რომელიც კოლონიალური პერიოდიდანაა შემორჩენილი[48]. მთლიანად განათლების ხარისხი ვანუატუში საკმაოდ დაბალია. სულ ქვეყანაში არსებობს 101 დაწყებითი სკოლა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება ძნელადმისადგომ რაიონებში[48]. 2002 წლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 37 470 ადამიანს, საშუალო სკოლებში — 9610 ადამიანს[64]. ვანუატუს ბევრ დაშორებულ რაიონებში იგრძნობა მასწავლებელთა შემადგენლობის, შესაბამისი ინვენტარისა და ავეჯის მკვეთრი უკმარისობა. საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ასევე შედარებით დაბალია სწავლების დონე[48].
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაწყებითი განათლება უფასოა, ბევრი ოჯახი, რომელთაც საკმაოდ მცირე შემოსავალი აქვთ, იძულებულნი არიან დახარჯონ მნიშვნელოვანი თანხები ტრანსპორტზე და სხვა მომსახურებაზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია სწავლასთან[48]. 1989 წელს, ბავშვთა 74 %-მა 12-დან 15 წლამდე ასაკში და 80 %-მა 16-დან 17 წლამდე ასაკში უკვე დატოვეს სკოლები. შედეგად მათ არ მიუღიათ არანაირი კვალიფიკაცია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს შრომით მოწყობაში, ამიტომ ისინი ავსებენ უმუშევართა რიგებს[48].
მთლიან საშუალო განათლებას იძლევა ინგლისურენოვანი კოლეჯი მალაპოა (ინგლ. Malapoa College) და ფრანგული ლიცეუმი (ფრანგ. Lycée Français) ქალაქ პორტ-ვილაში. არასრული საშუალო განათლების მიღება ასევე შეიძლება ხუთ ინგლისურ პოსტ-დაწყებით სკოლაში და სამ ფრანგულ სკოლაში[65]. ადგილობრივი მაცხოვრებლები უმაღლეს განათლებას იღებენ უპირატესად საზღვარგარეთ (ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში)[65], თუმცა პორტ-ვილაში, მაგალითად, არის სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის კამპუსი[66], მასწავლებელთა კოლეჯი, სასოფლო-სამეურნეო სკოლა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი[67]. 2002 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა 2124 ადამიანი უმაღლესი განათლებით და 2703 ადამიანი ტექნიკური და პროფესიონალური განათლებით[64].
კულტურა
რედაქტირებავანუატუს კულტურის გამორჩეული სახეა ფართე რეგიონალური მრავალფეროვნება. პირობითად გამოყოფილია სამი კულტურული რეგიონი[68]:
- ჩრდილოეთი რეგიონი. მისთვის დამახასიათებელია სოციალური და პოლიტიკური საზოგადოების ორი ვარიაცია, რომელშიც მამაკაცებსა და ქალებს შეუძლიათ „იყიდონ“ თავიანთი საზოგადოებრივი სტატუსი. ბელადები ჩრდილოეთ კუნძულებზე ამყარებენ თავიანთ სტატუსს იმ სისტემის დახმარებით, რომელსაც ჰქვია ნიმანგკი (ბისლამას ენა — nimangki), რომლითაც ბელადმა უნდა მიიღოს სულების მხარდაჭერა მსხვერპლშეწირვის გზით[67]. ადამიანის სიმდიდრე და მდგომარეობა გამოიხატება იმით, რამდენი ხალიჩისა და გარეული ღორის შეწირვა შეუძლია მას. ადამიანს რამდენადაც მეტი გარეული ღორის შეწირვა შეეძლება (ამასთან ერთად ფასდება ეშვების სიგრძე), საზოგადოებაში მით უფრო მაღალ მდგომარეობას დაიკავებს ის[67].
- ცენტრალური რეგიონი. დამახასიათებელია პოლინეზიური ტიპის საზოგადოებისთვის, მემკვიდრეობითი ბელადის მაღალ დონეზე ყოფნა ყველა კლასობრივ საზოგადოებაზე, რომლებიც შედგება არისტოკრატებისგან და ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან. საზოგადოების ეს ტიპი გვხვდება კუნძულებზე ფუტუნა, იფირა და სოფელ მელეში (კუნძული ეფატე)[67].
- სამხრეთი რეგიონი. ბელადის ტიტული მიენიჭება მხოლოდ განსაკუთრებულ ხალხს. მათ ეს სტატუსი ანიჭებს უფლებას ყველა მიწებისა და სხვა სოციალური ჯგუფების მფლობელობაზე[68].
ვანუატუში ბელადები არიან მშვიდობისა და სიმართლის გარანტები. მათი როლი თანამედროვე საზოგადოებაში დღემდე საკმაოდ მაღალია: ბელადის სიტყვა კანონია[67].
მუსიკა და ცეკვები
რედაქტირებანი-ვანუატუს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვებს, რომლებიც მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური ინსტრუმენტია ტამტამი, ადგილობრივი სახესხვაობა ბარაბანისა ან გონგისა[69]. ფართედ გავრცელებულია ფლეიტა. კუნძულებზე ევროპელების გამოჩენის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო მთელი რიგი უცხოური ინსტრუმენტების გამოყენება. თითოეულ ცერემონიას, როგორც წესი, თან ახლავს მუსიკა[68]. 1990-იან წლებში ვანუატუში გამოჩნდა რიგი მუსიკალური ჯგუფები, ხოლო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა გახდა ზუკი, რეგეტონი. ყოველწლიურად 1996 წლიდან კუნძულებზე ტარდება თანამედროვე მუსიკის — „Fest’Napua“ს ექვსდღიანი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რიგი მომღერლები და ჯგუფები ოკეანეთის სხვა ქვეყნებიდან[70].
საკმაოდ მრავალფეროვანია ტრადიციული ცეკვები. ზოგჯერ მოცეკვავეები თამაშობენ სხვადასხვა სულებისა და მითოლოგიური არსებების როლს, ამასთან იყენებენ სხვადასხვა მასკებს, კოსტუმებსა და ვარცხნილობას (მაგალითად, რომის ცეკვა კუნძულ ამბრიმზე). სხვა ცეკვების თემაა ნადირობა, ცხოვრება და სიკვდილი[71].
სხვა კულტურული მემკვიდროებები
რედაქტირებაარქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი ჰებრიდის კუნძულები საკმაოდ ცუდადაა შესწავლილი, მაგრამ მთელ რიგ კუნძულებზე შემონახულია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, როგორც მაგალითად, მეგალითური ნაგებობები კუნძულ მალეკულაზე. რუსი მეცნიერის ა. კონდრატოვის ცნობის თანახმად ჯერ კიდევ უახლოეს პერიოდში კუნძულზე შენდებოდა დოლმენები და მენჰირები, რომლებიც ითვლებოდა სიწმინდეებად კუნძულელებს შორის: ბელადს განსაზღვრულ დღეებში შეეძლო მათში მოესმინა დიდი წინაპრების სულების ხმები. მთლიანად, მსგავსი ნაგებობების აგება დაკავშირებული იყო კაცების რიტუალურ წესებთან, ისინი ფაქტობრივად გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ კაცებსა და ქალებს შორის ასიმეტრიული სოციალური ურთიერთობის დამყარებაში და მხარდაჭერაში, ასევე სხვადასხვა ასაკის მამაკაცებს შორის[72].
ვანუატუს კუნძულები (უპირველეს ყოვლისა, არქიპელაგის ცენტრალური და ჩრდილოეთი კუნძულები) ასევე ცნობილია თავისი ნახატებით ქვიშაზე, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად გამოიყენებოდა რიტუალებში და ჰქონდათ სხვადასხვა კონტექსტი[73]. ერთი თითით მომუშავე მხატვარი, ქვიშაზე ხატავს შეუწყვეტავ ტალღისებურ ხაზებს (ძირითადად მიმმართველ ბადეზე), რომ შექმნას მკაფიო, ხშირად სიმეტრიული, გეომეტრიული ფიგურების კომპოზიცია. ქვიშაზე ნახატები ასევე ემსახურება მნემონიკურ სქემებს, რომლებშიც გამოისახება რიტუალები, კუნძულელების მითოლოგიური წარმოდგენები, ლეგენდები და ადგილობრივი მაცხოვრებლების სხვა ტრადიციული ცოდნა[73].
მთელ რიგ კუნძულებზე ფართედ გავრცელებულია ხეზე, ქვაზე თლა, ხოლო არქიპელაგის ჩრდილოეთის კუნძულებზე — მარჯანზე[68].
პენტეკოსტის კუნძული — ექსტრემალური ვანუატუური თოკებზე ხტომის სამშობლოა, რომელიც აღმოცენდა ადგილობრივი რიტუალისგან, რომელსაც ჰქვია ნაგჰოლი (ბისლამას ენა — naghol)[74]. ყოველ წელს აპრილსა და ივნისს შორის კუნძულელი მამაკაცები ვაზის ლერწამით ფეხშეკრულნი ხტებიან მაღალი კოშკებიდან. ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით, ეს იამსის კარგი მოსავლის აღების გარანტიას იძლევა. ბოლო დროს ეს კუნძულელებისათვის კარგი შემოსავლის წყაროცაა: ტურისტები იხდიან დიდ ფულს, ამ სანახაობის ნახვისათვის[74].
თითოეულ სამ—ოთხ წელიწადში კუნძულ ტანაზე იმართება ცნობილი სამდღიანი ფესტივალი „Nekowiar“, რომლის დროსაც ადრე აკრძალული იყო ნებისმიერი სახის ომი მტრულად განწყობილ სოფლებს შორის. ამ დღესასწაულის დროს მაცხოვრებლები ერთმანეთს ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს, ცეკვავენ, ირთავენ თავიანთ სახეს სხვადასხვა მასკებით და ეგზოტიკური მაკიაჟით[75], სვავენ ტრადიციულ სასმელ „კავა“-ს (ნარკოტიკული სასმელი, რომელიც კეთდება მცენარე ლათ. Piper methysticum-ის ფესვებისაგან[76]). დღესასწაულის მეორე დღეს სრულდება ცეკვა ტოკა (ბისლამას ენა — toka), რის შემდეგაც სრულდება გარეული ღორების შეწირვა და საჩუქრების გაცვლა.
სპორტი
რედაქტირებავანუატუში არის საკუთარი ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ხოლო თვითონ ქვეყანა ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის და ფიფას წევრია. პირველი საერთაშორისო მატჩი ვანუატუს რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით ჩატარდა 1951 წლის 4 ოქტომბერს, რომელშიც ვანუატუს ნაკრებმა წააგო ახალი ზელანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:9 (ეს გახდა ვანუატუს ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება)[77]. ყველაზე დიდი ანგარიშით ვანუატუს ნაკრებმა მოუგო კირიბატის რესპუბლიკის ნაკრებს 2003 წლის 7 ივლისს სამხრეთ წყნარი ოკეანის თამაშებზე ფიჯიზე ანგარიშით 18:0[77]. 1973, 2000 და 2002 წლებში ქვეყანას ეკავა მეოთხე ადგილი ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ერთა თასის გათამაშებაში. შიდა საფეხბურთო ჩემპიონატში მთავარი ტურნირია ვანუატუს პირველი დივიზიონი, რომლის 15-გზის ჩემპიონია კლუბი ტაფეა.
კუნძულებზე ძალიან პოპულარულია რაგბი და კრიკეტი. ქვეყანაში არსებობს საკუთარი ეროვნული ნაკრები რაგბიში, რომელიც საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობს 1966 წლის 1 დეკემბრიდან. ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება ვანუატუს ნაკრებმა განიცადა 2005 წლის 20 აგვისტოს პაპუა-ახალი გვინეის ნაკრებთან[78]. კუნძულებზე კრიკეტის პირველი კლუბი დაარსდა 1945 წელს, ხოლო 1978 წელს ჩამოყალიბდა ახალი ჰებრიდის კუნძულების კრიკეტის ასოციაცია (დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ — ვანუატუს კრიკეტის ასოციაცია)[79].
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანა მონაწილეობს 1988 წლიდან (ჩატარდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ — სეულში). ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1987 წელს[80]. ვანუატუს რესპუბლიკას ოლიმპიურ მოძრაობაში თავისი მონაწილეობის მთელი ისტორიის განმავლობაში არ მოუპოვებია არც ერთი მედალი, ხოლო ოლიმპიური ნაკრები წარმოდგენილი იყო ძირითადად მძლეოსნობის სახეობაში. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყანას მონაწილეობა არასდროს არ მიუღია.
დღესასწაულები
რედაქტირებათარიღი | დასახელება (ქართ.) | დასახელება (ინგლ.) |
---|---|---|
1 იანვარი[81] | ახალი წელი | New Year’s Day |
21 თებერვალი[81] | მამა ლინის დღე | Father Lini Day |
5 მარტი[81] | ტრადიციული ბელადების დღე | Custom Chief Day |
აღდგომის წინა პარასკევი | დიდი პარასკევი | Good Friday |
აღდგომის მეორე დღე | ნათელი ორშაბათი | Easter Monday |
1 მაისი[81] | მშრომელთა საერთაშორისო დღე | Labour Day |
ცვალებადი | ამაღლება | Ascension Day |
24 ივლისი[81] | ბავშვთა დღე | Children’s Day |
30 ივლისი[81] | დამოუკიდებლობის დღე | Independence Day |
15 აგვისტო[81] | ღვთისმშობელის მიძინების დღე | Assumption Day |
5 ოქტომბერი[81] | ვანუატუს კონსტიტუციის დღე | Constitution Day |
29 ნოემბერი[81] | ერთობის დღე | National Unity Day |
25 დეკემბერი[81] | ქრისტეს შობა | Christmas Day |
26 დეკემბერი[81] | ოჯახის საერთო ეროვნული დღე | Family Day Nation Wide |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ვულკანი იასოური კუნძულ ტანაზე ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მისადგომი მოქმედი ვულკანია მსოფლიოში[82].
- 1942 წელს კუნძულ ესპირიტუ-სანტოს ნაპირებთან ჩაიძირა 1931 წელს აშენებული გემი „SS President Coolidge“, რომელიც იმ მომენტში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში აშენებული ყველაზე დიდი სავაჭრო გემი[83].
- ვანუატუში, კუნძულ ჰაიდევეისთან ახლოს, რომელიც მდებარეობს ქალაქ პორტ-ვილასთან ახლოს, არსებობს მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა საფოსტო განყოფილება[84], ხოლო კუნძულ ტანაზე, ვულკან იასოურთან ახლოს — მსოფლიოში ერთადერთი ვულკანური საფოსტო განყოფილება[85].
- „ფრანსვილის რესპუბლიკა“ კუნძულ ეფატეზე გახდა პირველი სახელმწიფო, რომელშიც შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება ყველა სქესისა და რასის ადამიანებისათვის[19].
- ვანუატუს პირველმა პრემიერ-მინისტრმა, უოლტერ ლინიმ, პირველად წარმოადგინა მელანეზიური სოციალიზმის სწავლება[86].
- ბელგიელი მწერალი ქალის ამელი ნოტომის რომანი „შიმშილის ბიოგრაფია“ ასე იწყება: „ოკეანეთში არის არქიპელაგი სახელად ვანუატუ, ძველებურად — ახალი ჰებრიდის კუნძულები, აი იქ არასდროს არ იცოდნენ რა იყო შიმშილი. ახალ კალედონიასა და ფიჯის კუნძულებს შორის დაკარგულ ვანუატუს ათასწლეულობით ჰქონდა ორი უპირატესობა, თავისებურად იშვიათი, ხოლო ჯამში ისეთი უიშვიათესი — სიუხვე და განმარტოება“.
მემკვიდრეობა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Vanuatu entry at The World Factbook დაარქივებული 2016-05-15 საიტზე Wayback Machine.
- Vanuatu from UCB Libraries GovPubs დაარქივებული 2008-04-07 საიტზე Wayback Machine.
- Vanuatu at the Open Directory Project დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine.
- Wikimedia Atlas of Vanuatu
- British Friends of Vanuatu დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine.
- Government of Vanuatu დაარქივებული 2010-09-23 საიტზე Wayback Machine.
- Interactive maps of Vanuatu დაარქივებული 2004-09-23 საიტზე Wayback Machine.
- Vanuatu Tourism Portal, the official website of the Vanuatu National Tourism Office
- Wok i Kik - Vanuatu Job Vacancies
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ვანუატუს მოსახლეობის აღწერა (National Census of Population and Housing — 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-07. ციტირების თარიღი: 2014-09-08.
- ↑ Prior, Randall. Gospel and Culture in Vanuatu – An Experiment in Pacific Theology (PDF). Australian National University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-31. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2008.
- ↑ Tufala Gavman (რედ. Bresnihan, Brian J. and Keith Woodward), Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides, Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002, ISBN 982-02-0342-2.
- ↑ Benjamin Morrell, A Narrative of Four Voyages to the South Sea, North and South Pacific Ocean, J. & J. Harper, 1832.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 US Department of State. Bureau of East Asian and Pacific Affairs. Background Note: Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2008-04-06.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Vanuatu Tourism Office. Geography of Vanuatu.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-21. ციტირების თარიღი: 2008-04-06.
- ↑ 7.0 7.1 A Biodiversity Clearing House Mechanism funded by UNEP and GEF. Vanuatu's Biodiversity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Jeremy MacClancy, Beginnings // To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu, Port Vila: Vanuatu Cultural Centre, 1980.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Quantin, P., Soils of the New Hebrides islands // Philosophical Transactions of the Royal Society of London. Series B, Biological Sciences, Great Britain, 1975, ტ. 272, № 918.
- ↑ Andrew Hoffmann, Looking to Epi: further consequences of the Kuwae eruption, Central Vanuatu, AD 1452 // Indo-Pacific Prehistory Association Bulletin, Vanuatu Cultural and Historic Sites Survey (VCHSS), World Heritage Preparatory Assistance Project, Vanuatu Cultural Centre, PO Box 184, Port Vila, 2006, № 26.
- ↑ Andrew Hoffmann, Looking to Epi: further consequences of the Kuwae eruption, Central Vanuatu, AD 1452 // Indo-Pacific Prehistory Association Bulletin, Vanuatu Cultural and Historic Sites Survey (VCHSS), World Heritage Preparatory Assistance Project, Vanuatu Cultural Centre, PO Box 184, Port Vila, 2006, № 26.
- ↑ 12.0 12.1 იუნესკო. The volcanoes of Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Encyclopedia of the Nations. Vanuatu. Mining. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ John Seach. Vanuatu Rivers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 World Wildlife Fund. Vanuatu rain forests. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 16.0 16.1 UNEP. Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Jasons. Flora & Fauna in Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-01. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ The "Commune" of Franceville // North Otago Times, Sydney, 1895, ტ. XXXIII, № 6835.
- ↑ 19.0 19.1 Wee, Small Republics: A Few Examples of Popular Government, Nov 1, 1895 // Hawaiian Gazette, Hawaiian Islands, 1895.
- ↑ Australian News: June, 27 // West Coast Times, Sydney, 1895, № 7736.
- ↑ Tufala Gavman (ред. Bresnihan, Brian J. and Keith Woodward), Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides, Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002, ISBN 982-02-0342-2.
- ↑ Tufala Gavman (ред. Bresnihan, Brian J. and Keith Woodward), Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides, Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002, ISBN 982-02-0342-2.
- ↑ 23.0 23.1 „Statoids“. Administrative Divisions of Countries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Vanuatu Statistics Office. Demography (XLS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 25.0 25.1 მოსახლეობის აღწერა (geohive — 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი: 2014-09-14.
- ↑ 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 UN. Vanuatu Common Country Assessment.. Chapter 3. Development Situation. (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ UNESCAP. An overview of Vanuatu. Population. (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 28.0 28.1 Tufala Gavman (ред. Bresnihan, Brian J. and Keith Woodward), Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides, Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002, ISBN 982-02-0342-2.
- ↑ 29.0 29.1 Ethnologue. Bislama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 30.0 30.1 30.2 Ethnologue. Languages of Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Terry Crowley, The Language Situation in Vanuatu, Hamilton, New Zealand: Department of General and Applied Linguistics, University of Waikato, 2000.
- ↑ 32.0 32.1 Terry Crowley, The Language Situation in Vanuatu, Hamilton, New Zealand: Department of General and Applied Linguistics, University of Waikato, 2000.
- ↑ Vanuatu Tourism Office. Missionaries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-17. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Tufala Gavman (რედ. Bresnihan, Brian J. and Keith Woodward), Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides, Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002, ISBN 982-02-0342-2.
- ↑ 35.0 35.1 Terry Crowley, The Language Situation in Vanuatu, Hamilton, New Zealand: Department of General and Applied Linguistics, University of Waikato, 2000.
- ↑ Pacific Magazine. Green Moon Rising: Islam Is Spreading In Melanesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 37.0 37.1 37.2 37.3 37.4 37.5 Transparency International Country Study Report.. Vanuatu.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
- ↑ 38.0 38.1 Vanuatu Sessional Legislation, Randall. Vanuatu Courts System Information. PacLII Databases. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2008.
- ↑ 39.00 39.01 39.02 39.03 39.04 39.05 39.06 39.07 39.08 39.09 39.10 CIA. The World Factbook.. Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-15. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu National Statistics Office. Crime Statistics. Vanuatu Crime Indicators. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 08 აპრილი 2008.
- ↑ ვანუატუ აფხაზეთის აღიარებას უარყოფს / Rustavi 2 Broadcasting Company[მკვდარი ბმული]
- ↑ ვანუატუს ხელისუფლება - აფხაზეთის საკითხი გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული
- ↑ „ვანუატუსთან დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 2013-07-15.
- ↑ 44.0 44.1 44.2 44.3 UN. Vanuatu Common Country Assessment. Executive Summary (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Asian Development Bank, Vanuatu: Economic Performance, Policy and Reform Issues, Pacific Studies Series, Manila: Asian Development Bank, 2000.
- ↑ Vanuatu Inflation Index. EconStats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-03. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2008.
- ↑ 47.0 47.1 47.2 FAO. Country Pasture/Forage Resource Profiles: Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 48.00 48.01 48.02 48.03 48.04 48.05 48.06 48.07 48.08 48.09 UN. Vanuatu Common Country Assessment. Chapter 3. Economic and Social Development.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Asian Development Bank, Chapter 2. Overview of Agryculture and Fisheries // Vanuatu: Agriculture and Fisheries Sector Review 2000, Manila: Asian Development Bank, 2000.
- ↑ FAO. Fishery and Aquaculture Country Profile: Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 51.0 51.1 51.2 Asian Development Bank, Chapter 6. Institutional Capacity in Fisheries // Vanuatu: Agriculture and Fisheries Sector Review 2000, Manila: Asian Development Bank, 2000.
- ↑ 52.0 52.1 Honeymoon Vanuatu. Getting Around. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Jasons. Transport in Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 54.0 54.1 World Association of Newspapers. Vanuatu (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 55.0 55.1 55.2 Encyclopedia of the Nations. Vanuatu. Media. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 56.0 56.1 Vanuatu Statistics Office. Tourism and Migration Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 57.0 57.1 Vanuatu Statistics Office. Tourism and Migration Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-07-15. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Asian Development Bank, Industry Sectors of Vanuatu, Manila: Asian Development Bank, 2000.
- ↑ 59.0 59.1 Vanuatu Statistics Office. Visa information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-16. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu Statistics Office. Government Finance Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-08. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 61.0 61.1 61.2 61.3 Vanuatu Statistics Office. Central Government (XLS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 62.0 62.1 Reserve Bank Of Vanuatu. Vanuatu Banks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-06-01. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Encyclopedia of the Nations. Vanuatu. Health. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 64.0 64.1 Vanuatu National Statistics Office. Education Statistics. Student enrolment by level of Education and sex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 07 აპრილი 2008.
- ↑ 65.0 65.1 Encyclopedia of the Nations. Vanuatu. Education. ციტირების თარიღი: 07 აპრილი 2008.
- ↑ University of the South Pacific. Emalus Campus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 07 აპრილი 2008.
- ↑ 67.0 67.1 67.2 67.3 67.4 Michelle Bennett, Jocelyn Harewood, Vanuatu, Lonely Planet, 2003, ISBN 1740592395.
- ↑ 68.0 68.1 68.2 68.3 Vanuatu Tourism Office. Culture of Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-21. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Furtherarts. Vanuatu Culture.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu Tourism Office. Fest’Napuan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-26. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Michelle Bennett, Jocelyn Harewood, Vanuatu, Lonely Planet, 2003, ISBN 1740592395.
- ↑ Mark Patton, Islands in Time: Island Sociogeography and Mediterranean Prehistory, Routledge, 1996, ISBN 0415126592.
- ↑ 73.0 73.1 Vanuatu Cultural Centre. The National Action Plan for the Safeguarding of Sand Drawing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 74.0 74.1 Vanuatu Paradise. Pentecost and Maewo Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Jasons. Cultural Shows in Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-01. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ The Atlantic Monthly Company. A Mythic South Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 77.0 77.1 Vanuatu Football. World Football Elo Ratings: Vanuatu. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu Regby. Statistics for Men's International Rugby Union: Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ Cricket Europe. A Timeline of Vanuatu Cricket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ IOC. Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 06 აპრილი 2008.
- ↑ 81.00 81.01 81.02 81.03 81.04 81.05 81.06 81.07 81.08 81.09 81.10 Bennett M., Harewood J., Facts for the Visitor // Vanuatu, 4th, China: Lonely Planet Publications Pty Ltd, 2003. — P. 41, ISBN 1740592395.
- ↑ Vanuatu Tourism Office. About Vanuatu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-09-04. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu Tourism Office. President Coolidge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-11. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu Post Limited. Underwater Post Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-07-13. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2008.
- ↑ Vanuatu Post Limited. Volcano Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-24. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2008.
- ↑ William Miles, Bridging Mental Boundaries in a Postcolonial Microcosm: Identity and Development in Vanuatu, Honolulu, Hawai'i: University of Hawai'i Press, 1998, ISBN 0824820487.