მანიჰოტი, მანიოკი (Manihot) — მცენარეთა გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი პატარა ხეები, ბუჩქები და ბალახია. აერთიანებს 160-ზე მეტ სახეობას. სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. კასავა (Manihot esculenta, Manihot utilissima) მარადმწვანე ბუჩქია, მისი სიმაღლე 3 მ აღწევს.

მანიჰოტი
Manihot palmata
Manihot palmata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რძიანასებრნი
გვარი:  მანიჰოტი
ლათინური სახელი
Manihot

აქვს თათისებრ განკვეთილი ფოთლები, მომქვანო-მოყვითალო წვრილი ყვავილები და კოლოფა ნაყოფი. გორგლისებურად გამსხვილებული ფესვის სიგრძე 1 მ აღწევს, მასა — 15 კგ. შეიცავს 20—40% სახამებელს.

მისგან ამზადებენ ფქვილსა და ბურღულს — ტაპიოკას. ახლად ამოღებულ გორგლში შხამიანი გლიკოზიდია, რომელიც სწრაფად იშლება გახურებით და დუღილით. მანიჰოტის ყველა სახეობა შეიცავს რძეწვენს, ზოგი გაუჩუკოვანია (Manihot glaziovii).

ლიტერატურა

რედაქტირება