რეპატრიაცია
რეპატრიაცია (ლათ. re — უკუმოქმედების აღმნიშვნელი თავსართი და patria — სამშობლო, მამული) — ადამიანთა ჯგუფის იმ ქვეყანაში დაბრუნება, სადაც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და აქვთ მოქალაქეობა. ემიგრანტების, ლტოლვილებისა ან ტყვედ წაყვანილი პირების დაბრუნება მათ თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე.
რეპატრიაცია შეიძლება იყოს ინდივიდუალური — მაგალითად, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული — მაგალითად, სამხედრო ტყვეთა დაბრუნება. რეპატრიაციის განხორციელება ხდება ქვეყნის (ქვეყნების) კანონმდებლობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბიშვილი დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.