ემიგრაციაპოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა. პოლიტიკური მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეპრესული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი. ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაცია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება.

გერმანელი ემიგრანტების ასვლა ამერიკისკენ მიმავალ ორთქლმავალზე (დაახლ. 1850).

ემიგრანტთა საერთო რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3,2 %-ს შეადგენს[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება