მალარია (იტალ. malaria < mala aria — ცუდი ჰაერი; წინათ ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ცუდი ჰაერი) — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები.[1] მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. ადამიანებში აღრიცხულია მალარიის 4 ფორმა: სამდღიანი (იწვევს Plasmodium vivax), ოთხდღიანი (Plasmodium malariae), ტროპიკული (Plasmodium falciparum) და მალარია-ოვალე (Plasmodium ovale), რომელიც მხოლოდ დასავლეთ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს მალარიის ტროპიკული ფორმა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ენდემურია ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებისათვის.[2] პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი — ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი). დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.[3]

Malaria
დაავადებული ერითროციტები
დარგი infectious diseases, tropical medicine, პარაზიტოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 7728
ICD-10 B50.
ICD-9 084
OMIM 248310
MedlinePlus 000621
eMedicine eMedicine: med/1385
Patient UK მალარია
  1. მალარია — MedGeo.Net
  2. მარუაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 383-384.
  3. მალარია — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი