პარაზიტოლოგია
პარაზიტოლოგია — მეცნიერება ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. ამავე დროს, პარაზიტოლოგია იკვლევს იმ რთულ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც მყარდება პარაზიტსა და მასპინძელს შორის. პარაზიტოლოგია მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ციტოლოგია, ბიოინფორმატიკა, მოლეკულური ბიოლოგია, იმუნოლოგია, გენეტიკა, ევოლუცია, ეკოლოგია.