ბიოლოგია
ბიოლოგია (ბერძ. βιολογία; βίος — სიცოცხლე + λόγος — სწავლება, მეცნიერება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ცდა. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ეტიმოლოგიარედაქტირება
ტერმინი „ბიოლოგია“ მიღებულია ბერძნული სიტყვებისაგან: βίος (bios) „სიცოცხლე“ და λόγος (logos) „მოძღვრება“. ეს ტერმინი პირველად 1802 წელს შემოიღეს ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ბ. ლამარკმა და გერმანელმა მეცნიერმა გ. რ. ტრევინარიუსმა.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემარედაქტირება
ბიოლოგიის დარგებირედაქტირება
- ანატომია
- ბოტანიკა
- გენეტიკა
- ეკოლოგია
- ემბრიოლოგია
- ვირუსოლოგია
- ზოოლოგია
- მიკრობიოლოგია
- ფიზიოლოგია
- ციტოლოგია
- ჰისტოლოგია
მეცნიერებათაშორისი დისციპლინებირედაქტირება
ბიოგეოგრაფია — ბიოინჟინერია — ბიონიკა — ბიოკიბერნეტიკა — ბიოტექნოლოგია — ბიოფიზიკა — ასტრობიოლოგია
დაკავშირებული მეცნიერებებირედაქტირება
ბიოლოგიის ისტორიარედაქტირება
ბიოლოგიური ცოდნის საწყისებს ვხვდებით ძველი ცივილიზაციების მოაზროვნეთა და მკურნალთა თხზულებებში, მათ შორის: ჰიპოკრატესთან, არისტოტელესთან და სხვ. შუა საუკუნეებში ბიოლოგიის განვითარება შეფერხდა, თუმცა უკვე მე–16-17 საუკუნეების მკვლევარებმა დიდძალი მასალა დააგროვეს ორგანიზმების აგებულების შესახებ.
ბიოლოგიის საერთო ცნებები და ტერმინებირედაქტირება
კვლევის ობიექტებირედაქტირება
ერთუჯრედიანი ორგანიზმი — ვირუსი — მიკროორგანიზმი — მცენარე — ცხოველი
ძირითადი ცნებებირედაქტირება
ბიოსფერო — ბუნებრივი შერჩევა — გარემო — გენი — დნმ — ევოლუცია — ეკოსისტემა — ორგანიზმი — რეპროდუქცია — სახეობა — სიცოცხლე — უჯრედი
გამოჩენილი ბიოლოგებირედაქტირება
არისტოტელე - კლოდ ბერნარი - ბიუფონი, ჟორჟ ლუი ლეკლერკ - რობერტ ბროუნი - გალენი - დარვინი, ჩარლზ - ვეზალიუსი - ვოლფი, კასპარ ფრიდრიხ - კიუვიე, ჟორჟ - ლამარკი, ჟან ბატისტ - ლევენჰუკი, ანტონი ვან - ლინეი, კარლ - ლორენცი, კონრად - მენდელი, გრეგორ - ილია მეჩნიკოვი - პავლოვი, ივან - პასტერი, ლუი - ფრიში, კარლ ფონ - ჰარვეი, უილიამ - ჰუმბოლდტი, ალექსანდერ ფონ
ბიოლოგიური დაწესებულებებირედაქტირება
გალერეარედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბიოლოგია“ ვიკისაწყობში.
- ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია დაარქივებული 2007-10-10 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს წითელი წიგნი დაარქივებული 2003-02-12 საიტზე Wayback Machine.