ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიკრობიოლოგია (ბერძნ. — მიკრო - მცირე ბიოს -ცოცხალი ლოგოს - მეცნიერება) — მეცნიერება თვალით უხილავ ცოცხალ ორგანიზმების შესახებ. მიკრობიოლოგია შეისწავლის მიკროორგანიზმთა სიცოცხლის და განვითარების კანონზომიერებებს, იმ ცვლილებებს, რომლებსაც იწვევენ ადამიანის, ცხოველის, მცენარის ორგანიზმში და არაცოცხალ ბუნებაში. მიკრობები პირველი ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც დედამიწაზე გაჩნდნენ. ტერმინი „მიკრობიოლოგია“ პირველად მეცნიერმა დიუკლომ შემოიღო. მიკრობები იმდენად მცირე ზომისანი არიან, რომ მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. ზოგიერთი მიკრობი იმდენად მცირე ზომის არის, რომ მასზე დაკვირვებისას იყენებენ ელექტრონულ მიკროსკოპს, რომელიც საგნებს 25000-ჯერ ადიდებს. მიკრობიოლოგია, როგორც მეცნიერება დაყოფილია ქვე დარგებად: სამედიცინო მიკრობიოლოგია, სასოფლო-სამეურნეო მიკრობიოლოგია, ვეტერინალური მიკრობიოლოგია, ტექნიკური მიკრობიოლოგია. ერთ-ერთი ძირითადი დარგი, ტექნიკური მიკრობიოლოგია სწავლობს სასარგებლო მიკრობების ტექნიკურად გამოყენების ფორმებს, რადგან კვების ტექნოლოგია და კერძოდ კვების პროდუქტების მიკრობიოლოგია იმდენად ვითარდება, რომ იზრდება მიკრობების როლი ცალკეული საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესში ბევრ შემთხვევაში ისინი გამოშვებული პროდუქციის ხარისხს და წარმოების პროცესს აკონტროლებს.

ანტონი ვან ლევენჰუკი ითვლება პირველ ადამიანად, რომელიც მიკროსკოპის გამოყენებით მიკროორგანიზმებს დააკვირდა.

მიკრობიოლოგიური სამყაროს განვითარებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფრანგ მეცნიერს დრებელინს, რომელმაც შექმნა პირველი მიკროსკოპი ხოლო მას შემდეგ უფრო საფუძვლიანი აღმოჩენა ეკუთვნის ჰოლანდიელ თითნასწავლ ანტონი ვან ლევენჰუკს, რომელმაც ხორცის ნაჭერზე მიკროსკოპით აღმოაჩინა სხვადასხვა ობის სოკოები, რომლებსაც გააჩნდათ ბურთისებრი, ჩხირისებური და სპირალური დახვეული ფორმები. ამგვარად, ლევენჰუკი ითვლება მიკროგრაფიის მამად.

მიკრობები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობს არის სხვადასხვა ფორმის და ზომის: სფეროსებრი, ჩხირისებური ანუ ცილინდრული და სპირალური. სფეროსებრივ ბაქტერიებს (ბერძნულად coccus - მრგვალი) კოკები ეწოდებათ. თუ კოკები სიბრტყეში განლაგებულნი არიან წყვილ-წყვილად მათ დიპლოკოკები ეწოდებათ. ხოლო თუ ისინი რამდენიმე მოლეკულის სახით არიან განლაგებულნი მათ სტრებტო კოკები ეწოდებათ. ხოლო ყურძნის მტევნის ფორმის აგებულება აქვთ სტაფილოკოკებს.

ჩხირისებრი ბაქტერიები ანუ ცილინდრული ბაქტერიები სიბრტყეში განლაგებულნი არიან ძეწკვის მსგავსად და ისინი ძირითადად სიგრძეში იზრდებიან, ისინი თავის ფორმით კოკებს ჰგვანან და ამიტომაც მათ კოკო ბაცილებს უწოდებენ. ისეთ ჩხირისებრ ბაქტერიებს, რომლებსაც სპორები აქვთ კი მათ სტრეფტო ბაქტერიები ეწოდებათ.

სპირალური ფორმის ბაქტერიებიც იყოფა 3 ჯგუფად ესენია: ვიბრიონი რომელსაც, ოდნავ დახვეული სპიროქატები და ჩხვეული ფორმის მქონენი სპირილები. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული უჯრედი მცირე ფორმისაა და სიცოცხლის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან მათი უჯრედის აგებულება არც ისე მარტივია. მიკრობების უჯრედი გარშემორტყმულია გარსით, რადგანაც ეს გარსი უფერულია ამიტომაც მიმართავენ უჯრედის პლაზმოლიზს ე.ი. დაამუშავებენ Na-ის 2%-იანი ხსნარით, რომლის შდეგადაც უჯრედი იკუმშება და გარსი ადვილად ცილდება მას და მიკროსკოპში ნათლად მოჩანს.თუ გარსი მკვრივია ბაქტერიული უჯრედი უფრო მდგრადია. ნახშირწყლებიდან გარსის შემადგენლობაში შედის პოლისაქარიდები, ლიპიდები, აზოტოვნებიდან ცილები და ამინომჟავეები, შესაძლოა ქიტინიც.

ყველა ბაქტერიული უჯრედის გარე კედელი დაფარულია ლორწოვანი შრით, თუ ეს შრე ძალიან სქელია თვიტონ ბაქტერია ლორწოვანი ხდება, ეს პროცესი მაშინ მიმდინარეობს როცა უჯრედი ღარიბია ცილებით და მდიდარია ნახშირწყლებით. ამ შრეს კაფსულას უწოდებენ. პროტოპლასტი ეწოდება ბაქტერიულ უჯრედში შემავალ ნივთიერებათ ჯამს. პროტოპლაზი დაფარულია ციტოპლაზმური მემბრანით, რომელსაც კავშირი აქვს ნივთიერებების შერჩევით გამტარიანობის უნარი. ციტოპლაზმა არის გამჭვირვალე, ოდნავ ბლანტი, წყლიანი. იგი შეიცავს მრავალ ორგანულ ნივთიერებებს, მინერალურ ნივთიერებებს, წყალს. ისინი ძირითადად უჯრედის სამარაგო საკვებ ნივთიერებერს წაროადგენენ.

ბირთვი-ბაქტერიულ უჯრედს მკვეთრად გამორჩეული ბირთვი არ გააჩნია, წლების მანძილზე ეს საკითხი პრობლემურ საკითხად რჩბოდა. ბაქტერიულ უჯრედს ცალკე გამოყოფილი ბირთვი არ გააჩნია, ხოლო უჯრედში არსებული ბირთვის ბუნება ძალიან რთულია.

ბაქტერიებს გააჩნიათ წამწამები და სპორები.სპორები მათი თავდაცვის საშუალებაა, ხოლო წამწამებით ისინი გადაადგილდებიან. ისინი პლოტოპლაზმური ძფებია და მიკროსკოპშიც ნათლად ჩანს,წამწამების კავშირი პლოტოპლაზმასთან არაა მტკიცე და მათი მოშორება შეიძლება, ამით უჯრედი არ წყვეტს არსებობას, მხოლოდ მოძრაობის უნარს კარგავს იგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიკრობიოლოგია“-დან