ობის სოკოებისოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს.

ობის სოკოები
DecayingPeachSmall.gif
ატმის დაობება 12 საათში
აღწერა
სოკოების ჯგუფი
სახელის სტატუსი
არ არის განსაზღვრული
მშობლიური ტაქსონი
სამეფო სოკოები (Fungi)
წარმომადგენლები
სურათები ვიკისაწყობში

ცნობილია პურის ობი (ლათ. Mucor mucedo), აგრეთვე ლათ. Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., ლათ. Aspergillus niger-ს — ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობასპენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, ლათ. Penicillium roquefortii-ს და ლათ. Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება