უსრული სოკოები
უსრული სოკოები (ლათ. Fungi imperfecti ან ლათ. Deuteromycetes) — სოკოების ყველაზე დიდი კლასი. აერთიანებს 30000-მდე სახეობას. აქვთ მრავალუჯრედიანი, კარგად დატოტვილი მიცელიუმი, რის გამოც უნდა მიეკუთვნოს ჩანთიან ან ბაზიდიუმიან სოკოებს, მაგრამ ჩვეულებრივ მრავლდებიან უსქესოდ — კონიდიუმებით და ამდენად წარმოადგენენ დამოუკიდებელ ჯგუფს.
უსრული სოკოები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Fungi imperfecti ან Deuteromycetes | ||||||||
|
უსრული სოკოები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებული. მრავალი მათგანი იწვევს სოფლის მეურნეობის კულტურების, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს, ზოგერთი კი სახალხო მეურნეობასა და მედიცინაში გამოიყენება. ნაყოფიანობის თავისებურების მიხედვით გამოყოფილია უსრული სოკოების 3 რიგი: ჰიფომიცეტები, მელანკონიასნაირნი და სფეროფსიდასნაირნი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. ნახუცრიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 186.