კლასი (ბიოლოგია)
კლასი (ლათ. classis – თანრიგი, ჯგუფი) — ცხოველთა და მცენარეთა სისტემატიკაში ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია. კლასი აერთიანებს მონათესავე რიგებს. მაგ., მღრღნელების, მტაცებლების, ხელფრთიანების და სხვა. რიგები შეადგენენ ძუძუმწოვართა კლასს. თავის მხრივ მონათესავე კლასები გაერთიანებულია ტიპად. მაგ., თევზების, ამფიბიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვართა კლასები შედიან ქორდიანთა ტიპში. ტერმინი „კლასი“, სისტემატიკაში პირველად ფრანგმა ბოტანიკოსმა ჟოზეფ ტურნეფორმა შემოიღო და შემდგომში კარლ ლინემ დაამკვიდრა თავის „ბუნების სისტემაში“ (1835).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 547.