სახეობა
სახეობა (ლათ. species) — ცოცხალი ორგანიზმების ბიოლოგიური სისტემატიკის ძირითადი სტრუქტურული ერთეული. სახეობა ისეთ ორგანიზმთა ერთობლიობაა, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს შინაგანი და გარეგანი ანატომიით, ცხოვრების ნირით, გავრცელების არეალით, კვებით და ა. შ. ისინი ეჯვარებიან იმავე სახეობის სხვა ინდივიდებს და იძლევიან ნაყოფიერ შთამომავლობას.[1] ყოველი ცხოველური, თუ მცენარეული ორგანიზმი განეკუთვნება გარკვეულ სახეობას.