ფუზარიუმი
(გადამისამართდა გვერდიდან Fusarium)
ფუზარიუმი (ლათ. Fusarium) — უსრული სოკოების კლასის გვარი. საქართველოში ცნობილია 34 სახეობა და 7 სახესხვაობა. ფუზარიუმი მრავლდება კონიდიუმებით, რომლებიც თავისი სიდიდით, ფორმით, აგებულებით და წარმოშობით მეტად მრავალფეროვანია. სახეობათა უმრავლესობა საპროფიტია. ცხოვრობს ნიადაგში მცენარეულ ნარჩენებზე. ზოგიერთი სახეობა პარაზიტია და იწვევს მცენარეთა ფუზარიოზს. ფუზარიუმით დაავადებული მცენარეების შეჭმა ადამიანს აავადებს სეპტიკური ანგინით, ცხოველებს კი — ფუზიოტოქსიკოზით, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
ფუზარიუმი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Fusarium | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 418.