ფუზარიოზიმცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს უსრულო სოკოების ფუზარიუმის (ლათ. Fusarium) გვარის სახეობები. სოკოები ბინადრობენ ნიადაგში და მცენარეთა ნარჩენებზე. ფუზარიოზი კარგად ვითარდება მაღალი ტენიანობისა და სითბოს პირობებში. საქართველოში გავრცელებულია სიმინდის ფუზარიოზი (გამომწვევი Fusarium monilforme) მშრალად ალპობს ტაროებს. დაავადებული მარცვლები სოკოს პიგმენტებისაგან მოწითალო შეფერილობას იღებს. ცნობილია ხორბლის ფუზარიოზიც (გამომწვევი Fusarium graminearum). სოკოს მიცელიუმი ვითარდება მარცვალში, გამოყოფს ტოქსინს, რაც ადამიანისა და ცხოველის მოწამვლას იწვევს. ამის გამო მას „მათრობელა პურს“ უწოდებენ. ფუზარიოზის საწინააღმდეგოდ მიმართავენ თესლბრუნვას.[1]

კომბოსტოს ფუზარიოზი

რედაქტირება

კომბოსტოს ფუზარიოზი (ფუზარიოზული ჭკნობა) გამოწვეულია Fusarium oxysporum-საგან. დაავადების მთავარ სიმპტომს წარმოადგენს ფოთლების მოყვითალო-მომწვანო შეფერვა და ტურგორის დაკარგვა. ფოთლის ფირფიტა ვითარდება არათანაბრად – უფრო ძლიერად ვითარდება იქ, სადაც მწვანე ფერი ჭარბობს. ცალმხრივი დაზიანებები, ასევე, შესაძლოა შეინიშნებოდეს კომბოსტოს თავზე. ღეროს და ფოთლის ყუნწების განივი ჭრილის დათვალიერებისას ჩანს ჭურჭლების ღია ან მუქი ყავისფერი რგოლი. დაავადებული ფოთლები ცვივა. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, რჩება მხოლოდ შიშველი თავი.[2]

ბრძოლის ღონისძიებები: დაზიანებული მცენარეების ფესვებიანად ამოთხრა და განადგურება, მცენარეული ნარჩენების განადგურება, შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.[2]

  1. დადალაური ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 418.
  2. 2.0 2.1 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-14. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020.