მურაბა (არაბ. مربى — მურაბბა) — შაქრის სიროფში მოხარშვის შედეგად დაკონსერვებული ხილი ან კენკრა. ხილფაფის, ჯემისა და ჟელესაგან განსხვავებით მურაბაში ხილი და კენკრა პირვანდელ ფორმას ინარჩუნებს, სიროფი კი ბლანტია და ჟელეს არ წარმოქმნის. არსებობს მურაბის მრავალჯერადი ხარშვის ხერხი, როდესაც ხილის ან კენკრის ხარშვა და მათი ბუნებრივი ან ხელოვნური გაცივება ერთმანეთს ენაცვლება, და ერთჯერადი ხარშვის ხერხი, რომლის დროს ხილსა და კენკრას გაცივების გარეშე ხარშავენ.

ატმის მურაბა

ლიტერატურა რედაქტირება