გაზელი
გაზელი (ლათ. Gazella) — ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახის ჩლიქოსანთა გვარი[1] და 3[2] (ადრე 7) გვარის კრებითი სახელწოდება. არსებობს გაზელის 18 სახეობა, რომელთაგან 2 გადაშენებულია (გვარში შედის 11 სახეობა, დანარჩენი კრებით სახელში ერთიანდებიან); აგრეთვე ცნობილია 30-მდე ამომწყდარი სახეობა.[2] გავრცელებულია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის უდაბნოებსა და სტეპებში. ცხოვრობენ ჯოგებად, იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით. დარბიან ძალიან სწრაფად. ნეზვი ყოველწლიურად 1—2 ნუკრს იგებს. ძვირფასი სანადირო და სარეწაო ცხოველებია და, რაკი მათი რიცხვი სწრაფად კლებულობს, საჭიროებენ დაცვას.
გაზელი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Gazella (Blainville, 1816) | |||||||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- გაზელი
- Gazella arabica — არაბული გაზელი
- Gazella cuvieri — ატლასის გაზელი
- Gazella dorcas — გაზელი დორკასი
- Gazella subgutturosa — ქურციკი, ან ჯეირანი
- Gazella marica — არაბული ქვიშის გაზელი
- Gazella bennettii — ინდური გაზელი
- Gazella gazella — ჩვეულებრივი გაზელი
- Gazella leptoceros — ქვიშის გაზელი
- Gazella spekei — სპიკის გაზელი
- Gazella erlangeri — ერლანგერის გაზელი
- Gazella saudiya — საუდის გაზელი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 625.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ gazelle — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 Antilopinae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-21. ციტირების თარიღი: 2008-07-01.