ინდური გაზელი
ინდური გაზელი, ინდური ქურციკი ან ჩინკარა (ლათ. Gazella bennettii) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა.
ინდური გაზელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gazella bennettii (Sykes, 1831) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 8978 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებამისი სხეულის სიგრძეა 1 მ, სიმაღლე მინდაოში 65 სმ, მასა 25 კგ. სხეულის ზედა ნაწილი და გვერდები შეფერილია მოწითალო-ყავისფრად, ქვედა ნაწილი შედარებით ღიაა, თითქმის თეთრი. თვალიდან პირადე გასდევს ორი მუქი ყავისფერი ზოლი. მამლების რქების სიგრძეა 20 სმ, უდიდესი სიგრძე რაც დაფიქსირებულა 39 სმ-ია.
გავრცელება
რედაქტირებაგავრცელებულია ირანის სამხრეთ ნაწილში, პაკისტანში, აგრეთვე ჩრდილოეთ ინდოეთში. ბინადრობს მშრალ და გაშლილ ადგილებში, როგორიცაა სტეპი და უდაბნო.
ქცევა
რედაქტირებაინდური გაზელები ჯოგებად ცხოვრობენ, რომელშიც 3-დან 30-მდე ცხოველია გაერთიანებული, თუმცა იშვიათად თითო-თითოს სახითაც გვხვდება. ეს წყვილჩლიქოსნები ძირითადად აქტიურები არიან დილით და საღამოს შებინდებისას. როგორც სხვა გაზელები, ინდური გაზელიც დიდხანს ძლებს უწყლოდ.
დაცვის სტატუსი
რედაქტირებანადირობის გამო ამ სახეობის პოპულაცია ირანსა და პაკისტანში მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი რაოდენობა ინდოეთში სტაბილურ დონეზეა და შეადგენს 100 000 ინდივიდს. ამის გამო ინდური გაზელი გადაშენების საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ronald M. Nowak: Walker’s Mammals of the World. Johns Hopkins University Press, 1999 ISBN 0-8018-5789-9
- Vivek Menon: A Field Guide to Indian Mammals. Dorling Kindersley (India), 2003. ISBN 0-14-302998-3