ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი
ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (IUCN)
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (ინგლ. International Union for Conservation of Nature; IUCN) — არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ბუნების კონსერვაცია / დაცვა. დაარსდა 1948 წლის ოქტომბერში საფრანგეთის ქალაქ ფონტენბლოში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ გლანდიში. კავშირი აერთიანებს მსოფლიოს 82 ქვეყანას, 111 სამთავრობო უწყებას, 800 არასამთავრობო ორგანიზაციას და მსოფლიოს 181 ქვეყნის 10 000 მეცნიერსა და ექსპერტს.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი | |
---|---|
ფრანგ. Union internationale pour la conservation de la nature | |
აბრევიატურა | IUCN |
შეიქმნა | 1948 |
ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია |
მიზანი | ბუნების დაცვა |
მდებარეობა | გლანდი, შვეიცარია |
გენერალური დირექტორი | ჟულია მარტონ-ლეფევრე |
ქვეყანა | შვეიცარია |
თავმჯდომარე | Razan Khalifa Al Mubarak |
https://www.iucn.org |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი
- IUCN publications დაარქივებული 2010-09-13 საიტზე Wayback Machine.