პაკისტანი
პაკისტანი (ურდუ پاکستان) ოფიციალურად პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა (ურდუ اسلامی جمہوریہ پاکستان) — ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მსოფლიოს მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა 200 მილიონ ადამიანზე მეტია.[9] ფართობის მიხედვით არის 36-ე უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, ფართობი მოიცავს 881 913 კმ²-ს. პაკისტანს აქვს 1046 კმ სანაპირო ხაზი არაბეთის ზღვისა და სამხრეთში ომანის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთს, დასავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, შესაბამისად, ჩინეთს. იგი გამოეყოფა ტაჯიკეთს ავღანეთის ვიწრო ვახანის დერეფნით ჩრდილოეთში და ასევე იყოფს საზღვაო საზღვარს ომანთან.
ტერიტორია, რომელსაც დღეს პაკისტანი ეწედობა, ცივილიზაციის აკვანად ითვლება,[16][17][18][19][20] რომელიც ადრე რამდენიმე უძველესი კულტურის სამშობლო იყო, მათ შორის ნეოლითის მერგარჰი და ბრინჯაოს ხანის ინდის ცივილიზაცია, ხოლო მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სასულიერო და კულტურული ერების სამეფო არსებობდა, მათ შორის ჰინდუბების, ინდო-ბერძნების, მუსლიმების, თურქ-მონღოლების, ავღანელებისა და სიქების. ტერიტორიას მმართავდა ან იმყოფებოდა მრავალი იმპერიებისა და დინასტიის შემადგენლობაში, მათ შორის სპარსეთის აქემენიანთა იმპერია, ალექსანდრე მაკედონელი, ინდოეთის მაურიების იმპერია, არაბების ომაიანთა სახალიფო, დელის სასულთნო, მონღოლთა იმპერია, დიდ მოგოლთა იმპერია, დურანის სახელმწიფო, სიქებისს იმპერია, და ბოლოს ბრიტანეთის იმპერია.
პაკისტანი უნიკალურია მუსლიმურ ქვეყნებს შორის იმით, რომ იგი ერთადერთი ქვეყანას, რომელიც შეიქმნა ისლამის სახელით (ისლამისთვის).[21][22] პაკისტანის მოძრაობის შედეგად, რომლის სათავეში მუჰამედ ალი ჯინა იდგა და სუბკონტინენტის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, 1947 წელს შეიქმნა პაკისტანის სახელმწიფო, როგორც სამხრეთ აზიის მუსლიმების დამოუკიდებელი სამშობლო.[23] სახელმწიფო ეთნიკურად და ენობრივად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ისევე, როგორც მრავალფეროვანია გეოგრაფიულად და ველური ბუნებით. თავდაპირველად როგორც დომინიონმა, პაკისტანმა მიიღო თავისი კონსტიტუცია 1956 წელს და გახდა ისლამური რესპუბლიკა. 1971 წელს, ეთნიკური სამოქალაქო ომის შედეგად, აღმოსავლეთ პაკისტანმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ბანგლადეში. 1973 წელს, პაკისტანმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მის ადრე არსებულ საპარლამენტო რესპუბლიკის სტატუსს ინარჩუნებდა, ფედერალური მთავრობით ისლამაბადში, რომელიც შედგებოდა ოთხი პროვინციისა და ოთხი ფედერალური ტერიტორიისგან. ახალმა კონსტიტუციამ ასევე დაადგინა, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ისლამის წესებს, როგორც ყურანს, ასევე სუნას.[24]
რეგიონული[25][26][27] და საშუალო ძალა,[28][29][30] პაკისტანი მსოფლიოში მეექვსეა შეიარაღებული ძალების სიმძლავრით, რომელიც ასევე ბირთვული ძალაა, ასევე სამხრეთ აზიაში მეორე და მუსლიმურ სამყაროში ერთადერთი დეკლარირებული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა. პაკისტანს, ნახევრად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, კარგად ინტეგრირებული სოფლის მეურნეობისა და მზარდი მომსახურების სექტორი აქვს.[31][32] პაკისტანის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის მიხედვით მსოფლიოს 24-ე უმსხვილესი ეკონომიკაა და ნომინალური მშპ-ის თვალსაზრისით, 41-ე უდიდესი ეკონომიკაა. ქვეყანა მსოფლიოს განვითარებადი და ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია და მსოფლიოს[33][34] ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი საშუალო კლასის ეკონომიკა გააჩნია.[35][36]
პაკისტანის პოსტ-დამოუკიდებლობის ისტორია ხასიათდება სამხედრო მმართველობისა და 2008 წლიდან მოყოლებული დემოკრატიის გარდამავალი პერიოდებით, ასევე მეზობელ ინდოეთთან კონფლიქტიდ. ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას პრობლემებთან, როგორიცაა გაუნათლებლობა, ჯანდაცვა და კორუფცია, მაგრამ არსებითად შემცირდა სიღარიბისა[37] და ტერორიზმის[38] მაჩვენებელი და გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი.[39] პაკისტანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, ეთოს, SAARC-ის, განვითარებადი რვიანის, G20 განვითარებადი ერების ორგანიზაციის, ჯგუფი 24-ის, ჯგუფი 77-ისა და ეკოსოსის წევრია. ასევე ცერნის ასოცირებული წევრია. პაკისტანი კიოტოს ოქმის, პარიზის შეთანხმებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ხელმომწერი ქვეყანა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელი პაკისტანი, ურდუსა და სპარსულად, სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუფთა მიწას“.
სიტყვა „პაკისტანის“ წარმომავლობა სადავოა. სპარსულად და ურდუზე იგი „სიწმიდის ქვეყანას ნიშნავს“ (პაკ: სულიერი სიწმიდე; სტან: ქვეყანა). თუმცა ჩაუდჰური რაჰმათ ალიმ, რომელიც სუბკონტინენტზე დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეის უმთავრეს მხარდამჭერად და ქვეყნის სახელწოდების ავტორად ითვლება, 1933 წლის 28 იანვარს თავის ესსეში Now or Never („ახლა ან არასდროს“) სახელწოდება „პაკ(ი)სტანს“ სხვაგვარი მნიშვნელობა მიანიჭა. მისი თქმით, ეს სახელი არის ჩრდილოეთის ინდოელ მუსლიმთა სამშობლოს აღმნიშვნელი, როგორც აკრონიმი სიტყვებისა პენჯაბი, ავღანეთი (დღევანდელი ხაიბერ პახტუნხვა), ქაშმირი, სინდჰი და ბელუშისტანი[40].
ისტორია
რედაქტირებაპაკისტანი უპირატესად მუსულმანური ქვეყანაა, რომელიც განლაგებულია მდიდარი წარსულის მიწაზე. ოდესღაც აქ დაფუძნდა ადამიანთა ერთ-ერთი პირველი დასახლება, ხოლო მოგვიანებით ჩაისახა ორი მსოფლიო რელიგია — ინდუიზმი და ბუდიზმი.
- XX ს.: პაკისტანის სახელმწიფო წარმოიქმნა 1947 წელს, როდესაც რელიგიური ნიშნით ორად გაიყო ბრიტანეთის ინდოეთი. პირველი ომი ინდოეთთან ქაშმირის გამო დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ეს არის ჩრდილოეთი პროვინცია, რომელიც ძირითადად მუსულმანებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივი რაჯას ნებასურვილით გაყოფისას ინდოეთის შემადგენლობაში მოექცა. 1965 წელს მხარეებმა კვლავ მოსინჯეს თავისი ძალები. 1971 წლამდე იგი ორი ანკლავისაგან შედგებოდა — აღმოსავლეთი პაკისტანი და დასავლეთი პაკისტანი. ინდოეთის ხელშეწყობით აღმოსავლეთი პაკისტანი დამოუკიდებელ ბანგლადეშის რესპუბლიკად გამოცხადდა. 80-იან წლებში პაკისტანის აქტიური მონაწილეობა სსრ კავშირის წინააღმდეგ ავღანეთის ოკუპაციის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარებით იქნა წახალისებული, რაც „ცივი ომის“ დასრულებისთანავე საგრძნობლად შემცირდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება. კვლავ დაძაბული ურთიერთობაა ინდოეთთან, ამას ემატება ავღანელ ლტოლვილთა პრობლემა და ეთნო-რელიგიური კონფლიქტები სინდის პროვინციაში.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს ინდის აუზში, გადაჭიმულია არაბეთის ზღვის ნაპირებიდან ჰიმალაის მთიანეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ირანი, ავღანეთი, ჩინეთი, ინდოეთი.
- ფართობი: 806 500 კვ. კმ.
- ბუნება: უმაღ. მწვერვალები (მ) – ჩოგორი (K2) 8611, ნანგა პარბატი 8125, გაშერბრუმი 8068, ბროუდ-პიკი 8047; მდინარეები (კმ) – ინდი 2200 (სულ 3180), სათლეჯი 1450, ჩენაბი 1200; ტბა - ტარბელას წყსც. 250 კვ. კმ; კლიმატი - მშრალი, კონტინენტური.
- ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, მარილი, კირქვა.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი (Asif Ali Zardari, 2008).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (100+342 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 6 რეგიონი (province), 1 ტერიტორია და დედაქალაქი (Capital territory):
პროვინცია | ადმ. ცენტრი | მოსახლეობა |
---|---|---|
ბელუჯისტანი | კვეტა | 7 914 000 |
პენჯაბის პროვინცია | ლაჰორი | 101 000 000 |
სინდის პროვინცია | კარაჩი | 42 400 000 |
ხაიბერ-პახტუნხვა | პეშავარი | 28 000 000 |
გილგიტ-ბალტისტანი | გილგიტი | 1 800 000 |
ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა | 3 176 331 | |
აზად-კაშმირი | მუზაფარაბადი | 4 567 982 |
ისლამაბადის ფედერალური ტერიტორია | ისლამაბადი | 1 151 868 |
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობა: 150,7 მლნ (2003), მათ შორის პენჯაბელები 61 %, პუშტუნები 15 %, სინდჰები 12 %.
- ენები: ურდუ (8 %), ინგლისური (ადმინისტრაციის და ელიტის ენა), პენჯაბური (48), სინდური (12), სირაიკი (ფენჯაბურის ვარიანტი, 10), პუშტუ (8).
- რელიგია: ისლამი.
- ქალაქები (ათ.) : ისლამაბადი (602), კარაჩი (10.537), ლაჰორი (5.756), რავალპინდი (1.599; აგლომ. 2.615.), ფაისალაბადი (2.248), გუჯრანვალა (1.384; აგლომ. 1.876), მულტანი (1.344), ჰაიდარაბადი (1.308; აგლომ. 1.398), ფეშავარი (1.123).
ეკონომიკა
რედაქტირება- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 65 მლრდ $ (45-ე ადგილი); სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 26, მრეწველობა 17, სხვა 55; 1 სულზე - 500 $.
- ექსპორტი: ბამბა, ბამბის ნაწარმი, ბრინჯი, ხალიჩები, თევზი.
- ბიუჯეტი: 12,600 მლნ $.
- ვალუტა: პაკისტანური რუპია (PKR).
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებამოჰენჯო-დარო
რედაქტირებაამ ანტიკური ქალაქის ნანგრევები მდინარე ინდის ნაპირებზეა შემორჩენილი. ის მდებარეობს პაკისტანის სინდის პროვინციაში. კარგად დაგეგმარებული ქალაქი დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს გაშენდა. წარმოადგენს მდინარე ინდის ხეობის ერთ-ერთ უძველეს და აზიის პირველ ქალაქს, რომელიც იყო ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის ცივილიზაციების თანამედროვე. შენობები გამოუწვავი აგურით არის ნაგები. მოჰენჯო-დარო ძველინდური ცივილიზაციის ქალაქი იყო.
1980 წელს ძეგლი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ბადშაჰის მეჩეთი
რედაქტირებალაჰორში მდებარე ეს მეჩეთი უდიდესია ინდოეთის სუბონტინენტზე. ის 5000 მოწმუნეს იტევს. მისი შიდა სივრცე და დიდებული აუზი ისლამური არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაჰარაპისა და მოხენჯო-დარის არქეოლოგიური ნანგრევები, ბუდისტური ნანგრევები თახთი ბაჰიში; ფორტი და შალამარის ბაღები ლაჰორში, ტატის ისტორიული მონუმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hafeez Malik (2006) The Encyclopedia of Pakistan Oxford University Press ISBN 978-0-19-597735-6
- Anatol Lieven (2012) Pakistan: A Hard Country PublicAffairs ISBN 978-1-61039-145-0
- Akbar Ahmed (1997) Jinnah, Pakistan and Islamic Identity: The Search for Saladin Routledge, ISBN 978-0-415-14966-2
- Matthew McCartney (2011), Pakistan – The Political Economy of Growth, Stagnation and the State, 1951–2009 Routledge ISBN 978-0-415-57747-2
- Stephen Philip Cohen (2006) The Idea of Pakistan, Brookings Institution Press ISBN 978-0-8157-1503-0
- Iftikhar Malik (2005) Culture and Customs of Pakistan (Culture and Customs of Asia) Greenwood, ISBN 978-0-313-33126-8
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The State Emblem. Ministry of Information and Broadcasting, პაკისტანის მთავრობა.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 July 2007. ციტირების თარიღი: 18 December 2013
- ↑ National Symbols and Things of Pakistan. Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 April 2014. ციტირების თარიღი: 27 May 2014
- ↑ SC orders immediate implementation of Urdu as official language. The Express Tribune (7 September 2015). ციტირების თარიღი: 8 September 2015
- ↑ Pakistan to replace English with Urdu as official language. The Express Tribune (29 July 2015). ციტირების თარიღი: 8 September 2015
- ↑ PM approves implementation of Urdu language in govt departments – Pakistan – Dunya News. dunyanews.tv.
- ↑ Irfan Haider. PM, president to deliver speeches in Urdu on foreign trips, SC told. dawn.com.
- ↑ Govt. submits plan to Supreme Court to promote Urdu as official language. The News Teller. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2017-06-02.
- ↑ Population by Mother Tongue. Population Census Organization, Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2011. ციტირების თარიღი: 28 December 2011
- ↑ 9.0 9.1 "Pakistan" დაარქივებული 2020-05-24 საიტზე Wayback Machine. The World Factbook — Central Intelligence Agency. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "cia" defined multiple times with different content; $2 - ↑ Ehsan Rashid. (1977)THE CONCEPT OF PAKISTAN IN THE LIGHT OF IQBAL's ADDRESS AT ALLAHABAD. Iqbal Memorial Talks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 5 March 2014 Ehsan Rashid explains how concept of Pakistan and Iqbal's Allahabad address are interlinked.
- ↑ The World Factbook — Central Intelligence Agency en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-24. ციტირების თარიღი: 2016-11-06.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Pakistan. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 15 January 2017
- ↑ „Pakistan is now a $300-billion economy“. The Express Tribune. May 18, 2017. ციტირების თარიღი: May 18, 2017.
- ↑ GINI index (World Bank estimate). World Bank. ციტირების თარიღი: 28 February 2017
- ↑ Human Development Report 2016. United Nations Development Programme (2016). ციტირების თარიღი: 26 March 2017
- ↑ Wright 2010:Quote: "The Indus civilization is one of three in the 'Ancient East' that, along with Mesopotamia and Pharonic Egypt, was a cradle of early civilization in the Old World (Childe 1950). Mesopotamia and Egypt were longer lived, but coexisted with Indus civilization during its florescence between 2600 and 1900 B.C. Of the three, the Indus was the most expansive, extending from today's northeast Afghanistan to Pakistan and India."
- ↑ Feuerstein, Georg (1995). In search of the cradle of civilization: new light on ancient India. Wheaton, Illinois: Quest Books, გვ. 147. ISBN 978-0-8356-0720-9.
- ↑ Yasmeen Niaz Mohiuddin, Pakistan: a global studies handbook. ABC-CLIO publishers, 2006, ISBN 1-85109-801-1
- ↑ Archaeologists confirm Indian civilization is 2000 years older than previously believed. globalpost.com (16 November 2012).
- ↑ Jennings, Justin. (15 April 2016) Killing Civilization: A Reassessment of Early Urbanism and Its Consequences. UNM Press.
- ↑ Hussain, Rizwan. Pakistan. „Pakistan is unique among Muslim countries in its relationship with Islam: it is the only country to have been established in the name of Islam.“ დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Talbot, Ian. (2 February 1984) Jinnah and the Making of Pakistan. ციტატა: „As British rule there drew to an end, many Muslims demanded, in the name of Islam, the creation of a separate Pakistan state.“ ციტირების თარიღი: 24 December 2016
- ↑ Exploding Communalism The Politics of Muslim Identity in South Asia. Ayesha Jalal. Oxford University Press, 1998-9.
- ↑ Iqbal, Khurshid (2009). The Right to Development in International Law: The Case of Pakistan. Routledge, გვ. 189. ISBN 978-1-134-01999-1. „The constitution proclaims ... that all existing laws shall be brought in accordance with the injunctions of Islam as laid down in the Quran and Sunnah, and no law shall be enacted which is repugnant to such injunctions.“
- ↑ Buzan, Barry; Wæver, Ole (2003). Regions and Powers: The Structure of International Security. Cambridge University Press, გვ. 55. ISBN 978-0-521-89111-0. „In the framework of their regional security complex theory (RSCT), Barry Buzan and Ole Waever differentiate between superpowers and great powers which act and have an impact on the global level (or system level) and regional powers whose influence may be large in their regions but have less of an impact at the global level. This category of regional powers includes Brazil, Egypt, India, Iran, Iraq, Israel, Nigeria, Pakistan, Saudi Arabia, South Africa and Turkey.“
- ↑ Rajagopalan, Rajesh (2011), „Pakistan: regional power, global problem?“, Regional Orders and Regional Powers, Routledge, pp. 193–208, ISBN 978-1-136-71891-5, https://books.google.com/books?id=l2WrAgAAQBAJ&pg=PA193
- ↑ Paul, T. V. (2012) International Relations Theory and Regional Transformation. Cambridge University Press, გვ. 11. ISBN 978-1-107-02021-4. „The regional powers such as Israel or Pakistan are not simple bystanders of great power politics in their regions; they attempt to asymmetrically influence the major power system often in their own distinct ways.“
- ↑ Barry Buzan (2004). The United States and the great powers: world politics in the twenty-first century. Polity, გვ. 71, 99. ISBN 978-0-7456-3374-9.
- ↑ Hussein Solomon. South African Foreign Policy and Middle Power Leadership. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2002. ციტირების თარიღი: 27 December 2011
- ↑ Vandamme, Dorothee. Pakistan and Saudi Arabia : Towards Greater Independence in their Afghan Foreign Policy?. Université catholique de Louvain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტატა: „Countries like Saudi Arabia and Pakistan have enough influence to not be considered small, but not enough to be major powers. Within the limits of their regions, they play a significant political role. Thus instinctively, they would qualify as middle powers. While it is not the objective here to question the characteristics of Jordan's definition of middle powers, we argue that Pakistan is in fact a middle power despite its being nuclear-armed. When looking at the numbers, for instance, it appears that Saudi Arabia and Pakistan can be classified as middle powers (see in this regard Ping, 2007).“ ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2017.
- ↑ Bhatti, Muhammad Umer Saleem (22 June 2015). „Services sector: domestic and outward growth“. Dawn. ციტირების თარიღი: 24 February 2017.
- ↑ Memon, Abdul Qadir (10 May 2015). „Services sector: Realising Pakistan’s export potential“. The Express Tribune. ციტირების თარიღი: 24 February 2017.
- ↑ Iqbal, Anwar. (8 November 2015) Pakistan an emerging market economy: IMF. ციტირების თარიღი: 27 February 2016
- ↑ Kaplan, Seth. Is Pakistan an emerging market?. ციტირების თარიღი: 27 February 2016
- ↑ Pakistan has 18th largest 'middle class' in the world: report. The Express Tribune (16 October 2015). ციტირების თარიღი: 16 June 2016
- ↑ GDP ranking | Data. ციტირების თარიღი: 2017-01-17
- ↑ Poverty in Pakistan: Numerous efforts, many numbers, not enough results – AidData. aiddata.org.
- ↑ 70% decline in terrorist attacks in Pakistan – The Express Tribune. tribune.com.pk (9 September 2015).
- ↑ „Pakistan's per capita income rises slightly to $1,561 – The Express Tribune“. The Express Tribune (ინგლისური). 2016-05-24. ციტირების თარიღი: 2017-01-17.
- ↑ Rahmat Ali: Now or Never. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2014-12-07.