არიფ ალვი
არიფ ალვი (დ. 29 ივლისი,1949, კარაჩი) — პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი. პაკისტანის პრეზიდენტი 2018 წლის 9 სექტემბრიდან.
არიფ ალვი | |
პაკისტანის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 9 სექტემბერი, 2018 |
წინამორბედი | მამნუნ ჰუსეინი |
დაბადებული | 29 ივლისი, 1949 კარაჩი, პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | მოძრაობა სამართლიანობისათვის |
მეუღლე | სამინა ალვი |
შვილები | 4 |
განათლება | მიჩიგანის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1949 წლის 29 ივლისს[1][2][3][4]. არის ინფორმაცია, რომ მისი დაბადების თარიღია 1949 წლის აგვისტო[5], ასევე გვხვდება წყაროები, რომლებიც მის დაბადების წლად მიუთითებენ 1947 წელსაც[6][7].
მისი მამა ჰაბიბ-ურ-რეჰმან ელახი ალვი მუშაობდა დანტისტად ბრიტანეთის ინდოეთში, რომელიც ქვეყნის გაყოფის შემდეგ[5] გადავიდა კარაჩში და გახსნა სტომატოლოგიური კლინიკა[6]. ჰაბიბ-ურ-რეჰმან ელახი ალვი იყო პარტია ჯამაათ-ი-ისლამის წევრი[3]. არიფ ალვის მამა იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს პირადი დანტისტი[5][8].
კარაჩიში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ[9] არიფ ალვი 1967 წელს გაემგზავრა ლაჰორში უმაღლესი განათლების მისაღებად[3]. კოლეჯის დასრულების შემდეგ მიიღო სტომატოლოგიური ქირურგიის ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს დაასრულა მიჩიგანის უნივერსიტეტი და გახდა კბილის პროტეზირების მაგისტრი[10]. 1984 წელს მიიღო ორთოდონტიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი[11]. დაბრუნდა პაკისტანში და დაიწყო სტომატოლოგად მუშაობა, ხოლო შემდეგ გახსნა საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა Alvi Dental Hospital[9]. იგი დაოჯახებულია სამინე ალვიზე, რომელთანაც ჰყავს ოთხი შვილი[12].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაარიფ ალვიმ თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო რელიგიური პარტიის რიგებიდან[13]. სტომატოლოგიურ კლინიკაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გაერთიანებებში[14], ასევე იყო სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი[12][15]. ამავე წლებში იგი აკრიტიკებდა მუჰამედ აიუბ ხანის სამხედრო რეჟიმს, მონაწილეობდა 1969 წლის ლაჰორის საპროტესტო აქციებში, სადაც ორჯერ დაიჭრა. მათგან ერთი ტყვია ამოუღეს ოპერაციის შედეგად, ხოლო მეორე ამჟამადაც მის ორგანიზმშია[5].
1977 წლიდან არიფ ალვი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს, საპარლამენტო არჩევნებში ზულფიკარ ალი ბჰუტოს გამარჯვების შემდეგ[9]. 1979 წელს კენჭს იყრიდა მაჟორიტარული ოლქიდან, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ დატოვა პარტია ჯამაათ-ი-ისლამი.
1996 წელს შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას მოძრაობა სამართლიანობისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა კრიკეტის ყოფილი მოთამაშე იმრან ხანი[5][14], გახდა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი[13][16] და მონაწილეობა მიიღო მისი წესდების შექმნაში[6]. 2001 წელს გახდა პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2006 წლიდან 2013 წლამდე პარტიის გენერალური მდივანია.
2013 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად და გახდა მოძრაობის ერთადერთი წევრი, რომელმაც ადგილი მიიღო პარლამენტში[17][18]. 2018 წელს კვლავ ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს[19][20].
2018 წლის აგვისტოში პარტიამ წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად[21]. 4 სექტემბერს კი 352 ხმით აირჩიეს ქვეყნის მე-13 პრეზიდენტად[22]. არიფ ალვი გახდა მსოფლიოში მეორე სტომატოლოგი თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შემდეგ, რომელმაც დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა[23].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Arif Alvi — 13th President of Pakistan“. Daily Times. 4 September 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
- ↑ „Dr Arif Alvi: Two interesting facts“. The News (ინგლისური). 5 September 2018. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „ڈاکٹر عارف الرحمان علوی نے سیاسی سفر کا آغاز جماعت اسلامی سے کیا“. Nawa-i-Waqt (ურდუ). 3 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ Detail Information (21 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2014. ციტირების თარიღი: 11 July 2017.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Suhail, Riyaz (4 September 2018). „ڈینٹسٹ سے صدر پاکستان کا سفر“. BBC News اردو. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ 6.0 6.1 6.2 „Pakistan new President Arif Alvi is son of Nehru's dentist“. The Economic Times. 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „Newly-elected President Arif Alvi is son of Nehru’s dentist“. www.pakistantoday.com.pk. 5 September 2018. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
- ↑ Dr Arif Alvi's father was Jawaharlal Nehru’s dentist | Life & Style. Geo.tv (5 September 2018). ციტირების თარიღი: 5 September 2018.
- ↑ 9.0 9.1 9.2 „ڈاکٹرعارف علوی - طلبہ سیاست سے ایوانِ صدرتک -“. ARY News. 4 September 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „The cleric, the lawyer and the partyman | The Express Tribune“. The Express Tribune. 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „Who is Arif Alvi?“. Dunya News. 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ 12.0 12.1 „Dr Arif ur Rehman Alvi - 10 things to know about the newly elected 13th President of Pakistan“. Dunya News. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ 13.0 13.1 „Extraordinary Pakistanis: Dr Arif Alvi“. The Express Tribune. 25 ივნისი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2017.
- ↑ 14.0 14.1 „Profiles: Pakistan’s presidential candidates“. Geo News. 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „Who is Dr Arif Alvi?“. The News (ინგლისური). 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „Political reshuffle Dr Arif Alvi new PTI Sindh president - The Express Tribune“. The Express Tribune. 9 აგვისტო 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2017.
- ↑ „Karachi partial re-polling: PTI’s Arif Alvi wins NA-250 seat - The Express Tribune“. The Express Tribune. 20 მაისი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2017.
- ↑ „NA-250 PTI candidate Arif Alvi wins“. DAWN.COM (ინგლისური). 20 მაისი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2017.
- ↑ „PTI's Arif Alvi elected new Pakistan president: Reports“. The Economic Times. 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „Call for probe into more discarded ballot papers“. The News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
- ↑ „Dr Arif Alvi nominated by PTI for president's post“. DAWN.COM. 18 აგვისტო 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2018.
- ↑ „Arif Alvi elected 13th president of Pakistan | The Express Tribune“. The Express Tribune. 4 September 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ „Alvi is the second-ever dentist to assume a country’s presidency“. The News (ინგლისური). 5 September 2018. ციტირების თარიღი: 5 September 2018.