9 სექტემბერი
თარიღი
9 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 252-ე დღე (ნაკიან წლებში – 253-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 113 დღე.
<< | სექტემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2023 |
დღის მოვლენებირედაქტირება
- 1543 : მერი სტიუარტი, ცხრა თვის ასაკში, ოფიციალურად „შოტლანდიელთა დედოფლად“ აკურთხეს ცენტრალური შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში.
- 1776 : კონტინენტური კონგრესი ოფიციალურად არქმევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას შეერთებულ შტატებს (ქვეყნად იქცა კონსტიტუციის რატიფიკაციის შემდეგ).
- 1801 : ბაქო და მისი რაიონი რუსეთის შემადგენლობაში შედის.
- 1850 : კალიფორნია აშშ-ის 31-ე შტატი ხდება.
- 1850 : ფედერალურ მთავრობასთან მიღწეული კომპრომისით ტეხასს მისი ტერიტორიის მესამედი ჩამოერთვა (ამჟ. კოლორადოს, კანზასის, ნიუ-მექსიკოს, ოკლაჰომასა და უაიომინგის ნაწილი) ტექსასის ანექსიამდე $10 მილიონი დავალიანების ათვისების სანაცვლოდ.
- 1922 : საბერძნეთ-თურქეთის ომი დასრულდა თურქების გამარჯვებით. ქალაქ სმირნას (ამჟ. იზმირი) დიდი ნაწილი დაიწვა. არათურქული მოსახლეობა გაიხიზნა.
- 1923 : მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, აარსებს რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.
- 1945 : ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი — იაპონია ფორმალურად ნებდება ჩინეთს.
- 1956 : ელვის პრესლი პირველად გამოდის ეროვნული ტელევიზიით.
- 1970 : დაიწყო ავტომობილი „ვაზ-2101“ ჟიგულის წარმოება.
- 1991 : ტაჯიკეთი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1991 : სონის პლეისტეიშენი გამოდის აშშ-ში.
- 2001 : იუნიქს ბილენიუმი იწყება 01:46:40 UTC დროით.
- 2007 : ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომით ტაივანელი რეჟისორი ანგ ლის მხატვრული ფილმი "ვნებიანი კავშირი" დაჯილდოვდა.
- 2007 : იამაიკელმა ათლეტმა ასაფა პაუელმა 100 მეტრიან სპრინტში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (9,74 წამი) რიეტიში, იტალია.
- 2009 : საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბელარუსის ნაკრებთან თამაშში იმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადის.
- 2018 : არიფ ალვი პაკისტანის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნირედაქტირება
- 384 : ფლავიუს ჰონორიუსი — რომის იმპერატორი
- 1828 : ტოლსტოი, ლევ — რუსი მწერალი.
- 1847 : ერისთავი, დავით — ქართველი მწერალი.
- 1986 : ქეთი თოფურია — რესეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი.
ამ დღეს გარდაცვლილნირედაქტირება
- 1898 : მალარმე, სტეფან — ფრანგი პოეტი
- 1947 : ვიქტორ ორტა — ბელგიელი არქიტექტორი
- 1969 : ვარაზი, ვასილ — ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი.
- 1973 : გიორგი წერეთელი — ქართველი ენათმეცნიერი
დღესასწაულებირედაქტირება
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სხვა თვეები: