ავრელიანე
ავრელიანე (ლათ. Lucius Domitius Aurelianus Augustus; დ. 9 სექტემბერი, 214 ან 215 — გ. სექტემბერი ან ოქტომბერი, 275) — რომის იმპერატორი 270-275 წლებში. იმპერატორობის დროს მან დაამარცხა ძველგერმანული ტომი ალემანები გამანადგურებელ ომში, აგრეთვე დაამარცხა გუთები, ვანდალები, თიურინგები, იუთნუნგები და სარმატები. დაასრულა მესამე საუკუნის კრიზისი და ხელახლა შემოიერთა სეპარატისტული ტერიტორიები — გალების იმპერია და პალმირის იმპერია, რითაც რომის იმპერია სრულყო. მიუხედავად ამ წარმატებებისა ის იძულებული იქნა, მიეტოვებინა და დაეცალა დაკიის პროვინცია, რომელიც იმპერიას აღარასდროს დაუბრუნებია. იმ წარმატებების გამო, რასაც მან მიაღწია, მან მოიპოვა სახელი „restitutor orbis“, რაც ნიშნავს „სამყაროს აღმადგენელს“.

ლიტერატურა რედაქტირება
- White, John F (2005). Restorer of the World: The Roman Emperor Aurelian. Tempus Publishing. ISBN 1-86227-250-6.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Aurelian coinage
- On coins of Aurelian with the title dominus et deus (Section 1.9) დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine.
- www.Aurelianus.net დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.