რუსუდან ხოფერია (დ. 9 სექტემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ბატუტზე ხტომა). მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993) და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 1989,1997 — გუნდური; 1989 — სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987,1993 — ინდივიდუალური; 1987, 1993, 1995 — სინქრონული). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1986 — ინდივიდუალური; 1989 — სინქრონული), ოთხგზის მეორე (1987, 1990 — ინდივიდუალური; 1988, 1990 — სინქრონული) და ორგზის მესამე (1988, 1989 — ინდივიდუალური) პრიზიორი. სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986), სსრკ თასის ორგზის (1987, 1989 — სინქრონული) და დობროვოლსკის თასის სამგზის (1987, 1989, 1990 — ინდივიდუალური, 1988 — სინქრონული) მფლობელი. XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, სიდნეი — VII ადგილი, 2004, ათენი — IX ადგილი). 17 წლის განმავლობაში (1987-04) მას ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი (ვარჯიშის სირთულის მიხედვით). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ღირსების ორდენის კავალერი.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1988 მსოფლიო ჩემპიონატი ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი  
1988 მსოფლიო ჩემპიონატი ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი  
1988 მსოფლიო ჩემპიონატი ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი  
1990 მსოფლიო ჩემპიონატი ესენი, გერმანია  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება