საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

ქართული ბიოგრაფიული მონაცემთა ბაზა

საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — უმსხვილესი ქართული ბიოგრაფიული მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავდა 2001 წელს. შეიცავს ინფორმაციას, საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველების შესახებ. პროექტს განაგებს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა.

ბიოგრაფიული ლექსიკონი

ოფიციალური ლოგო
საიტი ოფიციალური საიტი
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ბიოგრაფიული მონაცემთა ბაზა
რეგისტრაცია არჩევითი
ხელმისაწვდომი ენა ქართული, ინგლისური
შემქნელი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა
გაეშვა 2001; 23 წლის წინ (2001)
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

პროექტს თემურ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა 2001 წელს, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურული ურთიერთობის ბიურომ დააფინანსა „ქართველი ავტორები ინტერნეტში“.[1] ბაზა მოიცავდა საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების, ავტორების, მწერლების, პოეტების ბიოგრაფიებს, აგრეთვე მათი წიგნების ანბანურ სიას საძიებლით. 2012 წელს საიტის ძრავი და ინტერფეისი შესამჩნევად დაიხვეწა.

2015 წელს სახელწოდება „ქართველი ავტორები ინტერნეტში“ შეიცვალა სახელით „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“.[1] ბიოგრაფიები გადავიდა განახლებულ მონაცემთა ბაზაში. მას სახელის გარდა შეეცვალა შინაარსიც, ხოლო ბაზა რიცხობრივად გაიზარდა. ცნობარში, სხვადასხვა პიროვნებების ბიოგრაფიული მონაცემების გარდა განთავსებულია პიროვნებათა ფოტოები, ჯილდოები, პრემიები და პრიზები.

2023 წლის მონაცემით ბაზა მოიცავდა 19,600-ზე მეტ სტატიას. ის ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, აგრეთვე ინგლისურ ენაზე. მასში ნებისმიერს შეუძლია ჩაასწოროს ან დაამატოს ბიოგრაფიის ესკიზი საიტზე არსებული სპეციალური შაბლონური ფორმის საშუალებით, რომელიც გაივლის შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდება. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ცნობარ „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“-ს წარსული და დღევანდელობა. biblioni.wordpress.com (11 ივლისი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2018.
  2. ოფიციალური საიტი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2018.