13 სექტემბერი
თარიღი
13 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 256-ე დღე (ნაკიან წლებში – 257-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 109 დღე.
<< | სექტემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2023 |
დღის მოვლენებირედაქტირება
- ძვ. წ. 509 : რომში კაპიტოლიუმის ბორცვზე სექტემბრის იდებში დაიწყო იუპიტერის ტაძრის მშენებლობა.
- 81 : ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერატორი გახდა დომიციანე.
- 122 : ჰადრეანეს კედლის მშენებლობის დაწყება.
- 533 : ად დეციმიუმის ბრძოლაში ბიზანტიელებმა დაამარცხეს ვანდალები კართაგენის სიახლოვეს.
- 1503 : მიქელანჯელომ დაიწყო მუშაობა დავითზე.
- 1791 : საფრანგეთის მეფე ლუი XVI დაეთანხმა ახალ კონსტიტუციას.
- 1923 : ესპანეთის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიგელ პრიმო დე რივერამ დაამყარა დიქტატორული მმართველობა.
- 1939 : კანადა ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში.
- 1940 : გერმანელთა დაბომბვისგან დაზიანდა ბაკინგემის სასახლე.
- 1943 : ჩან კაი ში აირჩიეს ჩინეთის პრეზიდენტად.
- 1953 : ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი.
- 1968 : ალბანეთმა დატოვა ვარშავის პაქტი.
- 1999 : მოსკოვში კაშირის ქუჩაზე ტერაქტის შედეგად სახლი აფეთქდა.
- 2007 : გაეროს გენერალური ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია აბორიგენი ხალხის უფლებების შესახებ.
- 2009 : რაგბის კავშირში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ახალ ზელანდია დაამარცხა ანგარიშით 32–29 და სამი ერის თასის მფლობელი გახდა.
- 2015 : ევრობასკეტის 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრები ლიტვის ნაკრებთან ანგარიშით 81:85 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
- 2017 : ჰალიმა იაკობი სინგაპურის პრეზიდენტად აირჩიეს და იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნირედაქტირება
- 1087 : იოანე II კომნენოსი — ბიზანტიის იმპერატორი
- 1475 : ბორჯია, ჩეზარე — იტალიელი არისტოკრატი, რომის პაპის ალექსანდრე VI-ს ვაჟი
- 1739 : პოტიომკინი, გრიგოლ — რუსი სახელმწიფო მოღვაწე
- 1819 : შუმანი, კლარა — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი.
- 1863 : ჰენდერსონი, არტურ — ინგლისელი პოლიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1886 : რობინსონი, რობერტ — ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1887 : რუზიცკა, ლავოსლავი — ხორვატიელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1894 : ტუვიმი, იულიან — პოლონელი მწერალი
- 1899 : ფერაძე, გრიგოლ — ქართველი წმინდანი, თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, პროფესორი.
- 1918 : მარიამ არჯევნიშვილი — ქართველი მომღერალი
- 1939 : გუნტის ულმანისი — ლატვიელი პოლიტიკოსი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1993 - 1999 წწ.
- 1940 : არიასი, ოსკარ — კოსტა რიკელი პოლიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1993 : ჰორანი, ნაილ, ირლანდიელი მომღერალი (One Direction)
- 1973 : კანავარო, ფაბიო — იტალიელი ფეხბურთელი
- 1946 : კუპრაშვილი, ჰენრი — ქართველი მოცურავე
ამ დღეს გარდაცვლილნირედაქტირება
- 81 : ტიტუსი — რომის იმპერატორი
- 1321 : ალიგიერი, დანტე — იტალიელი პოეტი
- 1438 : დუარტე — პორტუგალიის მეფე
- 1592 : მიშელ დე მონტენი —ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მორალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი.
- 1598 : ფილიპ II — ესპანეთის მეფე
- 1826 : იბრაჰიმ შინასი — თურქი განმანათლებელი მწერალი;
- 1949 : კროგი, ავგუსტ — დანიელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1977 : სტოკოვსკი, ლეოპოლდ — ამერიკელი დირიჟორი
- 1996 : თუფაქ შაკური — ამერიკელი რეპ მომღერალი და მსახიობი
დღესასწაულებირედაქტირება
- წმინდა გენადი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე
- მღვდელმოწამე კვიპრიანე – კართაგენის ეპისკოპოსის ხსენების დღე.
- წმინდა სარტყელის დიდების დღე
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სხვა თვეები: